ჩემი გვერდი

ნავიგაციის გამარტივების გზები

25 ნოემბერს 2022
ნავიგაციის გამარტივების გზები

საიტის დანარჩენი კომპონენტები გარკვეული ნავიგაციის სქემის მიხედვით უნდა იყოს აგებული. წინასწარ საკმაოდ რთულია განსაზღვრა თუ ზუსტად როგორი იქნება სქემა და რამდენად მოერგება ახალი მომხმარებლების მოლოდინებს.

შესაბამისად, პირველ რიგში აუცილებელია ორგანიზაციის მიზნების და იდეების გადახედვა და მხოლოდ ამის შემდეგ სხვადასხვა სქემების მინუსების და პლიუსების განსაზღვრა. 

ამ ეტაპზე გადასახედია ვებსაიტის ფუნქციები, საჭირო ძლიერი მხარეები, მოსალოდნელი შეღავათები, ა.შ. საიტის რუკა (site map), შესაბამისად, უნდა ასახავდეს ამგვარი ანალიზის შედეგებს. ამიტომ, თავი აარიდეთ სხვისი სქემების გამოყენებას ან ამ ასპექტისთვის ცოტა დროის და რესურსების დათმობას. 

ჩვენ ამ ბლოგში განვიხილავთ რამდენიმე ასპექტს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება თქვენი სქემის უფრო აკურატულად და მოწესრიგებულად აღქმა. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებით დიდი დროის მოგებაა შესაძლებელი როგორც თქვენი ისევე მომხმარებლის მხრიდანაც. 

დეკორატიული

როგორც ხშირად ავღნიშნავთ, რთულია სხვისი თვალით შეხედოთ თქვენს ვებსაიტს, თუმცა ამ ასპექტში გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ხშირი ტესტირება გამოიყენოთ. ეს უკვე იმ პერიოდზეა საუბარი როდესაც თქვენი ვებსაიტი მზა მდგომარეობაშია, თუმცა პირველადი მონახაზი მომავალში ან შეგიზღუდავთ ან გაგიზრდით პოტენციური ვარიანტების რაოდენობას, როდესაც საქმე ცვლილებებთან გექნებათ. 


#1 რაოდენობა

ყველაზე მარტივი გასაგები თუმცა საკმაოდ რთული დასანერგი არის გარკვეული ზომიერების დაცვა როდესაც საქმე გვაქვს მენიუსთან, ლინკებთან ან მსგავს საძიებო ხელსაწყოებთან. ზედმეტად ცოტა ვარიანტმა შეიძლება იმედი გაუცრუოს მომხმარებლს, ბევრმა კი დააბნიოს. ხშირ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალიან დიდი რაოდენობით არჩევანს სთავაზობთ მომხმარებელს ის საერთოდ აიგნორებს ამ სექსიას. 

კონტექსტუალურად შეეცადეთ გამოძებნოთ ისეთი გვერდები, რომლებსაც ტიპურად ეძებენ მომხმარებლები, ან რომლებიც თვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის.

დანარჩენი გვერდების და ლინკების დართვა შეგიძლიათ ყოველი ვებსაიტის ბოლოს, footer-ში, იმისათვის რომ მომხმარებლებს მარტივად შეეძლოთ თქვენი საიტის ნებისმიერ ნაწილზე გადასვლა. თუ აქაც უამრავი ლინკი გრჩებათ შეგიძლიათ კლასობრივად გადაანაწილოთ, რათა ვიზიტორისთვის უფრო ადვილი იყოს სასურველი სექციის მოძებნა. ამასთანავე, დაიცავით ანბანური წყობა როგორც სექციებში, ასევე ქვესექციებში, იმ შემთხვევაში თუ მათ გამოიყენებთ. 

ძიების ფუნქციაც არ არის ურიგო ასეთ სიტუაციაში, განსაკუთრებით თუ აქტიური ბლოგი გაქვთ რადგან მომხმარებლებს, ბუნებრივია, ვერ დაურთავთ ბლოგ პოსტების ლინკებს.

ვებ ნავიგაციის სქემის ჩანახატი

რაც შეეხება უშუალოდ ლინკების გამოყენებას, ჩვენ ახალ პლატფრომას, Linkers, გთავაზობთ იმისათის რომ ინფორმაცია მიიღოთ თქვენი აუდიტორიის სეგმენტებზე და მათ უფრო რელევანტური პოსტები დაურეკლამოთ. 


#2 ჟარგონები და ორიგინალურობა

ეს ორი ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებულია. დღეს პრაქტიკულად ყოველი ონლაინ ბიზნესი ცდილობს რომ საკუთარი ორგინალურობით, კრეატიულობით და არასტანდარტული მიდგომებით გაავირვოს მომხმარებელი. თუმცა, ასეთ მიდგომებს თავისი მნიშნელოვანი მინუსები აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო არის კომპანიის ჟარგონის გამოყენება. ენის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის აკურატულად იდეების გადმოცემა, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საინტერესოა ესა თუ ის ჟარგონი ან რამდენად უნიკალური.

თუ საიტზე შემოსულ ადამიანებს არ ესმით რას გულისხმობთ ამა თუ იმ ლინკში, ან გევრდის სახელში მაშინ ეს მიდგომა მიწას უთხრის იმ მიზანს რომლისთვისაც ის შემოიღეთ. იგივე ეხება აკრონიმებსაც.

დამატებით, მსგავსი ჟარგონების გამოყენება აზიანებს თქვენს SEO მაჩვენებლებს. ხალხი თუ არ ეძებს იმ საკვანძო სიტყვებს ან ფრაზებს, რომლებსაც თქვენ ხმარობთ, მაშინ დიდ უპირატესობას კარგავთ მათი გამოყენებით. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პლატფორმა, mySEO, ავტომატურად გაწვდით ანგარიშებს, რეპორტებს სხვადასხვა ტიპის პოტენციალურ თუ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენს საიტს და ვებ-გვერდებს აქვთ. 

თუ, მაინც პრიორიტეტულია თქვენთვის ეს საკითხი მაშინ რეკომენდირებულია ტესტირება იმპლემენტაციამდე და ზოგადად თვეების განვმალობაში იმისათვის რომ წარმოდგენა შეგექმნათ შესაძლო ეფექტზე. ტესტებს შეგიძლიათ კონკრეტული ვებ-გვერდების მონაცემების ანალიზიც დაუმატოთ.

 
#3 თანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა, ან კონსისტენტურობა, აღსანიშნავია რადგან მომხმარებლები, როგორც წესი, მალევე ეჩვევიან ვებსაიტის ხასიათს, პატერნებს. თუ ნავიგაციის სხვადასხვა ტიპები გაქვთ გამოყენებული განსხვავებულ ვებ-გვერდებზე, ეს დიდი ალბათობით დაბნეულობას და გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ, შეეცადეთ სქემა მხოლოდ გაკრვეულ სიტუაციებში ცვალოთ, თუ საერთოდ შეცვლით მას.

დეკორატიული კლავიატურა

თანმიმდევრულობის კუთხით, შესამჩნევია CTA-ების როლიც. CTA ღილაკი, ანუ call to action, მიუთითებს მომხმარებელს რომელიმე კონკრეტული ვარიანტის არჩევისკენ. მაგალითად, ჩვენს შესახებ ან კონტაქტი ორი ასეთი CTA არის. 

ერთი მხრივ, რეკომენდირებულია რამდენიმე CTA მუდმივად ფიგურირებდეს სხვადასხვა გვერდებზე (ლოგო როგორც მთავარი გვერდის CTA ყველაზე პრიორიტეტულია, მეორე მხრივ ზოგიერთი გვერდისთვის უკეთესია მეტი CTA, ზოგისთვის პირიქით.

სიტყვაზე, თუ კონვერსიის გვერდზეა მომხმარებელი, აქ მკვეთრად და ცხადად უნდა ჩანდეს თუ რომლებია ყველაზე მთავარი ღილაკები, რა ფუნქციას ასრულებენ, ა.შ.

აქვე უნდა დავამატოთ, რომ თანმიმდევრულობა ყოველთვის უნდა დაექვემდებაროს კომფორტს. თუ მომხმარებლები 30 წამით, ან ერთი წუთით, შემოდიან თქვენს საიტზე, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება თანმიმდევრულობა და წინა პლანზე გადმოდის თქვენი ვებ-საიტის სიმარტივე და სისწრაფე.


მობილური მოწყობილობები

სანამ უშუალოდ მოვრჩებით ამ მიმოხილვას, უნდა დავამატოთ რომ თქვენი მომხმარებლების 50%-მდე (თუ მეტი არა) სწორედ მობილურით შემოდის თქვენ ვებსაიტზე. ამის გათვალისწინებით, ნავიგაციის სქემაც და მენიუებიც, დიდი ალბათობით უნდა შეიცვალოს. 

საჭიროა ჰამბურგერის (ან მსგავსი ტიპის) მენიუს გამოყენება, რომელიც არ შეაწუხებს მომხმარებელს და ამავდროულად დიდ ადგილს არ დაიკავებს. რაც შეეხება უშუალოდ ადგილების დაკავებას, ტექსტი, სურათები, დიზაინი ოპტიმიზირებული უნდა იყოს არამარტო დესკტოპ მომხმარებლებზე არამედ იმ მომხმარებლებზეც რომლების პატარა ეკრანებზე უნდა დაატიოთ პრიორიტეტული ინფორმაცია. 

საუკეთესო ვარიანტში, გექნებათ აპლიკაცია რომელიც უკეთესად გადაანაწილებს ბმულებს ისე რომ ზუსტად და კონკრეტულად მობილურებზე იყოს ეს ყველაფერი მორგებული.