ჩემი გვერდი

მარტივი რჩევები: საიტის სისწრაფე და მისი გავლენა

10 მარტს 2023
მარტივი რჩევები: საიტის სისწრაფე და მისი გავლენა

პოპულარული ონლაინ-კომპანიების უმეტესობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარი საიტების და აპლიკაციების სისწრაფეს. ეს მრავალი სხვადასხვა მიზეზისგანაა გამოწვეული. პირველ რიგში, საიტის სისწრაფე პირდაპირ მოქმედებს SEO-ზე.

მომხმარებლების უფრო და უფრო ნაკლები დრო სურთ დაუთმონ ამა თუ იმ საიტს. თუ ჩატვირთვას 5 წამი სჭირდება ჩათვალეთ რომ საიტზე შემომსვლელების პრაქტიკულად ნახევარი, თუ მეტი არა, დატოვებს მას. ნავიგაციური ჯაჭვები კი მარტივად ირღვევა როდესაც საიტის რომელიმე ელემენტი მნიშვნელოვნად შენელებულია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საიტების ეს კომპონენტი საკმაოდ კომპლექსურია და ერთი ბლოგით პრაქტიკულად შეუძლებელია ყოველი ასპექტი მიმოვიხილოთ. თუმცა ამ პოსტით ვეცდებით ყურადღება გავამახვილოთ იმ მიდგომებზე და ხერხებზე, რომლებიც გაგიადვილებთ თქვენი საიტის ასწრაფებას.
 

დეკორაცია


რჩევები

პირველი რჩევა რასაკვირველია ჰოსტინგს ეხება. სხვა ყველაფერი რომ შეცვალოთ თუ ჰოსტინგ პროვაიდერი არ გიწყობთ ხელს, საიტი მაინც ნელი იქნება. თუ ევროპაში ხმარობთ ჩვენს სერვისს მაშინ ჯობს ჩვენი გერმანული ან ფინური, და არა ქართული, სერვერები გამოიყენოთ.

ერთი მარტივი ხერხი, რომ თითოეული გვერდის ჩატვირთვის სისწრაფეზე იმოქმედოთ სურათების ოპტიმიზაციის ხელსაწყოების გამოყენებაა. მათი საშუალებით მნიშვნელოვნად შეამცირებთ თითოეული ფაილის ზომას, რაც ბუნებრივია პოზიტიურად აისახება საიტზე. თუმცა დროის კუთხით ოდნავ შეიზღუდებით, რადგან ფაილების ცალ-ცალკე დამუშავებაა საჭირო.

შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ არასაჭირო სურათები ან ანიმაციები, თუ რომელიმე ვებ-გვერდზე ჩატვირთვის სისწრაფე განსაკუთრებით პრობლემურია. რომლებსაც დატოვებთ შეუმცირეთ პიქსელების რაოდენობა, resizer-ებით. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმ თემებს, რომლებსაც თქვენი ვებსაიტი იყენებს, შესაძლოა რომელიმე არ იყოს ადეკვატურად ოპტიმიზირებული.

კონკრეტულად ვიდეობს რაც შეეხება, განსაკუთრებით Youtube-ს, ჯობს ისინი თქვენს სერვერებზე არ დაჰოსტოთ, YT-ს აქვს საკმარისი რესურსები რომ უამრავი ვიდეო სწრაფად ჩატვირთოს თქვენსავე საიტზე. დიდი ალბათობით გარკვეული უპირატესობა ექნება თქვენ სერვერს, თუმცა თუ ბევრ ვიდეოს ხმარობთ, არ იქნება ურიგო ამ ვარიანტის განხილვაც.

დეკორატიული



მეორე, შესაძლოა ძალიან მარტივი ან საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. თუ დეველოპერებს გაესაუბრებით და აუხნით რომ ზედმეტი კოდის, ბევრი კომენტარების, არასაჭირო ფორმატინგის გამოყენება თქვენი პროექტისთვის მნიშვნელოვანი მინუსია შესაძლოა საიტი საგრძნობლად აასწრაფოდ. თუმცა, თუ მუდმივი გუნდი არ გყავთ ბუნებრივია საქმე რთულდება.

იგივე ეხება plugin-ებს, add-on-ებს, third-party scriptებს, ფონტებს, და widget-ებს რომლებსაც თქვენი ვებსაიტი იყენებს. Wordpress-ის მომხმარებლები განსაკუთრებით ხშირად უშვებენ ამ შეცდომას. ასევე გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის მინიფიკაციის ხელსაწყოები რათა ჩატვირთვა გაამარტივოთ და bandwidth-ის მოხმარება შეამციროთ.

ექსტერნალური რესურსები (როგორებიცაა ზემოთნახსენები script-ები, ფონტები, widget-ები, ა.შ) საჭიროებენ დამატებით HTTPS მოთხოვნებს, შესაბამისად ჯობს ზომიერება დაიცვათ. თუ ძალიან ბევრი plugin დაგიგროვდათ რომელიც საჭიროდ მიგაჩნიათ, მაშინ ჯობს უფრო მასშტაბური ალტერნატივა იპოვოთ რომელიც მრავალ სხვადასხვა ფუნქციას ითვისებს ერთდროულად.

HTTPS-ის მოთხოვნების შემცირება ასევე შესაძლებელია რამდენიმე ფაილის ერთში კომბინირებით. როგორც წესი, რაც ნაკლები მოთხოვნაა თითო ვებ-გვერდზე, მით უფრო სწრაფად იტვირთება იგი. თუმცა, რასაკვირველია ფაილის ზომაც აქტიური ცვლადია ამ პროცესში.

ფონი



დამატებით, შეგიძლიათ lazy loading გამოიყენოთ, ან თუნდაც WP-ის plugin გადმოიწეროთ ამავე სახელით. Lazy loading გაძლევთ საშუალებას, რომ ვებ-გვერდის გარკვეული, ცენტრალური ნაწილები ჩაიტვირთოს საწყის ეტაპზე, დანარჩენები კი მომხმარებლების მოქმედების მიხედვით.


შეჯამება

ინფორმაციის გაცვლის პროცესის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი რომ რჩევების უმეტესობა ეხება საიტზე განთავსებული ელემენტების შემცირებას, ან თუნდაც ჰოსტინგ სერვისთან დაკავშირებულ დეტალებს.

რეკომენდირებულია ხშირი ტესტები ჩაატაროთ საიტზე, ან mySEO-ს, ჩვენი ახალი პლატფორმის, მსგავსი ხელსაწყო გქონდეთ, რომელიც რეპორტებს ავტომატურად გამოგიგზავნით. ვებსაიტის სისწრაფეზე უამრავი სხვადასხვა ასპექტი მოქმედებს, შესაძლოა ერთ-ერთი, ან თუნდაც რამდენიმე, გამოგეპაროთ.

პირველი 10 რეპორტი და სხვა პლიუსები აბსოლუტურად უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა და მიიღებთ შესაბამისს მონაცემებს.