ჩემი გვერდი

ვებსაიტთან დაკავშირებული ხშირი შეცდომები

2 მარტს 2022
ვებსაიტთან დაკავშირებული ხშირი შეცდომები

ონლაინ ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია საკუთარი ვებსაიტის ეფექტურად გამოყენებაა. ბუნებრივია ამ ერთ ხელსაწყოს უამრავი გამოყენება აქვს თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად მთლიანად გამართული იყოს და ართმევდეს უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს თავს ვიდრე ერთ-ორ საკითხში სპეციალიზირდებოდეს. 

საყურადღებო განსხვავებაა ისეთ საიტებს შორის რომლებიც გარკვეული ასპექტების ოპტიმიზაციით ახერხებენ ერთი სრული პროდუქტის მიწოდებას მომხმარებელამდე და ისეთ საიტებს შორის, რომლებიც იმავე ასპექტების ოპტიმიზაციას ახერხებენ თუმცა სრულ პროდუქტს ვერ ქმნიან.

ორი უმნიშნელოვანესი საკითხი ამ კუთხით არის საიტის map და მომხმარებელზე მორგებული ნავიგაცია.

ნოუთბუქი


საიტ map

საიტ map არის ვებსაიტის და მისი ნავიგაციის მოდელი რომელიც ეხმარება როგორც მომხმარებელს ასევე თავად ორგანიზაციასაც.

უკვე ცნობილი ფაქტია რომ Google დიდ ყურადღებას უთმობს რამდენად კარგად ორგანიზირებულია საიტის სტრუქტურა ამ მხრივ. შესაბამისად, არაა გასაკვირი რომ SEO თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხისთვის დიდი დროის დათმობა მოგიწევთ.

ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ჩანს და თუ სურვილი გაქვთ მარტივადაც შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა უფრო დეტალურად განხილვისას მოგიწევს იერარქიულ სტრუქტურაზე ფიქრი.

მაგალითად კონვერსიებზე ორინეტირებული ვებსაიტი სხვანაირად უნდა მიუდგეს საიტ maps იმ ვებსაიტთან შედარებით რომელიც ცდილობს ინფორმაციის გავრცელებას.

კონვერსიების ჯგუფი ისევ ქვეჯგუფებად იყოფა, რომლსაც რეკომენდირებულია სხვადასხვა მიდგომა ქონდეთ. მაგალითად იმის მიხედვით სმენია ან დაინტერესებულია თუ არა თქვენი პროდუქტით მომხმარებელი ნავიგაცია ან ძალიან სწრაფი უნდა იყოს ან სტაბილური, მეთოდური.

ეკრანი

საიტის map-თან ერთად მნიშვნელოვანია ლინკების ისე გამოყენება რომ მომხმარებელს შეეძლოს მარტივად გადასვლა ერთი საიტის ნაწილიდან მეორეზე; ყველანაირად უნდა ერიდოთ ჩიხებს (ანუ ვებ გვერდებს, რომლებზეც ნავიგაცია სრულდება). ეს განსაკუთრებით ეხება ბლოგებს. 

შესაძლოა მომხმარებელმა არ იცოდეს ის ტერმინები რომლებსაც ხმარობთ, ან აინტერესებდეს დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ თემაზე; ამისთვის არ უნდა ჭირდებოდეს მას ისევ "ბლოგში" დაბრუნება და თავისით ძებნა.

ასევე აუცილებელია რომ მომხმარებელი არ დააბნიოთ ზედმეტად "კრეატიული" გადაწყვეტილებებით. მაგალითად, "ბლოგს" დაარქვათ რაიმე აბსოლუტურად განსხვავებული, რის გამოც ის შესაძლოა საერთოდ ვერ მიხვდეს რომ სწორედ ბლოგ პოსტებზეა საუბარი.

ასეთი სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება შესაძლებელია ზემდეტი CTA-ს გამოყენებით. თუ ვიზიტორს არ ესმის რაზეა საუბარი და ხვდება 30 სხვადასხვა ლინკი ის 9/10 შემთხვევაში მალევე დატოვებს თქვენს საიტს.


აუდიტორიის ცნობა & ვებსაიტის დიზაინი

 აუდიტორიის გაცნობაზე ყურადღების გამახვილება იშვიათადაა ცუდი იდეა. ეს დაგეხმარებათ როგორც მარკეტინგში, ხელმისაწვდომობაში, ეთიკაში და შეცდომებისთვის თავის არიდებაში (სხვა მრავალს შორის).

ნებისმიერი ბიზნესის მიზანი უნდა იყოს მომხმარებლისთვის საჭირო ან სასიამოვნო პროდუქტის/სერვისის მიწოდება ეთიკურად. 

ლეპტოპი

შესაბამისად მომხმარებლების მოთხოვნების და მოლოდინების შესწავლა გვაძლევს საშუალებას საიტის ნავიგაცია გავმართოთ ისე რომ მათი ინტერესი შევინარჩუნოთ.

მაგალითად, თუ გარკვეულწილად ინფორმაცია გაგაჩნიათ იმაზე რომ თქვენი საშუალო მომხმარებელი ეკრვევა იმ სფეროში რომელშიც მოღვაწეობთ, მაშინ კონვერსიებზე ორიენტირებული CTA-ები შეგიძლიათ სწრაფადვე შესთავაზოთ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.

წინააღმდეგ შემთხვევაში უკეთესია CTA-ები ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ, იმისათვის რომ დაანახოთ მათ თქვენი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული სერვისის/პროდუქტის ღირებულება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ან საკმარისი ინფორმაცია არ გაქვთ საკუთარ ინდუსტრიაზე/მომხმარებლებზე ან ზუსტად არ იცით როგორ უნდა გამოიყენოთ იგი, შეგიძლიათ WordPress template-ები გამოიყენოთ იმისათვის რომ ელემენტარული შეცდომები არ დაუშვათ სტრუქტურირების დროს.