ჩემი გვერდი

რა არის Affiliate Marketing-ი?

2 დეკემბერს 2021
რა არის Affiliate Marketing-ი?

Affiliate Marketing არის პროცესი რომლის დროსაც პარტნიორი (Affiliate) იღებს საკომისიო გადასახადს სხვა კომპანიის ან პიროვნების პროდუქციის მარკეტინგისთვის. პარტნიორი უბრალოდ ეძებს და იკვლევს იმ პროდუქტს, რომელიც მოსწონთ, შემდეგ არეკლამებენ მას და იღებენ მოგების წილს ყოველი გაყიდვიდან. გაყიდვები ანგარიშდება პარტნიორული ლინკებით ერთი ვებ გვერდიდან მეორეზე.


როგორ მუშაობს Affiliate Marketing-ი?

ზუსტად იმიტომ რომ affiliate marketing-ი მუშაობს პროდუქტის პასუხისმგებლობის გადანაწილებით რამდენიმე პირზე, ის აძლევს ინდივიდებს/კომპანიებს საშუალებას უფრო ეფექტური სტრატეგია შეიმუშავონ ისე რომ მოგების წილი შესაბამისად გადაანაწილონ. ეს პროცესი რომ წარმატებით წარიმართოს საჭიროა სამი ტიპის პირი:

- გამყიდველი და პროდუქტის შემქმნელი

- პარტნიორი ან მარკეტერი

- მყიდველი

იმისთვის რომ უკეთ გავიგოთ რატომაა ეს პროცესი წარმატებული უნდა დავუკვირდეთ ამ სამს შორის ურთიერთობებს:


1. გამყიდველი და პროდუქციის შემქმნელი

გამყიდველი, იმის მიუხედავად კერძო მეწარმეა თუ მსხვილი ბიზნესი არის პროდუქტის შემქმნელი ან ცალობით მოვაჭრე. პროდუქტი კი შეიძლება ფიზიკური ობიექტი იყოს, მაგალითად, საშინაო მომხარების საგნები, სერვისები და აშ.

გამყიდველი არაა საჭირო იყოს ჩართული უშუალოდ მარკეტინგის პროცესში, თუმცა ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში შეუძლია მოგების უფრო დიდი წილი მიიღოს.

მაგალითად, გამყიდველი შეიძლება იყოს ელექტრონული კომერციის კომერსანტი, რომელმაც ახალი ბიზნესი დაიწყო და სურს სამიზნო აუდიენციას მიწვდეს. ამისთვის ისინი უხდიან affiliate ვებ გვერდებს იმისთვის რომ მათ შესაბამისი რეკლამები განათავსონ. 


2. პარტნიორი ან გამომცემელი

Affiliate შეიძლება იყოს როგორც პიროვნება ისევე კომპანია რომელიც არეკლამებს კომერსანტის პროდუქტს ისეთი გზით რომ მიიზიდოს მომხმარებელი. ანუ, პარტნიორი ცდილობს რომ ყურადღება გაამახვილოს პროდუქტის ან სერვისის ძლიერ მხარეებზე იმისათვის რომ უფრო სანდომიანი ჩანდეს იგი. თუ მომხმარებელს იპოვის და გაცვლა შედგება, გაცვლის პროცენტის წილი პარტნიორს შეხვდება.

პარტნიორებს ძირითადად საკმაოდ სპეციფიური სამიზნე აუდიენცია ყავთ და მათ ინტერესებს ითვალისწინებენ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას. ეს ქმნის გამოყოფილ ნიშას ან პერსონალურ ბრენდს, რომელიც ეხმარება მას მყიდველების მოზიდვაში და შესაბამისად საკუთარი ბიზნესის გაზრდაში.


3. მომხმარებელი 

იციან ეს მომხმარებლებმა თუ არა, ისინი თამაშობენ გადამწყვეტ როლს ამ ბიზნესში (ისევე როგორც ნებისმიერ სხვაში). პარტნიორები ამ პროდუქციას აზიარებენ სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე და ვებ გვერდებზე.

როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს, გამყიდველი და პარტნიორი იყოფენ მოგებებს. ამ უკანასკნელს აქვს საშუალება პირდაპირ უთხრას მყიდველს საკუთარი როლის შესახებ, თუმცა ხშირ შემთვევაში მომხმარებელმა საერთოდ არაფერი იცის იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ამ გაყიდვას შესაძლებელს ხდის.

ნებისმიერ შემთხვევაში ხარჯი იშვიათადაა უფრო მეტი ვიდრე მსგავსი პარტნიორობის გარეშე იქნებოდა: პარტნიორის წილი წინასწარ გათვლილია საჭარო ვაჭრობისას. მომხმარებელი უპრობლემოდ იღებს იმ პროდუქტს, რომელიც სურს ასე თუ ისე.