ჩემი გვერდი

ტრენდები და მათთან დაკავშირებული რისკები

24 მაისს 2023
ტრენდები და მათთან დაკავშირებული რისკები

ვებ დიზაინის სამყაროში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ტრენდები მუდმივად ვარირებს, პრაქტიკულად ყოველი მათგანი კი გვპირდება სრულფასოვან გარდაქმნებს, აუდიტორიის მარტივად დაინტერესებას და ვებსაიტისთვის სიახლეების შემოტანას. თუმცა ტრენდების ბრმად აყოლას მივყავართ მხოლოდ მოკლევადიან შედეგებამდე და იდენტობის დაკარგვამდე.

ზუსტად ამიტომ, ამ ბლოგის მიზანი იქნება გადავხედოთ ზოგადად ტრენდების გავლენას. უპირატესობების და მინუსების უკეთ ანალიზით, შეგეძლებათ მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ და უფრო სტაბილური ფუნდამენტი ჩაუყაროთ თქვენ ონლაინ საქმიანობას.


UX-ის გაუმჯობესება

დავიწყოთ მარტივი დიქოტომიით: გამოყენებადობა და სიახლე. რასაკვირველია ტრენდული დიზაინ ელემენტები იქცევენ ყურადღებას, მაგრამ ამან გამოყენებადობაზე არ უნდა იმოქმედოს. განსაკუთრებით ისეთ რამეებზე, როგორიც ნავიგაციაა. საკმაოდ ინტუიტიურად ჟღერს, თუმცა რამდენი პოპულარული ვებსაიტი არსებობს, რომელიც მუდამ ახალ-ახალ და უსარგებლო რამეებს ამატებს. უბრალოდ იმიტომ, რომ ახალია და თვალშისაცემი.

ანიმაციებიც და კომპლექსური განლაგებებიც ლამაზად ჩანს, თუმცა ხელმისაწვდომობისთვის კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს. ტრენდები არ ითვალისწინებენ საჭიროებების და პრეფერენციების მრავალფეროვნებას მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. UX უნდა იყოს ინკლუზიური და ადაპტირებადი სხვადასხვა უნარის, წარმომავლობის და სხვა მსგავსი მახასიათებლების მომხმარებლების ინტერესებზე. დიდი ალბათობით, დამატებით ანიმაცია ბევრს არ დააინტერესებს, მაგრამ შეიძლება ბევრს შეუქმნას პრობლემა.

ფერადი ფონი



დამატებით, ტრენდებზე ზედმეტად დაყრდნობამ შეიძლება ინოვაციურობაზე და კრეატიულობაზე იმოქმედოს უარყოფითად. მხოლოდ დამკვიდრებულ ტრენდებს თუ აყვებით, დიდი ალბათობით შეზღუდავთ საკუთარ პოტენციალს, რომ ახალი იდეები და მიდგომები გამონახოთ. ინოვაცია ხშირად განსხვავებული აზროვნებით და კონვენციების დაღწვევითაა მიღწეული.

და პლიუს, ტრენდებზე ზედმეტი კონცენტრაცია შეიძლება პირიქით, იმით დამთავრდეს, რომ თქვენი UX დიზაინი ზედმეტად დაემსგავსოს სხვებს, არ გამოირჩეოდეს.

ტრენდები სწრაფად იცვლება და ვითარდება, დიზაინიც რომელიც მხოლოდ თანამედროვე ტრენდებზეა აგებული შესაძლოა ნაკლებად ადაპტირებადი აღმოჩნდეს. ყურადღება გამახვილებული გრძელვადიან ხედვებზე უნდა იყოს, სკალირებაზე და ადაპტირებულობაზე. სხვაგვარად, შესაძლოა თქვენთვითონ დაიბნეთ გარკვეულ სიტუაციებში, რადგან გამოსავალი ცხადი აღარ იყოს.


ბრენდის იდენტობის დამკვიდრება

ბრენდის იდენტობის შექმნა გრძელვადიანი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციებს შეუძლიათ დამატებითი შთაგონების შეთავაზება, მათზე დაყრდნობამ შეიძლება უინტერესო გახადოს თქვენი ვებსაიტი - ბრენდიც ამის გამო დაზარალდება.

დეკორაციული, მრავალი ფერის ამსახველი სურათი



შეეცადეთ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეძლებთ ტრენდების გამოყენებას ისე, რომ თქვენ ბრენდის ხმასთან, ღირებულებებთან და სამიზნო აუდიტორიასთან თანხვედრაში იყოს. დღეს თითქმის ყველა ბრენდი ერთმანეთს გავს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ რაღაცით უნდა გამოირჩეოდეთ. პირველ რიგში, კარგი იქნება თუ მოერიდებით საკუთარი საიტის, როგორც ერთგვარი რეკლამის აღქმას.

ტრენდები უფრო სწრაფად კვდება, ვიდრე მემები. პრიორიტეტული უნდა იყოს ვებსაიტის ის ელემენტებ, რომლებიც უფრო სტაბილურია და რომლებიც მოგცემენ საშუალებას რელევანტურობა შეინარჩუნოთ თანმიმდევრული ბრენდის იდენტობის შენარჩუნებით. ამასობაში კი უამრავი ტრენდი გამოიცვლება. ტრენდები შეიძლება შეადგენდნენ კორპუსს, მაგრამ ფუნდამენტი თქვენი ბრენდი უნდა იყოს. შეხედეთ ისეთ ვებსაიტებს, რომლებიც შეესაბამება ამ აღწერას, რომლებსაც მიმზიდველად მიიჩნევთ. შეეცადეთ გამოყოთ მათი ძლიერი წერტილები.


ინოვაციების და მოლოდინების ბალანსი

რასაკვირველია, იმის ცოდნა, თუ რა არის ტრენდული არაა უმნიშვნელო, მაგრამ ფოკუსი მომხმარებლების საჭიროებებზე და პრეფერენციებზე უნდა იყოს. ტრენდებს ნუ შემოიღებთ უბრალოდ მათ შემოსაღებად, დააკვირდით აუდიტორიის რეაქციებს. მთავარი სწორედ მათი დაკმაყოფილება და დაინტერესებაა.

ერთი მეორეს მიყოლებით ტრენდების გამოცდა ხშირად ანადგურებს UX-ის ბევრ კომპონენტს, მითუმეთეს თუ თანმიმდევრულობას არ მიაქცევთ ყურადღებას. შეეცადეთ გაითვალისწინოთ როგორ მოხდება ამა თუ იმ ელემენტის ინეგრაცია და შესაძლებელია თუ არა, რომ გამოყენებადობა არ დააზიანოთ ან UX-ის ასპექტები არ აურიოთ. ნელ-ნელა შეიტანეთ ცვლილებები და მოითხოვეთ უკუკავშირი.

დეკორაცია



და ნუ ეცდებით იმის გამოსწორებას, რაც გამოსასწორებელი არაა. თუ ხალხს მოსწონს რასაც აკეთებთ, პატარა დეტალებსაც ნუ შეცვლით, თუ ისინი აშკარად სუსტი წერტილები არაა. მომხმარებლები მალე ეჩვევიან საიტებს და დიდად არ მოსწონთ როდესაც მათ კომპონენტებს ცვლიან. უბრალოდ ზედმეტი რისკია.


ვებსაიტის მომავლისთვის მზადება

ტრენდები მიმზიდველია, თუმცა მათ არ უნდა გადაჩრდილონ გრძელვადიანი გეგმების დასახვის და ვებსაიტის მომავლისთვის მომზადების მნიშნელობა.

ყოველი ტრენდის გამოკიდებას, ჯობს ისეთ დიზაინურ პრინციპებზე და ინოვაციურ პრაქტიკებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც სტაბილურობას შეინარჩუნებენ მომავალშიც. ადაპტირება და განვითარება შესაძლებელია ტრენდების აყოლის გარეშეც. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს დროს და რესურსებსაც დაგიზოგავთ.

დაიმახსოვრეთ, მთავარია შინაგანი მხარე! პრიორიტეტი უნდა იყოს სტაბილური ფუნდამენტი, რომელიც წინა პლანზე აყენებს ფუნციონალს და გამოყენებადობას. ტრენდებმა შეიძლება ესთეტიური ღირებულება შემატონ საიტს, თუმცა ძირითადი გამოცდილება მაინც ცენტრალური უნდა იყოს.