ჩემი გვერდი

რატომ ხელმისაწვდომობა?

20 ივლისს 2023
რატომ ხელმისაწვდომობა?

ხელმისაწვდომობა იმ ტიპის პრაქტიკაა, რომელიც ორიენტირებულია ისეთი ვებსაიტების დამზადებაზე, რომლებიც გამოყენებული შეიძლება იყოს სხვადასხვა უნარების ადამიანების მიერ. ჩვენი კონტენტის ღირებული ნაწილების ხელმისაწვდომად მიწოდება აუდიტორიისთვის, არამარტო მორალური ვალდებულებაა, არამედ გონივრული ბიზნეს-სტრატეგიაც. ამ ბლოგში, წინებისგან განსხვავებით, ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ უპირატესობებზე, რომლებიც ტრადიციულად განხილული ეთიკის მიღმაა.


მეტი წვდომა

ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, როგორც მისი სახელიდანაა ცხადი, მისი წვდომაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, 1 მილიარდზე მეტი ადამიანია ქმედუუნარო რაიმე გაგებით მაინც; ეს ციფრი კი დიდი ალბათობით გაიზრდება მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან ერთად.

საიტის ხელმისაწვდომობა ითვალისწინებს, რომ დამატებით პოტენციურ მომხმარებლებს არ რიყავთ და არც იმ მომხმარებლებს უქმნით პრობლემებს, რომლებიც გარკვეულ ფუნქციებს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იყენებენ. მაგალითად, შეგიძლიათ სუბტირტრები და ტრასკრიფტები იხმაროთ ვიდეობისთვის და პოდკასტებისთვის, ალტ-ტექსტი და იარლიყები სურათებისთვის, ტექსტისთვის კი მარტივი ენა. ეს ეხმარება არა მარტო ქმედუუნარო ხალხს, არამედ მათთაც ვისაც დროებითი პრობლემები გააჩნიათ, მაგ: დაქვეითებული მხედველობა, სმენა, ნელი ინტერნეტი, ან ისეთი მოწყობილობა, რომლესაც შესაბამისი ფუნქციები არ აქვს.

 

ლეპტოპის სურათი


უკეთესი SEO

ხელმისაწვდომობა ასევე აუმჯობესებს SEO-ს. Google-ის ნაირი საძიებო სისტემები იყენებენ ალგორითმებს, რომ დარანკონ საიტები სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, მაგ: რელევანტურობა, ავტორიტეტი და UX. Google-მა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხელმისაწვდომობა მათი კრიტერიუმების ცენტრალური ნაწილია, ამიტომაც მისი უგულებელყოფა ძვირად დაგიჯდებათ. დამატებით, ვებსაიტი თუ მეტად ხელმისაწვდომია, ეს სხვა SEO მაჩვენებლებზეც მოქმედებს.

მაგალითად, რელევანტურობის გაზრდა შეგიძლიათ სემნატიკური HTML ტეგების და ჰედერების გამოყენებით, რომლებიც აღწერენ გვერდების სტრუქტურას და შიგთავსს. ავტორიტეტს რაც შეეხება, მისი გაზრდა შეგიძლიათ მაღალი-ხარისხის კონტენტის შეთავაზებით, რომელიც მარტივად იკითხება ადამიანების და ბოტების მიერ. დამატებით, UX შეგიძლიათ გააუმჯობესოთ იმით, რომ გახადოთ საიტი უფრო სწრაფი, რეაქტიული და ნავიგაცია უფრო მარტივი.

 

დეკორაცია


გაუმჯობესებული UX

UX-ზე ბევრი რამ მოქმედებს. გამოყენებადობა, ფუნქციონალი, ესთეტიკა, ა.შ. ხელმისაწვდომობა კი მრავალმხრივ მოქმედებს მასზე პოზიტიურად.

შეგიძიათ გამოყენებადობის გაუმჯობესების დაწყება Web Content Accessibility Guidelines (WCAG) წაკითხვით და მიყოლით. ის გთავაზობთ პრინციპების ნაკრებს და უკეთეს პრაქტიკებს იმისათვის, რომ თქვენი ვებ-კონტენტი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ფუნქციონალის გაუმჯობესებითსვის კი შეგიძლიათ ვებსაიტი გატესტოთ სხვადასხვა ბრაუზერებზე, მოწყობილობებზე და დამხმარე ტექნოლოგიებზე, მაგ: ეკრანის reader-ებზე და კლავიატურებზე (ე.ი., კლავიატურით ნავიგაციაზ). რაც შეეხება ესთეტიკას, მასზე პოზიტიური გავლენა აქვს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა სათანადო ფონტის ზომა, კონტრასტი, დაშორებები, რომლებიც ეხმარება აუდიტორიის არამხოლოდ ქმედუუნარო ნაწილს, არამედ დანარჩენებსაც.

როდესაც თქვენთვის პრიორიტეტულია ხელმისაწვდომობა, ისეთ ვებსაიტს ქმნით, რომლის ნავიგაციაც მარტივია ყველა მომხმარებლისთვის. ნავიგაციაზე ზრუნვისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ხელმისაწვდომობაც. თან, კონტენტის სწორეად სტრუქტურირება ითვალისწინებს უფრო სწრაფ და ეფექტურ ინტერაქციებს, რაც იშვიათადაა მინუსი.

 

კლავიატურის ფოტო



უკეთესი რეპუტაცია

ვებსაიტის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვით, თქვენ აჩვენებთ თქვენ მომხმარებლებს, რომ მათ განსხვავებებს და ღირსებას პატივს სცემთ. ისევე, როგორც იმას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორატიული მოქალაქეობა და რომ, ყოველი ადამიანის უფლებებს აღიარებთ. ამგვარი ქმედებები უკეთეს რეპუტაციას უყალიბებს თქვენს ბრენდს და აინტრიგებს ახალ მომხმარებლებს ისევე, როგორც პოტენციურ პარტნიორებს და პერიოდულად ერთ-ორ ინვესტორსაც.

მაშინაც კი, როდესაც ჩამოთვლილი საერთოდ არ გაღელვებთ. რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, იმ ხალხს, რომელიც ზემოთაღწერილითაა დაინტერესებული, მსგავსი ბლოგ პოსტები აღარც ჭირდებათ - ეთიკური მიზეზები აბსოლუტურად საკმარისია.

და მაინც, ამ ყველაფრის მიღმა, თქვენ საკმაოდ ძლიერი მიზეზები გაქვთ, რომ მინიმუმ დინებას აყვეთ და არ მოგიწიოთ ჩამორჩენა, ბრენდინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო.


დასკვნა

რომ შევაჯამოთ, ტრადიციულად გაგებული ეთიკური მიზეზების მიღმა საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს ვებსაიტის უფრო ხელმისაწვდომად გახდას. პირველ რიგში, წვდომის კუთხით, ასევე SEO მაჩვენებლების გაუმჯობესებით, ან UX-ის დახვეწით. ისევე, როგორც რეპუტაციის გაუმჯობესებით. ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ მორალური მოვალეობა, არამედ გონივრული ბიზნეს სტრატეგიაცაა.