ჩემი გვერდი

რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენ ინტერნეტ ინფორმაციას?

26 ნოემბერს 2021
რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენ ინტერნეტ ინფორმაციას?

როგორც ინტერნეტ მომხმარებლმა შესაძლოა წაგიკითხავთ ისეთი ტერმინები როგორებიცაა "მონაცემთა უსაფრთხოება" & "მონაცემთა დარღვევა". საჭიროა ესეთი ტერმინები გაგება თუ თქვენ საკუთარი ონლაინ ბიზნესი გაქვთ და მისი პოპულარიზაცია გაინტერესებთ. აშკარაა რომ რაც დრო გადის მით უფრო რთული სახის შეტევები გვხვდება ონლაინ სივრცეში და ჩვენი ინფორმაციის დაცვითი სისტემებიც უნდა განვითარდნენ. რაც ხდება კიდეც, თუმცა ინფორმაციის ზღვაში ადვილია დაიკარგოთ და ვერ გაარკვიოთ თუ რამდენად დიდი პრობლემა ეს ყველაფერი. ბოლო პერიოდებში გამოდის კვლევები რომლებიც აჩვენებენ რომ შეტევების დაახლოებით ნახევარი მიმართულია მცირე და საშუალო მასშტაბის ბიზნესებზე. თუმცა მომხმარებლები მაინც არიდებენ თავს ან უგულებელყოფენ ამ ყველაფერს რაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ (როგორც რესურსების ისე დროის მხრივ). ასეთი შეტევების შედეგები ძირითადად მძიმე კრიზისში აგდებს ან საერთოდ ხურავს საშუალო დონის ბიზნესებსაც კი.


მონაცემთა უსაფრთხოება

როგორც ვებ ჰოსტინგ პროვაიდერებმა, Server1-ს, გვესმის ჩვენი როლი ჩვენი მომხმარებლების ვებსაიტების დაცვის საკითხში. ამის გათვალისწინებით ჩვენ დავნერგეთ გამოცდილი პრაქტიკები და ტექნოლოგიები ჩვენს სერვერზე. ჩვენ გავაერთიანეთ რამდენიმე კომპონენტი, რომლებსაც დეტალურად შეგიძლიათ შემდეგ გვერდზე გადახედოთ. მაგ: მავნე კოდის სკანირება, უსაფრთხოების სკანირება, SiteLock™ სანდოობის ბეჭედი, მავნე კოდის ავტომატური წაშლა, OWASP თავდაცვა, TrueShield™-ის Firewall-ი, და ა.შ. სერვერული მხრის გარდა, არის რამდენიმე ფუნდამენტური, წინდახედული ნაბიჯი რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაში.


რა არის მონაცემთა უსაფრთხოება?

ეს ტერმინი მოიცავს სტანდარტებს და ტექნოლოგიებს, რომლებსაც ბიზნესები და ორგანიზაციები ხმარობენ რომ შეაგროვონ, შეინახონ, შექმნან, მიიღონ და გადასცენ სენსიტიური ინფორმაცია. ეს ითვალისწინებს იმ მეთოდებს რომლებითაც თქვენი ციფრული მონაცემები პროცესირდება და ხდება დაცული კორუფციის, კიბერშეტევების, მონაცემთა დარღვევის და არალეგიტიმური წვდომისგან.

ყველა ბიზნეს აქვს გარკვეული სენსიტიური ინფორმაცია რომელიც დაცული უნდა იყოს. ეს გულისხმობს როგორც მსხვილმასშტაბიან საბანკო კონგლომერატებს, რომლებიც ინახავენ და აპროცესებენ პერსონალურ და ფინანსურ მონაცემებს, ასევე მცირე ბიზნესებს, რომლებიც საკონტაქტო ინფრომაციას ხმარობენ. როდესაც აგროვებთ ნებისმიერი ტიპის პიროვნულ მონაცემებს, თქვენ ხდებით მონაცემთა პროცესორი. ეს ითვალისწინებს ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობებს. 


დაშიფრეთ მონაცემები

ეს თავდაცვის მეთოდია რომელიც შიფრავს ინფორმაციას და მოითხოვს მომხმარებლისგან დაშიფრვის გასაღებს იმისთვის რომ გამოიყენოს მონაცემები. დაშიფრული მონაცემები, ასევე ცნობილი როგორც hypertext-ი, ადამიანებისთვის გაუგებარ ფორმატშია, შესაბამისად შეუძლებელია მისი შიგთავსის გარკვევა შესაბამისი უფლებების გარეშე.


SSL-ით დაცული HTTPS კავშირი

SSL-ი კრიპტოგრაფიული პროტოკოლია, რომელიც შემუშავებულია იმ მონაცემების გასაშიფრად, რომლებიც გაგზავნილია კომპიუტერული ქსელით (მაგ: ბრაუზერსა და სერვერს შორის). თქვენი ვებსაიტის უსაფრთხო HTTPS ის პროტოკოლით გამართვა თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა კიბერ-უსაფრთხოების მხრივ. ჩვენ SSL სერტიფიკატებზე უკვე რამდენიმე ბლოგი შემოგთავაზეთ და დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ მათ. იმის გათვალისწინებით რომ ის ხელმისაწვდომია, ადვილი დასაინსტალირებელი და გასამართი ნამდვილად არაა ურიგო იდეა მისი გამოყენება.

რადგან უსაფრთხოება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესის პრიორიტეტია ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სერტიფიკატებს, რომ სურვილისამებრ მოარგოთ თქვენს ბიზნესს.


ჩართეთ ორი ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია

ორი ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) ავთენტიფიკაციის მეთოდია რომელიც მოითხოვს მომხმარებლისგან დამატებით მასალებს რომ მისცეს მას წვდომა ამა თუ იმ ვებ გვერდზე ან აპლიკაციაზე. ყველაზე ხშირად მასთან შეხება ბანკების საშუალებით გექნებოდათ თუმცა ისეთი სოც-მედიის აპლიკაციებიც როგორც Facebook-ია პერიოდულად გატყობინებენ ამ ფუნქციის შესახებ. 
უმეტეს შემთხვევებში, 2FA იყენებს კოდს რომელიც ექსტერნალურ წყაროზეა გაგზავნილი, მაგ: იმეილზე, ნომერზე ან მობილურზე. 2FA-ს მთავარი იდეა არის თქვენი ანგარიშის დაცვა იმ შემთხვევაში თუ თქვენი ინფორმაცია საფრთხის ქვეშაა. ასეთ სიტუაციებში თაღლითს დასჭირდება დამატებითი დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა, შესაბამისად, მინიმუმ, საკმაოდ გაურთულდება საქმე (დროის გაწელვით, ა.შ). რისკებიც ბევრად დაბალ დონეზე დადის.


მომხმარებლების უმეტესობა თავს არიდებს 2FA-ს დროის გაჭიანურების და სირთულეების გამო თუმცა თუ თქვენთვის უსაფრთხოება ონლაინ ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტია მაშინ ჯობს გამოიყენოთ ეს ხელსაწყო. 


პაროლების პრაქტიკა

მნიშნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თქვენი პაროლების სიძლიერეს და არასდროს გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი ყველა ფუნქციის შესასრულებლად. რაც შეიძლება ძლიერი და იშვიათი პაროლები აირჩიეთ და ან ჩაიწერეთ ხელით ან დაიმახსოვრეთ. სუსტი პაროლების ხშირი გამეორება ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა მისი პოტენციური შედეგების გათვალისწინებით. 


უსაფრთხო პაროლები

რეკომენდირებულია საკუთარი პაროლები კრიტიკულ ინფორმაციად ჩათვალოთ და დეტალურად აუხსნათ თქვენ თანამშომლებს მათი მნიშვნელობა.

პაროლების ხშირად განახლება საკმაოდ გონიერი პრაქტიკაა. შესაძლოა ყველაზე მოსახერხებელი არ იყოს თუმცა სიტუაციის კონტროლის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.


ინტერნეტი სავსეა მავნე ადამიანებით, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სხვადასხვა მიზეზების გამო საშუალო და მცირე ბიზნესებს თაღლითობით გაუუარესონ მდგომარეობა. იმის მიუხედავად რომ 100%-ით დაცული ვერასდროს იქნებით, თქვენი მოვალეობაა რომ რაც შეიძლება გააუმჯობესოთ ინფორმაციის დაცვის სტანდარტები. რაც ჰოსტარმადამ განგიმარტათ ეს მხოლოდ ფუნდამენტალური შესავალია ამ საკითხში. დამატებით, უამრავი სახის საშუალება არის რომ ამ კუთხით განვითარდეთ.