ჩემი გვერდი
შეიძინე ჰოსტინგის სერვისები და მიიღე -80%-მდე ფასდაკლება

შეცდომები ლინკბილდინგში

18 აგვისტს 2023
შეცდომები ლინკბილდინგში

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლინკების სწორად გამოყენება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ლინკები ინფორმაციის წყაროები, ნავიგაციის გაუმჯობესების საშუალებები, ბრენდიგისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები და SEO-ზე პოზიტიურად მმოქმედი იარაღებია.

მოკლედ, ამ პატარა ფუნქციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს, თუ გესმით იგი როგორ გამოიყენოთ. ამ ბლოგში გავარჩევთ ზოგად შეცდომებს, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ.

პრაქტიკულად ყოველი რჩევა საკმაოდ პირდაპირია და მარტივი გასათვალისწინებელი, ამიტომ დიდი მოტივაცია აღარ უნდა გქონდეთ ლინკბილდინგის უგულებელყოფისთვის. თან რჩევების უმეტესობა ეხება SEO-საც და ლინკების გავლენას ამ მაჩვენებელზე, ამიტომ დამატებითი პრაგმატული მიზეზებიც გაქვთ ამ საკითხს უფრო სერიოზულად, რომ მიუდგეთ.


ლინკების ხარისხი

როგორც ყოველთვის, აქაც კონტენტის ხარისხი უმთავრესი ნაწილია. საკმაოდ ბევრი საინტერესო გზაა ლინკების სისტემების შესაქმნელად, თუმცა ყოველი მათგანი გამოუსადეგარი აღმოჩნდება თუ არადამაჯერებელ, უინტერესო ან არარელევანტურ კონტენტს დალინკავთ. ე.ი., ფორმას ეკარგება მნიშვნელობა თუ მატერიალი, რომელიც მას ავსებს არ ვარგა.

ლეპტოპის ფოტო

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ერთი ორი ლინკით არაფერი დიდი არ გადაწყდება, თუმცა შედარებით განათლებულ მომხმარებლებს მეტი არც სჭირდებათ, რომ თქვენი ორგანიზაციის ნდობა სრულიად დაკარგონ.

ამიტომაც, ჯობს კონცენტრირდეთ გარეგანი ლინკების ხარისხზე უფრო იზრუნოთ ვიდრე რაოდენობაზე. მითუმეტეს, რომ ბევრი ლინკის ერთ გვერდზე დამატება, როგორც წესი, ცუდი იდეაა. ხშირად ამით მომხმარებლები იბნევიან, ზედმეტი ალტერნატივის არსებობის გამო.

რაც ნავიგაციას ანელებს, ხშირად გაღიზიანებას იწვევს, და მაღალი bounce მაჩვენებლით მთვარდება. განსაკუთრებით, თუ თქვენი ვებსაიტი ღია, რელაქსირებულ ნავიგაციას ეყრდნობა და არა მკაცრ A -დან B-მდე, B-დან C-მდე ტიპის ჯაჭვებს, რადგან ტექსტუალური კონტენტი ხშირად უფრო დაბალი პრიორიტეტისაა ვიდრე პროდუქტები ან სერვისები.

დამატებით, თუ რაიმე მიზეზის გამო არადამაჯერებელ, უინტერესო ან არარელევანტურ წყაროს ხმარობთ (ვთქვათ ციტირებთ), მაშინ არ დაგავიწყდეთ nofollow HTML tag-ის დამატება, რომ საძიებო სისტემებმა უგულებელყონ ისინი.


განუსაზღვრელობა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა ლინკების გამოყენებასთან მიმართებაში, ისეთი ტიპის ლინკ ტექსტის დართვაა, რომელიც ზედმეტად ბუნდოვანი ან განუსაზღვრელია. მოერიდეთ რამდენადაც შეგიძლიათ ამის გაკეთებას. მომხმარებლების საერთოდ უგულებელყოფენ ნებისმიერ მითითებას, თუ თქვენ ვერ გააგებინებთ რატომ უნდა გადავიდნენ რომელიმე გვერდზე, რომელ გვერდზე უშვებთ, ა.შ.

ლეპტოპი

ერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა "დაკლიკეთ აქ" ან "იხილეთ აქ" იმიტომ, რომ დამატებით კონტექსტი ამ ფრაზებში საერთოდ არაა. ამის მაგივრად, გამოიყენეთ უფრო აღწერითი ენა, რომელიც ხსნის რას უკავშრდება დალინკული მატერიალი.

ამასთანავე, უფრო აკურატული აღწერები SEO-ზეც პოზიტიურად მოქმედებს, ეხმარება რა საძიებო სისტემებს დალინკული მისამართის შიგთავსის გაგებაში.


ტექნიკური დეტალები

დავიწყოთ ყველაზე მარტივით: არ გამოიყენოთ დაბალი კონტრასტის ფერები თქვენ ლინკებზე. თუ თქვენი ტექსტი შავია (როგორც წესით უნდა იყოს), მაშინ ლინკი მუქი ლურჯი ჯობს არ იყოს. ეს უცნაურად ხშირი ტრენდია. მომხმარებლების უმეტესობა თქვენი ნაწერის ყოველ კუთხე-კუნჭულს არ გამოიკვლევს. უფრო კონტრასტული ფერები კი მეტად მარტივად ჩანს...

დეკორაცია

გრძელი, კომპლექსური URL-ების გამოყენება რთული აღმოჩნდება თუ მომხმარებლებს ზეპირად მოუნდებათ ლინკის ხელახლა გამოყენება. ამიტომაც, როცა შეგიძლიათ, გამოიყენეთ მოკლე და მარტივი URL-ები, რომელთა დამახსოვრებაც არაა დიდად რთული. დამატებით, მოკლე URL-ები პოზიტიურად მოქმედებენ SEO-ზეც, რადგან უფრო მარტივს ხდიან თქვენი კონტენტის ინდექსირებას crawler-ების მიერ.

და ბოლოს, ალტ-ტექსტი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მიზეზი, რის გამოც შეიძლება მოგინდეთ ალტ-ტექსტის დართვა ხელმისაწვდომობაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიარდ ადამიანს აქვს რაიმე სახის მხედველობის პრობლემა მსოფლიოში. თუ ალტ-ტექსტს გამოიყენებთ, ყველასთვის უფრო მარტივს გახდით თქვენი კონტენტის გამოყენებას. თან, საძიებო სისტემები იყენებენ ალტ-ტექსტს სურათების კონტენტის გასარკვევად და შესაბამისად ათავსებენ საძიებო შედეგებში.