ჩემი გვერდი

საიტის მეტრიკები და მათი მნიშვნელობა

17 თებერვალს 2022
საიტის მეტრიკები და მათი მნიშვნელობა

კარგი ჰოსტინგ სერვისი მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი ონლაინ ბიზნესის, მაგრამ იმისთვის რომ შეინარჩუნოთ ის მომხმარებლები რომლებიც უკვე დააინტერესეთ საჭიროა საიტის მთავარ მაჩვენებლებს/მეტრიკებს ყურადღება მიაქციოთ.

მეტრიკები ერთგვარი ემპირიული საზომებია იმისათვის რომ გაარკვიოთ რა მახასიათებლები აქვს თქვენს საიტს. მაგალითად: საიტის ჩატვირთვის სისწრაფე, ვთქვათ 1.2 წამი, არის მეტრიკი რომელმაც შეიძლება კონვერსიების რაოდენობა მთლიანად შეცვალოს.

თუ გვერდის ჩატვირთვის სისწრაფე 5-6 წამზე მეტია, თითქმის ყველა მომხმარებელი კეცავს ფანჯარას და გადადის სხვა საიტზე ან გვერდზე. 

მსგავსი სხვადასხვა მეტრიკები მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციის მცდელობებზე. 

რაც არ უნდა პოზიტიური იყოს თქვენი გაზრახვები თუ მათ შესახებ ვერავინ გაიგებს მაშინ თქვენი მიზნების განხორციელებაში ვერ დაგეხმარებიან.

ამიტომ სანამ კონკრეტულ გეგმებს დაისახავთ თქვენს ვებსაიტთან და მის როლთან დაკავშირებით ჯობს ჯერ დარწმუნდეთ რომ მისი მაჩვნებლები სტანდარტებს აკმაყოფილებს. 


Bounce მაჩვენებელი

Bounce მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეტრიკია თქვენს საიტთან მიმართებაში.

მისი მიზანია ნათელი გახადოს მომხმარებლების რამხელა პროცენტული ნაწილი ტოვებს თქვენს გვერდს. Bounce მაჩვენებელი ავტომატურად გამორიცხავს საიტზე გატარებული დროის მაჩვენებელს რადგან Google Analytics ვეღარ ახერხებს მომხმარებლის აქტივობაზე დაკვირვებას. ეს გამოწვეულია იმით რომ მომხმარებელი ტოვებს საიტს პირველივე გვერდის ნახვისას.

აშკარაა რომ თუ თქვენი ვებ-გვერდისთვის Bounce მაჩვენებელი პრობლემას წარმოადგენს ის იმწამსვე პრიორიტეტულ პრობლემად უნდა ჩაითვალოს. პირველ რიგში ეს საკითხი უნდა მოაგვაროთ თქვენს საიტთან მიმართებაში.

Bounce კიდევ ერთი დამატებითი უარყოფითი შედეგი მოყვება, Google-ის რანჟირებას აფუჭებს. ანუ რომ მომხმარებელმა მოითმინოს 5-6 წამი და დაელოდოს ჩატვირთვას თქვენი ვებსაიტი მაინც უფრო და უფრო რთული საპოვნელი გახდება ახალი მომხმარებლებისთვის. 

თუმცა თუ თქვენი ვებსაიტის Bounce მაჩვენებელი საკმარისად მაღალია SEO მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან საიტზე მაინც არავინ შემოვა.


Exit გვერდები

Exit გვერდები პირდაპირ დაკავშირებულია Bounce-თან. ის გვერდი რომელიც იწვევს თქვენი Bounce მაჩვენებლის ყველაზე ხშირად მომატებას თქვენი ტოპ Exit გვერდიცაა. ანუ ის გვერდი რომლის გამოც ხალხი ტოვებს თქვენ ვებსაიტს. 

უკეთეს შემთხვევებში, თუ ყველაფერი სტრუქტურულად შესაბამისადაა დალაგებული, თქვენი Exit გვერდი კონვერსიის გვერდი უნდა იყოს. 

ან თუ თქვენი გვერდი ორიენტირებულია ინფორმაციის მიწოდებაზე მაშინ, უკეთეს შემთხვევებში, უნდა ელოდოთ რომ Exit გვერდები არეულად იქნება გადანაწილებული. თუ ერთი-ორი გვერდი გამოკვეთილია შესაძლოა რაიმე კონკრეტულად აქ არ მუშაობდეს ისე როგორც საჭიროა.


გამოყენებული device

მობილური აპლიკაციები უფრო და უფრო გავლენიანები და პოპულარულები ხდებიან რაც დრო გადის. ვებ ტრაფიკის 50%-ზე მეტი სწორედ მობილურიდანაა. თუმცა ხშირ შემთხვევებში ეს ციფრი ბევრად მეტი არის. 

მიუხედვად იმისა რომ თქვენი ვებსაიტის დესკტოპ ვერსია შესაძლოა ძალიან კარგად მუშაობდეს, თუ ტრაფიკი მობილურიდან მოდის და აპლიკაციას ბევრი პრობლემა აქვს უამრავი პრობლემა შეგექმნებათ.

საუკეთესო ვარინატში წინასწარ შეგეძლებათ დაახლოებით გარკვევა თქვენს ვებსაიტს მეტად მობილურის ვერსიით ან აპლიკაციით მოიხმარენ თუ დესკტოპ ვერსიით.

თუმცა Google Analytics-ის საშუალებით ნებისმიერ დროს შეგეძლებათ იმის გაგება შეიცვალა თუ არა პროპორციული განაწილება მომხმარებლების device-ების ხმარებასთან დაკავაშირებით.


ზოგადი რჩევები

პირველ რიგში მომხმარებელს უნდა შეეძლოს საიტის ჩატვირთვა. მეორე რიგში ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ამიტომ ჩატვირთვის სისწრაფე და ჰოსტინგ სერვისი (Uptime-ის კუთხით) პრიორიტეტულია მეტრიკების კუთხით.

ამის შემდეგ კონტენტი & დიზაინია. დიზაინი ერთგვარი ფორმაა, რომელშიც კონტენტია განთავსებული. თუ თქვენი მომხმარებლები ორიენტირებულები არიან ინფორმირებულობაზე მაშინ მეტი ყურადღება კონტენტს უნდა დაეთმოს. თუ თქვენი დიზაინერული ელემენტებია გამორჩეული მაშინ პირიქით.

მაგრამ ეს სამივე გამართულად უნდა იყოს ერთ მთლიანობაში შეკავშირებული იმისათვის რომ მომხმარებლების უმეტესობა კმაყოფილი დარჩეს თქვენი ვებსაიტით.

თუ ეს სამივე საქმე ცალკეულ ჯგუფებს ევალებათ მაშინ აუცილებელია მათ შორის მჭირდო კომუნიკაციის დაჭერა იმისათვის რომ საიტის ყველა ძირითადი ელემენტი ერთი მიზნისკენ იყოს მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თუნდაც მცირე უკმაყოფილებასთან გვქონდეს საქმე.


შეჯამება

აუცილებელია რომ ყველა მეტრიკზე ერთად მუშაობა არ დაიწყოთ, თუ დიდი ჯგუფი არ გყავთ. ეს ხშირ შემთხვევაში დაბნეულობას იწვევს და შესაძლოა მეტრიკებმა ისე იმოქმედონ ერთმანეთზე რომ ერთმა მეორის მდგომარეობა გააუარესოს.

ასევე უნდა ავღნიშნოთ რომ ხშირად მახვილდება ყურადღება ისეთ მეტრიკებზე, რომლებიც არც პრობლემატურია და არც ბევრ რამეს ცვლის. არაა საჭირო ამ საკითხში პერფექციონისტობა. თუ თქვენი მეტრიკები Google Analytics-ისთვის დამაკმაყოფილებელია მაშინ თქვენთვისაც უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა რომ მეტრიკები მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციის პრინციპები, მისია და კულტურა ბევრად უფრო ფუნდამენტალურია. ამიტომ მთლიან დროს ამ საკითხს ნუ დაუთმობთ, გაითვალისწინეთ რომ მეტრიკები ემსახურება ორგანიზაციას და არა პირიქით.