ჩემი გვერდი

ეფექტური copy-ს წერა

21 ივნისს 2023
ეფექტური copy-ს წერა

ეფექტური copy-ის დაწერა უფრო რთულია ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. საჭიროა თქვენი აუდიტორიის, თქვენი ბრენდის და მიზნების ინტერესების ბალანსი. ასევე მკაფიოდ და დამარწმუნებლად ამ ყველაფრის კომუნიკაცია ისე, რომ რეკლამასავით ან რობოტივით არ გამოგივიდეთ ეს ყველაფერი. მითუმეტეს, რომ უნდა აარიდოთ თავი მოსაბეზრებელ, დამაბნეველ ან შეცდომაში შემყვან კონტენტს.

ამ ბლოგში, გაგიზიარებთ გარკვეულ რჩევებს ეფექტური copy-ს დაწერაზე ისე, რომ მოახერხოთ გარკვეული პრობელმებისთვის მაინც თავის არიდება. პერიოდულად მაგალითებსაც შეგაშველებთ, რომ უფრო ცხადი იყოს ჩვენი სათქმელი.


ტონი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება დაუშვათ არის ისე წერა თითქოს რეკლამას წერდეთ. ისეთ pop-up-ებს ვგულისხმობთ, რომლებიც გპირდებიან საუკეთესო შეთავაზებებს, ან ისეთ სლოგანებს, რომლებიც გიმტკიცებენ, რომ ეს პროდუქტი ზედგამოჭრილია თქვენთვის.

 

სტოკ სურათი


ამ ტიპის copy-ები არა მხოლოდ გამაღიზიანებელი, არამედ არაეფექტურიცაა. თქვენი ვებსაიტი არასერიოზული და არასაიმედო ჩანს. მომხმარებლებსაც უჩნდებათ სურვილი, რომ საიტი დატოვონ.

ამიტომაც, კონცენტირდით უფრო საუბრის ტონზე. ისე წერეთ თითქოს ვინმეს მართლა ესაუბრებოდეთ და უხსნიდეთ რატომა რაღაც ისე როგორცაა.

მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დაწეროთ: "იყიდეთ ახლა და მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება!"

შეგიძლიათ დაწეროთ: "ჰეი, შენთვის შეთავაზება გვაქვს. დროებით ჩვენ პრემიუმ პაკეტებზე 50%-იანი ფასდაკლებაა. დაკლიკე აქ, რომ მიიღო ის."

მეორე copy უფრო მეგობრულა და პერსონალურად ჟღერს. ის ასევე უკეთ ხსნის შეთავაზების უპირატესობას და უფრო რეალურად აღწერს რატომაა საჩქარო გადაწყვეტილება.


ზედმეტად ძლიერი წინადადებები

ზედმეტად ძლიერი წინადადებაში ვგულისხმობთ copy-ს დაწერისას ისეთი ტიპის სიტყვები და ფრაზების გამოყენებას, რომლებიც ჰიპერბოლებს გავს ან ზედმეტად აგრესიულია.

 

დეკორაციული



მაგალითად: "ჩვენი პროდუქტი საუკეთესოა მსოფლიოში!" ან "ესაა ერთადერთი გამოსავალი!" ან "ეხლავე იყიდეთ, თორემ მომავალში ინანებთ!"

პირველ რიგში, ეს წინადადებები არადამაჯერებელია, მეორე რიგში კი არასასიამოვნო. ტონი სასოწარკვეთილი და ჩამაციებელია, რაც ვიზიტორების გაუცხოებას და თქვენ სანდოობაში ეჭვის შეტანას იწვევს.

იყავით პირდაპირები იმაზე, თუ რა არის კარგი თქვენი შეთავაზების, ვებსაიტის, ბლოგის ან სხვა რაიმეს შესახებ. მოლოდინების დაკმაყოფილება უკეთესია ვიდრე ისეთი რამეების თქმა, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ვერ გაართმევთ თავს.


წერეთ მკაფიოდ და ექსპლიციტურად

ზედმეტად ბუნდოვანი ან გაწელილი ლექსიკა კიდევ ერთი პრობლემაა copy-ს წერისას. ეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული, რადიკალური მხარეა.

 

დეკორატიული



ზედმეტად ბუნდოვანში ვგულისხმობთ არასაკმარისი ინფორმაციის ან დეტალების წარდგენას. ვიზიტორები ვერ ხვდებიან ან იბნევიან თქვენი პრეზენტაციით, არ იციან რას სთავაზობთ, როგორ მუშაობს ის რასაც სთავაზობთ ან საერთოდ რატომ უნდა აინტერესებდეთ თქვენი შეთავაზება.

გაწეილში კი პირიქით, ზედმეტი ინფორმაცია ან დეტალებია პრობლემური. ვიზიტორები ვეღარ ხვდებიან რა არის საჭირო და რომელი ნაწილია რელევანტური მათთვის, რაც თქვენ სათქმელს კარგავს ამ ქაოტურ სიმრავლეში.

ყურადღება გაამახვილეთ თქვენი სათქმელის მთავარ ასპექტებზე. თუ არ შეგიძლიათ უფრო ლაკონურად ან მრავლისმთქმელად რამის დაწერა, სთხოვეთ სხვებს დახმარება.


მიზნები და განზრახვები

უკანასკენელი რჩევა, რომელსაც გაგიზიარებთ ეხება ყოველი გვედის მიზნების და განზრახვების წარმოჩენას. ამითვის არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა აქ გამოვკვეთთ რამდენიმე მაგალითს, რადგან ისინი მარტივად ხსნიან ჩვენ სათქმელს:

- მთავარმა გვერდმა უნდა წარადგინოს თქვენი ბრენდი და value propositon
- ჩვენს შესახებ გვერდმა თქვენი ისტორია უნდა მოყვეს და ნდობას ჩაუყაროს საფუძველი.
- სერვისების გვერდმა უნდა წარადგინოს თქვენი შეთავაზებები და უპირატესობები
- პორტფოლიომ თქვენი ნამუშევარი და რეზულტატები
- კონტაქტის გვერდმა აუდიტორიას საშუალება უნდა მისცეს თქვენთან დაკავშირების

ასე უნდა მიუდგეთ ყოველ თქვენს ვებ-გვერდს. როდესაც წინადადებას წერთ, ან ვიზუალურ ელემენტს ამატებთ, ეს ყოველთვის გარკვეული მიზნების გათვალისწინებით უნდა გააკეთოთ. დაფიქრდით როგორ იმოქმედებს თითოეული ცვლადი მთლიან სურათზე.


დასკვნა

ეფექტური copy-ს დაწერა არაა მარტივი, თუმცა არც შეუძლებელი. ამ მარტივი რჩევებით ზოგად შეცდომებს წესით უნდა აარიდოთ თავი და იმედია მოახერხებთ საინტერესო, დამაჯერებელ და წარმატებული copy-ს დაწერასაც.