ჩემი გვერდი
CPanel ჰოსტინგი ბიზნესისთვის

CPanel ვებ ჰოსტინგი სტაბილური ინფრასტრუქტურა შენი პროექტებისთვის

SERVER1-ის CPanel ჰოსტინგი შექმნილია მათთვის, ვისაც ჭირდება სწრაფი, დაცული და მარტივად სამართავი ჰოსტინგი ევროპულ დატაცენტრში - ქართულ მხარდაჭერასთან ერთად.

  • Imunify360 + Web Application Firewall.
  • 1-click WooCommerce, Laravel და სხვა აპები.
  • PHP Selector, OPcache, Gzip, HTTP/2 - ოპტიმიზებული სიჩქარე და თანამედროვე სტეკი.
  • ავტომატური ყოველდღიური სარეზერვო ასლები.
  • უფასო მიგრაცია ძველი პროვაიდერიდან.
ათობით ადგილობრივი ბრენდი გვანდობს ჰოსტინგსა და Managed VPS ინფრასტრუქტურას - შენი შემდეგი პროექტიც შეიძლება იყოს მათ შორის.

აქტიური ანგარიში

CPanel ჰოსტინგი (ევროპული DC)

Online • 99.9% Uptime

ევროპა (EU DC)

ოპტიმიზებული ტრეფიკი საქართველოდან შესასვლელად.

Imunify360 + WAF

ავტომატური ბლოკი, Malware სკანერი, ბრუტფორს დაცვა.

System Administrator

მუშაობენ სერტიფიცირებული სისტემური ადმინისტრატორები და DevOps ინჟინრები. (FinTech, e-commerce, SaaS).

Cpanel Hosting SERVER1.GE

გჭირდება ლოკალური ჰოსტინგი საქართველოში? ნახე აგრეთვე ვებ ჰოსტინგი (GE) Plesk - ქართული დატაცენტრი იგივე ეკოსისტემაში.

რატომ SERVER1 CPanel ჰოსტინგი ?

თუ მუშაობ ბ2ბ სეგმენტზე, დეველოპერ ხარ, სააგენტო, დიზაინერი ან მართავ ონლაინ მაღაზიას, შენთვის კრიტიკულია, რომ ჰოსტინგი იყოს უხილავი და საიტი - მუდამ ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მიზნითაა აგებული ჩვენი CPanel ვებ ჰოსტინგი.

უსაფრთხოების მრავალშრიანი სისტემა

Imunify360 + Web Application Firewall იცავს სერვერს და საიტებს რეალურ დროში. ავტომატური IP ბლოკირება, ბრუტფორს შეტევებისგან დაცვა და ModSecurity წესები ამცირებს გარღვევისა და ინფიცირების რისკს მინიმუმამდე.

ნამდვილი ბ2ბ ფოკუსი

ჩვენი CPanel ჰოსტინგი ოპტიმიზებულია სააგენტოებისთვის, დეველოპერებისთვის და რესელერებისთვის - იგივე სერვერზე შეგიძლიათ რამდენიმე ბრენდის დაჯგუფება, ცალკე ელფოსტებით, დომენებით და რესურსებით.

ტექნიკურად გამართული სტეკი

PHP Selector, OPcache, Gzip, HTTP/2, 1-click WooCommerce და Laravel - ყველაფერი, რაც სჭირდება თანამედროვე ვებ აპებს, SEO-სა და სიჩქარის ოპტიმიზაციას, უკვე ჩაშენებულია პლატფორმაში.

ზრდის მყარი გეგმები

იწყებ CPanel ჰოსტინგით და როცა დატვირთვა გაიზრდება, შეუფერხებლად გადადიხართ Managed VPS ჰოსტინგზე - იგივე ეკოსისტემაში, იმავე ტექნიკურ გუნდთან და მინიმალური Downtime-ით.

ვისთვის არის CPanel ჰოსტინგი ?

ჩვენი CPanel ვებ ჰოსტინგი იდეალურია ყველასთვის, ვინც მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ტარგეტირებულია საქართველოზე და სჭირდება უსაფრთხო, სწრაფი და სკალირებადი ჰოსტინგი.

იკომერსი & ონლაინ მაღაზიები

WooCommerce, OpenCart ან სხვა e-commerce პლატფორმები, სადაც მნიშვნელოვანია სწრაფი ჩატვირთვა, უსაფრთხო ჩეკაუტი და სტაბილური ოპერაციები. ჩვენი ევროპული სერვერები ოპტიმიზებულია ტრეფიკის ზრდისთვის, ხოლო ავტომატური სარეზერვო ასლები იცავს თქვენს შემოსავალს ტექნიკური შეცდომებისგან.

დეველოპერები & სააგენტოები

ერთი ინფრასტრუქტურიდან მართავ რამდენიმე კლიენტის პროექტს - თითოეული საიტი ცალკე დომენით, ელფოსტებით და რესურსებით. CPanel ჰოსტინგი გაძლევს კონტროლს, ხოლო Managed VPS-ზე გადასვლა ყოველთვის ხელმისაწვდომია, როცა პროექტები გაიზრდება.

ბრენდები, რომლებიც ზრდაზე ფიქრობენ

თუ დღეს ერთი საიტი გაქვს, მაგრამ გეგმავ აპების, ახალი ლენდინგების ან მიკროსაიტების დამატებას, CPanel ჰოსტინგი საუკეთესო ნაბიჯია. დაიწყე Start ან Grow პაკეტით და შემდეგ გადადი Scale-ზე ან Managed VPS ჰოსტინგზე, როცა ტრეფიკი გაიზრდება.

რესელერები & IT კონსულტანტები

თუ სერვერებსა და ჰოსტინგს მესამე პირებს უზიარებ, გჭირდება სტაბილური პლატფორმა, რომელზეც შეგიძლია საკუთარი სერვისის გაყიდვა. CPanel ჰოსტინგი ევროპულ დატაცენტრში გაძლევს ამ შესაძლებლობას, ქართულ ენოვან მხარდამჭერ გუნდთან ერთად.

ხშირად მომხმარებლები გვეკითხებიან როგორ ავარჩიოთ CPanel ჰოსტინგი საქართველოში ან ევროპაში - ჩვენი რეკომენდაციაა გაზომოთ საჭირო ტრეფიკი, უსაფრთხოების დონე და მომავალი ზრდა. ამ სამიდან გამომდინარე ყოველთვის შეგვიძლია გირჩიოთ სწორი პროდუქტი.

CPanel ჰოსტინგის ფასები

აირჩიე პროდუქტი, რომელიც შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ საჭიროება - დაწყებული პირადი საიტებიდან და დასრულებული მაღალი ტრეფიკის პროექტებით. ნებისმიერ დროს შეგიძლია გადახვიდე უფრო ძლიერ ინფრასტრუქტურაზე SERVER1-ის ეკოსისტემაში.

ყოველთვიურად წლიურად (-15%)
წლიური გადახდით იღებთ ორი თვის ღირებულების ფასდაკლებას და ინარჩუნებ იგივე რესურსებს.

Start CPanel

პირადი საიტი, პორტფოლიო, მცირე ბლოგი ან ერთი სადემონსტრაციო ლენდინგი.

20.00 /თვე

15 GB SSD • საწყისი რესურსები სტაბილური მუშაობისთვის.

  • ულიმიტო დომენი
  • ულიმიტო ელ.ფოსტა
  • ულიმიტო ტრაფიკი
  • 15 GB სწრაფი SSD სივრცე
  • უფასო SSL ყველა დომენზე
  • Imunify360 დაცვა & სპამფილტრი
  • 1-click WordPress/CMS ინსტალერი
  • PHP 7.4 – 8+ ვერსიები
  • დღიური სარეზერვო ასლები & Restore

Scale CPanel

მაღალი ტრეფიკის საიტები, კატალოგები და სააგენტოები მრავალ პროექტთან.

50.00 /თვე

40 GB SSD • სერიოზული პროექტებისთვის.

  • ულიმიტო დომენი
  • ულიმიტო ელ.ფოსტა
  • ულიმიტო ტრაფიკი
  • 40 GB სწრაფი SSD სივრცე
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა ბიზნეს საათებში
  • Account Isolation - თითოეული ანგარიში განცალკევებულია
  • Advanced ModSecurity წესები + ბრუტფორს დაცვა
  • გადატანა Managed VPS-ზე ზრდის ეტაპზე
  • ხშირი სარეზერვო ასლები და granular Restore

უსაფრთხოება, სარეზერვო ასლები და მხარდაჭერა

  • Imunify360 + Web Application Firewall: თავდაცვა SQL Injection, XSS, ბრუტფორს და სხვა გავრცელებული შეტევებისგან.
  • ავტომატური ყოველდღიური სარეზერვო ასლები: ბაზები, ფაილები და ელფოსტა ინახება ცალკე.
  • ევროპული დატაცენტრი: დაბალი latency ევროპიდან და ხიდი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
  • სრული მხარდაჭერა ქართულად და ინგლისურად.

სიჩქარის ოპტიმიზაცია

PHP Selector, OPcache, Gzip, HTTP/2 და თანამედროვე არაფერი caching-ინტეგრაციები გეხმარება, რომ საიტი დაიტვირთოს სწრაფად როგორც საქართველოდან, ისე ევროკავშირიდან.

მრავალბრენდული მართვა

იგივ სერვერზე რამდენიმე ბრენდის დაჯგუფება გაძლევს საშუალებას, მართო რამდენიმე საიტი, ელფოსტა და დომენი ერთი CPanel პანელიდან - იდეალურია სააგენტოებისა და დეველოპერებისთვის.

გადასვლა Managed VPS-ზე

როცა CPanel ჰოსტინგი მაქსიმუმს მიაღწევს, შეგიძლია შეუფერხებლად გადახვიდე Managed VPS ჰოსტინგზე, სადაც გაქვს მეტი CPU/RAM, root-level კონფიგურაციები და კიდევ უფრო მორგებული უსაფრთხოების პოლიტიკა.

უფასო მიგრაცია

ძველი პროვაიდერიდან გადმოტანას სრულად იღებს ჩვენს თავზე ტექნიკური გუნდი - ფაილები, ბაზები, ელფოსტა, DNS ჩანაწერები. შენ მხოლოდ გვაწვდიდი წვდომის დეტალებს და შეთანხმებულ დროს.

ხშირად დასმული კითხვები

შევკრიბეთ ყველაზე ხშირი კითხვები CPanel ჰოსტინგზე, რათა მარტივად გადაწყვიტოთ შეესაბამება თუ არა ეს სერვისი თქვენს ბიზნესს და სამომავლო გეგმებს.

„ჩვეულებრივი ვებ ჰოსტინგი“ ხშირად გულისხმობს მარტივ shared ჰოსტინგს, სადაც კონტროლი შეზღუდულია. CPanel ჰოსტინგი გაძლევს სრულ უფლებას თავად მართო დომენები, ელფოსტა, მონაცემთა ბაზები, ფაილები, PHP ვერსიები და სხვა ტექნიკური პარამეტრები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეველოპერებისთვის, სააგენტოებისთვის და ბ2ბ კომპანიებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მეტზე წვდომა, ვიდრე უბრალოდ „ფაილების ატვირთვა“.

ეს დამოკიდებულია თქვენს ეტაპზე. თუ ახლა იწყებთ, გჭირდება სწრაფი სტარტი და სწორად კონფიგურირებული გარემო, CPanel ჰოსტინგი იდეალურია. თუ გაქვთ მაღალი ტრეფიკი, სპეციფიკური მოთხოვნები (custom modules, background jobs, დიდი API დატვირთვები), მაშინ Managed VPS ჰოსტინგი იქნება სწორი არჩევანი. ხშირ შემთხვევაში, სტრატეგიაა - „Start/Grow CPanel → Scale CPanel → Managed VPS“.

დიახ. Grow და Scale პაკეტები გათვლილია იმაზე, რომ ერთ ანგარიშზე გქონდეს რამდენიმე საიტი და ბრენდი. თითოეული მათგანი შეიძლება იყოს ცალკე დომენით, ელფოსტით და ფოლდერით, თუმცა საერთო რესურსებს იყოფენ. ეს ძალიან მოსახერხებელია სააგენტოებისთვის და დეველოპერებისთვის, რომლებიც რამდენიმე პროექტს პარალელურად მართავენ.

სარეზერვო ასლები იქმნება ავტომატურად ყოველდღიურად. ისინი ინახება ცალკე სისტემაში, რაც ამცირებს იმ რისკს, რომ ერთი და იგივე ინციდენტმა საკითხი დაუყოვნებლივ ორივე მხარეს დააზიანოს. შენ შეგიძლია რამდენიმე ბოლო ვერსიიდან აირჩიო სასურველი Restore - როგორც ფაილებისთვის, ისე მონაცემთა ბაზებისთვის.

კი. CPanel ვებ ჰოსტინგზე გადმოსვლისას ჩვენი ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს უფასო მიგრაციას შესაბამის პაკეტებზე.

Imunify360 მუდმივად სკანირებს სერვერს და საიტებს საეჭვო აქტივობებზე - თუ აღმოაჩენს malware-ს ან საეჭვო სკრიპტს, ავტომატურად ბლოკავს და იზოლაციას უკეთებს. Web Application Firewall (WAF) ფილტრავს HTTP მოთხოვნებს და ბლოკავს ფართო სპექტრის შეტევებს. ModSecurity-ის წესები რეგულარულად ახლდება, რათა დაცული იყოს სერვერი ახალი ტიპის საფრთხეებისგანაც.

ასეთ შემთხვევებში პირველ რიგში მონიტორინგით ვხედავთ CPU/RAM/IO დატვირთვას. თუ ხანმოკლე პიკია, სისტემა უმეტესად თვითონ უმკლავდება. თუ ვხედავთ რომ პროექტი მუდმივად მაღალი დატვირთვის რეჟიმშია, გირჩევთ გადასვლას Managed VPS ჰოსტინგზე. ეს ის ეტაპია, სადაც უკვე გჭირდებათ გამოყოფილი რესურსები და უფრო ღრმა კონფიგურაციები.

თითოეულ პაკეტს აქვს მითითებული SSD სივრცე (20 GB, 50 GB, 100 GB და ა.შ.) - ეს არის შენ ფაილებისა და მონაცემთა ბაზების ზღვარი. ტრაფიკი შეგვიძლია ჩავთვალოთ „ულიმიტოდ“, თუმცა სამართლიანი გამოყენების ფარგლებში: თუ შენი ტრაფიკი აშკარად აჭარბებს ჰოსტინგის ტიპიურ მოხმარებას (მაგ. ფაილების მასიური განაწილება), ტექნიკური გუნდი დაგიკავშირდებათ ინდივიდუალური გადაწყვეტის შეთავაზებით.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსტინგზე საერთოდ არ იფიქროთ. შეგიძლიათ მოგვმართო ქართულად ან ინგლისურად. დაგეხმარებით ელფოსტის კონფიგურაციაში, DNS ჩანაწერებში, ძირითადი უსაფრთხოების საკითხებში, სარეზერვო ასლების აღდგენაში და სხვა. კოდის ან დიზაინის გადაკეთებას ჩვეულებრივ არ ვიღებთ ჩვენს თავზე, თუმცა შეგვიძლია მიმართულება გაჩვენოთ.

დიახ. SERVER1 ეკოსისტემა საშუალებას გაძლევს ერთიანად მართო როგორც ვებ ჰოსტინგი (GE) Plesk, ასევე CPanel ჰოსტინგი ევროპულ დატაცენტრში და Managed VPS. შესაძლებელია ეტაპობრივი მიგრაციაც - მაგალითად, მხოლოდ მაღაზიის ან კონკრეტული საბდომენის გადატანა VPS-ზე, დანარჩენის დატოვება CPanel ჰოსტინგზე.

მზად ხარ, რომ ჰოსტინგი გახდეს შენი ყველაზე სტაბილური ნაწილი?

აირჩიე შესაბამისი CPanel ან Plesk ჰოსტინგის პაკეტი და მოგვანდეთ მიგრაცია, უსაფრთხოება და მონიტორინგი. თქვენ ფოკუსირდით პროდუქტზე და გაყიდვებზე - ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამძლე და პროგნოზირებადი.