ჩემი გვერდი

ვებ გვერდის downtime

17 ნოემბერს 2021
ვებ გვერდის downtime

თუ თქვენ იყენებთ ბიზნეს ან პერსონალურ ვებ გვერდს, downtime (ვებ გვერდის ტექნიკური შეფერხება) შესაძლოა ძალიან დიდ პრობლემა აღმოჩნდეს. განსაკუთრებით თუ მიზეზი არ იცით და გამოსავალს ვერ პოულობთ. ჩვენ შევეცდებით შეფერხებების სხვადასხვა ასპექტი განვიხილოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ამ პრობლემებისთვის გვერდის ასავლელად.

დეფინიცია

ვებ გვერდი ტექნიკური შეფერხების ქვეშაა თუ:

- მიუწვდომელია
- ვერ ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს 

პლესკის ოფიციალური ვებ გვერდის მიხედვით აუცილებელია ამ საშიშროების სერიოზულად აღქმა რადგან ეს ნებისმიერი ბიზნესის ონლაინ წარმატებას უქმნის საფრთხეს, რაც იწვევს:

- მომხმარებლების უკმაყოფილებას თქვენი ბრენდით; შესაბამისად რეპუტაციის გაფუჭებას.
- რანჟირების დაკარგვას საძიებო სისტემებში
- მოგების დაკარგვას

დღესდღეობით თქვენი ვებ გვერდი თქვენი კომპანიის სახეა და უმეტეს შემთხვევებში მომხმარებლები სწორედ ამ მედიუმით აყალიბებენ სხვადასხვა შთაბეჭდილებებს თქვენ ფირმაზე. დამატებით, თქვენ შესაძლოა გქონდეთ სხვადასხვა ინფორმაციული ელემენტი განთავსებული თქვენ ვებ გვერდზე, რომელთა მიუწვდომლობაც ინფორმაციულ ვაკუუმს იწვევს.

ამიტომ აუცილებელია თქვენი ვებ გევრდის 24/7 მზადყოფნა - რამდენადაც რთულად არ უნდა ჩანდეს ამის მიღწევა.


ტექნიკური შეფერხებების უდიდესი მიზეზები

მსგავს პრობლემას სხვადასხვა მიზეზები იწვევენ. პლესკი გთავაზობთ ყველაზე ხშირ ვარიანტებს


Hardware-ის პრობლემები

დაახლოებით ნახევარ შემთხვევებში პრობლემა hardware-შია.

შეგიძლიათ დამატებით უზრუნველყოთ თქვენი უსაფრთხოება კაბელების, ქსელის კონტროლერების დაცვით და სხვადასხვა ენერგიის წაყროების მომარაგებით. თუმცა ესეც გარანტიას ბუნებრივია ვერ მოგცემთ.


ჰოსტინგი

დააკვირდით uptime-ს დაპირებას ჰოსტინგ სერვისისგან. დაბალი ხარისხის კომპანიები არ გთავაზობენ მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს (ჩვენ მაგალითად 99% გვაქვს)

ზოგი კომპანია მხოლოდ 75%-ს გთავაზობთ თუმცა იმ შემთხვევაში თუ საქმე გაქვთ ტექნიკურ შეფერხებასთან ისინი ამის ფულად კომპენსაციას არ აპირებენ. კომპენსაცია ხდება მხოლოდ თქვენს გადასახადზე (ჩამოაკლდება დეაქტივაციის დროის შესაბამისი პროცენტი). რაც ბუნებრივია ცოტა იქნება, ეფექტი კი - ძლიერი.

თუმცა, სიტყვაზე, ვებ გვერდის მონიტორინგი დაგეხმარებათ, იმის გათვალისწინებით, რომ გეცოდინებათ ზუსტად რამდენი ხანი არ მუშაობდა თქვენი ვებ გვერდი.


DNS მინუსები

DNS პრობლემები დამატებით ხშირი მიზეზია ვებ გვერდის ქსელის მიუწვდომელობის. ხშირ შემთხვევაში ისინი ლოდინისგან ან მისინტერპრეტაციისგან გამომდინარეობს. ხანდახან კი - უბრალოდ სერვერის სახელია არასწორად მითითებული.

თუ თქვენი ვებ გვერდი DNS-ის გამო არ იტვირთება აუცილებელია აღმოაჩინოთ გამომწვევი ფაქტორი რაც შეიძლება მალე.


 

DDoS კიბერ-უსაფრთხოების შეტევა

DDoS (სერვისის განაწილებული უარყოფა) არის შეტევა როცა ერთი ან რამდენიმე ადამიანი ავსებს სერვერს მოთხოვნებით. მათი მიზანია სერვერის ფუნქციონალის დაკავება, შესაბამისად მისი გადატვირთვა და მიუწვდომელ მდგომარეობამდე მიყვანა.

თქვენი ვებ გვერდი შესაძლოა საერთოდ არ იყოს სამიზნე, თუმცა თუ იმ გვერდს უტევენ რომელიც იმავე სერვერზეა თქვენიც მიუწვდომელი გახდება. ამაზე ფიქრიც მნიშნელოვანია როცა ჰოსტინგ პროვაიდერს და სერვისს ირჩევთ.

თუნდაც პერსონალური ბლოგი ან არა-კომერციული გვერდიც კი შესაძლოა შეტევის მსხვერპლი გახდეს თუ ის იმავე სერვერზეა, რომელზეც შეტევის სამიზნე.

ჩათვალეთ რომ ვებ გვერდის და სერვერის ხელმისაწვდომის პრობლემა რეალური საფრთხეა თუ სერვერის გაზიარებას გადაწყვეტთ, იმის მაგივრად რომ გამოყოფილი სერვერების სერვისი აირჩიოთ  


სერვერები და გვერდების მონიტორინგი


მავნებელი ჰაკერები

ჰაკერებს შეუძლიათ თავდაცვის სუსტი წერტილები იპოვონ და თქვენი ვებ გვერდი უფუნქციო მდგომარეობამდე მიიყვანონ. შესაძლოა ეს რეალური მოტივაციის გარეშეც ქნან; მხოლოდ იმიტომ რომ შეუძლიათ ან ერთობიან.

ჰაკერებს შეუძლიათ კონკრეტულად თქვენი საიტის მიზანში ამოღება (DDoS-ისგან განსხვავებით). ჰაკერები ხმარობენ ბოტებს რომ იპოვონ საიტები სისუსტეებით და გამოიყენონ ისინი საკუთარი ინტერესებისთვის, რაც ბევრად უადვილებს მათ საქმეს.

თქვენი ვებ საიტი ყოველთვისაა მსგავსი საშიშროების ქვეშ თუ ბაზარზე ყველაზე განვითარებული კიბერ-უსაფრთხოების ხელსაწყოები არ გაქვთ. რაც იმას ნიშნავს რომ უმნიშვნელო ელემენტის გამოც შეიძლება თქვენი ვებ გვერდი გაითიშოს.


 

CMS მინუსები

CMS-მა (კონტენტ მენეჯინგის სისტემამ) შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები რომლებიც ტექნიკურ შეფერხებამდე მიგიყვანთ. მაგ: Wordpress-ის გვერზე არაშესაბამისი plugin-ის ინსტალაციამ შეიძლება გათიშოს იგი.

მონაცემთა ბაზის უთანხმოებამ ან სხვა ინტერნალურმა საკითხებმაც შეიძლება იგივე მდგომარეობამდე მიიყვანოს გვერდი.


 

პროგრამული უზრუნველყოფის ლაფსუსები

რეგულარული პროგრამული უზრონველყოფა აუცილებელლია ქსელის ხელმიუწვდომლობის ასარიდებლად. ვებ გვერდის დიდი პერიოდით უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ის რომ არ იყოთ საქმის ყურში როდესაც რამე გაფუჭდება მომავალში.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდ ხნიან მიუწვდომლობასთან გქონდეთ საქმე.


როგორ ავარიდოთ თავი ხელმიუწვდომლობას

პლესკი გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისთვის რომ აარიდოთ ამ პრობლემას თავი:


 

CDN ის გამოყენება

CDN (კონტენტის მომწოდებელი ქსელი) ვებ გვერდსა და მის მომხმარებლებს შორის განთავსებული შრეა. ის ასწრაფებს ვებ გვერდის სიჩქარეს და ხდის მას უფრო ხელმისაწვდომს.

CDN-ები ფუნქციონირებენ caching სერვერების ქსელით, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებზეა განთავსებული და ინახავს თქვენი ვებ გვერდის კონტენტს. ამ კონტენტის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ძალიან სწრაფად ხდება.

CDN არის ერთგვარი საშუალება რომელიც აწვდის თქვენს მომხმარებელს ინფორმაციას იმის მიუხედავად რომ თქვენი ვებ გვერდი გათიშულია. ის ასევე აბრკოლებს მავნებელ ბოტებს, ფილტრავს ტრაფიკს IP ადრესების ანალიზით, და გაზღვევთ იმ შემთხვევაში თუ გვერდი ხელმისაწვდომი აღარაა.


 

მონიტორინგის სერვისის გამოყენება თქვენი ვებ გვერდისთვის

ვებ მონიტორინგის სერვისი შეამოწმებს თქვენს ვებ გვერდს და შეგატყობინებთ როგორც კი ის გაითიშება. 

ანუ მსგავსი ხელსაწყო ვერ აარიდებს თავს თავად გათიშვას თუმცა ინფორმაციას მოგაწოდებთ მის შესახებ (ისე რომ პირველი იქნებით).

შეარჩიეთ მონიტორული software რომელიც ყველაზე მოკლე ინტერვალებში შეამოწმებს თქვენს ვებ გვერდს და გადმოაგზავნის განგაშის შეტყობინებას სხვადასხვა მედიუმებით. დამატებით, შექმენით სტატუს გვერდი რომელიც გააგებინებს მომხმარებელს თუ რა პრობლემას აწყდებიან.

თქვენ იქამდე უნდა მოასწროთ ვებ გვერდის გამართვა სანამ ვინმე ამის შესახებ შეიტყობს ან სადმე განაცხადებს (მაგ: სოც მედიის აპლიკაციებში)
საჭიროა წინასწარ მსგავსი რამების განსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტად გვიან იქნება გამოსწორების მცდელობა.


ფრთხილად აარჩიეთ ჰოსტი

ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ვებ გვერდის გათიშვისთვის თავის ასარიდებლად არის სწორი ჰოსტინგ პროვაიდერის არჩევა. მათ უნდა შეეძლოთ მაღალი ტრაფიკის გაძლება როგორც ამჟამად ასევე მომავალში.

თქვენ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოთ მთელი სერვისი ისევე როგორც ბიზნესი, თუ აირჩევთ დაბალი-ხარისხის პროვაიდერს მხოლოდ იმიტომ რომ დაბალ ფასებს გთავაზობენ. განსაკუთრებით მაშინ როდესაც წარმატებული ბიზნესი გაქვთ.

მხოლოდ ის ჰოსტინგ სერვისი აირჩიეთ, რომელიც 99.9%-იან ქსელის ხელმისაწვდომობას გთავაზობთ. დამატებით გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი, საჭიროებები და მოლოდინები. გამოყავით გარკვეული დრო ამ პროცესისთვის და გადაამოწმეთ თქვენი პროვაიდერების შეფასებები.


შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლები

თქვენმა ბიზნესმა პერიოდულად უნდა გააკეთოს სხვადასხვა ასლები, იმის მიუხედავად რომ შესაძლოა გქონდეთ გარკვეული დაზღვევები. შეინახეთ თქვენი ინფორმაცია ლოკალურად cloud-ში რომ აარიდოთ თავი დამატებით სტრესს.

ჩვენ, server1 გთავაზობთ სხვადასხვა ხელსაწყოებს ამისთვის, რაც დამატებით შეღავათებს მოგცემთ თქვენ ყოველდღიურ საქმიანობასთან მიმართებაში.

თუ ფინანსური საშუალება გაქვთ შესაძლებელია თქვენი ინფორმაციის დამატებით კიდევ ერთ პროვაიდერთან ატვირთვა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოთ.