ჩემი გვერდი
შეიძინე ჰოსტინგის სერვისები და მიიღე -80%-მდე ფასდაკლება

პრაქტიკული რჩევები ვებსაიტის ნავიგაციის გაუმჯობესებაზე

12 ივლისს 2023
პრაქტიკული რჩევები ვებსაიტის ნავიგაციის გაუმჯობესებაზე

ვებსაიტის ნავიგაცია ვებ-დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. გავლენას ახდენს რა იმაზე, თუ როგორ პოულობენ ვიზიტორები თქვენ კონტენტს, როგორი ურთიერთობა აქვთ თქვენ ბრენდთან და როგორც ხდებიან მყიდველები. კარგად შედგენილი ვებსაიტის ნავიგაცია UX-ზე, რეიტინგულობაზე და SEO-ზე მოქმედებს დადებითათ. ან ალტერნატიულად, ცუდს შეუძლია გააღიზიანოს მომხმარებლები, გაუქროს მათ ნდობა და შეამციროს ტრაფიკი.

თეორიულად ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად ჟღერს, თუმცა ხალხს უჭირს გადაწყვეტილებების მიღება როდესაც ეს უკანასკნელები ისახება ნავიგაციის უშუალო კომპონენტებზე. ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც შეგიძლია მიუსადაგოთ თქვენს საიტს.


იერარქიულობა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა რასაც ვაწყდებით, არის ზედმეტად ბევრი ლინკის ჩაყრა ზედა, მთავარ მენიუში. ეს თრგუნავს ვიზიტორებს და ისინი ვეღარ ხვდებიან რომელი ვარიანტი აირჩიონ. ასევე ეს გადაწყვეტილება მთავარი გვერდის—რომელიც წესით უმნიშნელოვანესი გვერდია თქვენს ვებსაიტზე—ავტორიტეტზე და რელევანტურობაზეც უარყოფითად აისახება.

 

ლეპტოპის სურათი



როგორც ვახსენეთ, ერთი უპირატესობა, ლინკების რაოდენობის შემცირების, არის თქვენი მთავარი გვერდის ავტორიტეტის გაზრდა. გვერდის ავტორირეტი განპირობებულია იმ ლინკების რაოდენობით და ხარისხით, რომლებსაც მომხმარებლები მათზე გადაჰყავთ. თუ თქვენ გვერდს 100 ნავიგაციის ლინკი აქვს და 25 სხვა ტიპის ლინკი, ამ გვერდის ავტორიტეტი იყოფა 125. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ლინკი 0.8%-იან წილს იღებს ავტორიტეტის. მაგრამ, თუ ნავიგაციური ლინკების რაოდენობას 7-მდე დაიყვანთ, ხოლო სხვა ლინკებს 25-მდე, თითოეული ლინკი დაახლოებით 2.9%-იან წილს იღებს. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა SEO-ს კუთხით.


აირჩიეთ წყობა სტრატეგიულად

ლინკების განაწილება საკმაოდ საყურადღებო რამაა. მათი განლაგება განსაზღვრავს ყურადღების და კლიკების მიმართებასაც. ხალხს, როგორც წესი, პირველი და უკანასკნელი ობიექტები ამახსოვრდებათ სიიდან. დაკლიკვითაც ანალოგიურადაა საქმე. ეს ორი ეფექტის გამოა პირველობის (primacy effect) და სიახლის (recency effect).

პირველობის ეფექტის მიხედვით, ხალხი უფრო მარტივად იმახსოვრებს უპირველეს ცვლადს, რადგან უფრო მეტი დრო აქვთ ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად. სიახლის ეფექტის მიხედვით კი, ინდივიდებს უკეთ ახსოვთ ბოლო ობიექტები, რადგან მათთან შეხების მოგონება ყველაზე ახალია.

ამის გათვალისწინებით, ჯობს ყველაზე მნიშნელოვანი და რელევანტური ლინკები მენიუს თავში და ბოლოში დაურთოთ. მაგ: თუ ელ. კომერციის საიტი გაქვთ, მაშინ სიტყვაზე, პროდუქტების კატეგორია თავში შეგიძლიათ დაურთოთ და კალათა ბოლოში.

 

კლავიატურის სურათი


კონტექსტი გადაწყვეტილებებისთვის

კონტექსტს ძალიან ბევრ რამეზე აქვს გავლენა ნავიგაციით დაწყებული კონვერსიებით დამთავრებული. ორი სიტყვით, მომხმარებლებს საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმის გადასაწყვეტათ, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგან რომელიმე კონკრეტულ ვებ-გვერდზე. შეგიძლიათ დესკრიფციული იარლიყები, აიქონები, სურათები, ინსტრუმენტები, breadcrumb-ები ან dropdown მენიუ გამოიყენოთ, რომ აჩვენოთ მათ თითოეული ლინკის ან ღილაკის როლი.

ასევე ერიდეთ ზოგად ან უაზრო ტერმინებს, შეეცადეთ გულწრფელად და ტრანსპარენტულად აუხსნათ თუ რა ფუნქცია აქვს ამა თუ იმ CTA-ს. რასაკვირველია ლაკონურობა ცენტრალურია აქაც.


ლინკების ჯაჭვები

ლინკების გადაჯაჭვებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ყოველ გვერდს უნდა ჰქონდეს გარკვეული მიზანი და ყოველი გვერდი უნდა მიუთითებდეს მომხმარებელს ახალი ნაბიჯის გადადგმისკენ. ე.ი., რომ ახალ ლინკზე გადავიდნენ, ისინი ერთგვარ ჩიხში არასდროს დატოვოთ, თუ ამის საშუალება გაქვთ.

ეს მოქმედებს კლიკების რაოდენობაზე, რაც მოქმედებს SEO-ზე, რაც იმთავითვე პრაქტიკულად ყველაფერზე მოქმედებს. SEO-ზე ზოგადად პოზიტიური გავლენა აქვს ლინკების ძლიერ ინტერნალურ სტრუქტურას რადგან ეს უკანასკნელი აისახება გვერდების ავტორიტეტზე და რელევანტურობაზე.

შეგიძლიათ Google Search Console ან Screaming Frog გამოიყენოთ მკვდარი ლინკების მოსაშორებლად.

 

დეკორაცია


დაამატეთ მასშტაბური ფუტერი

ბოლო რჩევა ეხება მრავალფუნქციურ ფუტერს. ფუტერში ვგულისხმობთ თქვენი საიტის უკიდურეს ქვედა სექციას, რომელიც შეიცავს პირველად და მეორეხარისხოვან ინფორმაციას და ლინკებს. ხშირად ეს შესაძლებლობა უგულებელყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა.

მასშტაბური ფუტერი დამატებით ნავიგაციის ფიქსირებულ ვარიანტებს სთავაზობს თქვენს ვიზიტორებს. დამატებით, ის გაძლევთ საშუალებას წარმოაჩინოთ ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორებიცაა ლოგოებია, კონტაქტ დეტალები, სოც-მედიი აიქონები, რეკომენდაციები, ჯილდოები, სერტიფიკატები ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

თუმცა, ორგანიზირებას და დიზაინს დიდი დრო უნდა დაუთმოთ. დაამატეთ მხოლოდ რელევანტური და გამოსადეგი ლინკები, რომლებიც ეხამება თქვენს მთავარ ნავიგაციურ მენიუს. გამოიყენეთ მკაფიო და თანმიმდევრული იარლიყები, აიქონები, ფერები და ფონტები, რომლებიც შეესაბამება ბრენდის იდენტობას და სტილს.