ჩემი გვერდი

ვებ ჰოსტინგის 4 ძირითადი პრობლემა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან

29 ივნისს 2020
ვებ ჰოსტინგის 4 ძირითადი პრობლემა და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან

დღითიდღე იზრდება ვებ-საიტების რიცხვი ინტერნეტ სივრცეში. ვებ-საიტი უკვე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბიზნესის წარმატებაში, გაყიდვების ზრდაში და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში. თუმცა, იმისთვის, რომ საიტმა იმუშაოს უწყვეტად და ტექნიკურად გამართულად, საჭიროა ხარისხიანი ვებ-ჰოსტინგი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი საიტის უსაფრთხოებას და უწყვეტ მუშაობას.

ბაზარზე არსებული ვებ ჰოსტინგ კომპანიები, მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული ფასის ჰოსტინგ პაკეტებს, თუმცა საკმარისი ინფორმაციის გარეშე,  რთული იქნება თქვენთვის საუკეთესო ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევა. ჩვენს ბლოგში გიჩვენებთ, რა მთავარი პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგეთ, თუ სწორად არ შეარჩევთ ჰოსტინგ პროვაიდერს.

გთავაზობთ 4 ყველაზე გავრცელებულ ვებ ჰოსტინგ პრობლემას და მათი თავიდან აცილების გზებს:

1. ვებ საიტის ნელი ჩატვირთვა

იმისთვის, რომ თქვენს საიტზე იყოს მაღალი ტრაფიკი (საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა), აუცილებელია ვებ საიტის ჩატვირთვა იყოს სწრაფი, ამაში ჰოსტინგი დიდი როლს თამაშობს. თუ საიტს დიდი დრო სჭირდება ჩასატვირთად, ეს დიდ დისკომფორტს შეუქმნის თქვენს მომხარებლებს და შესაბამისად მოთხოვნა საიტზე შემცირდება, ასევე თუ ჩატვირთვის სისწრაფე ნელი აქვს ვებ საიტს, ის პოზიციებს კარგავს საძიებო სისტემებში.კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 75% ბრუნდება იმ საიტზე, რომლის ჩატვირთვის სისრწაფე 4 წამია, უფრო მეტიც, გაირკვა, რომ ონლაინ მომხმარებელთა 88% ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისევ ეწვიოს იმ საიტს, რომელსაც დაბალი ჩატვირთვა ჰქონდა.  შესაბამისად დგინდება, რომ საიტის სისწრაფის დიდი ნაწილი დამოკიდებულია ვებ ჰოსტინგზე, სწორედ ამიტომ, ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ისინი საიტის ჩატვირთვის სისწრაფეს და უწყვეტობას.

2. დიდი ლოდინის რეჟიმი, პრობლემების გადასაჭრელად

თუ თქვენს საიტს შეექმნა ჰოსტინგის პრობლემები, ეს გამოიწვევს სიატის მუშაობის შეფერხებას, იმისთვის, რომ პრობლემები აღმოიფხვრას თქვენ გჭირდებათ ვებ-ჰოსტინგ კომპანიის დროული რეაგირება და დახმარება. ბაზარზე არიან კომპანიები, რომლებიც 24 x 7 x 365 დღის ონლაინ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ და რომლებიც მუდამ მზად არიან ხარვეზები მოაგვარონ დროულად. თუ ​ჰოსტინგ კომპანიას სჭირდება დიდი დრო ხარვეზების მოსაგვარებლად, ეს აუცილებლად დიდ პრობლემებს შეუქმნის თქვენი საიტის შეუფერხებლად მუშაობას.

3. ჰოსტინგ პროვაიდერ შეზღუდვების წინასწარ არ ცოდნა

ბევრი ჰოსტინგ პროვაიდერი წინასწარ არ ამჟღავნებს ვებ – ჰოსტინგ სერვისის შეზღუდვებს. ისინი არ ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი დროით შეუძლიათ უზრუნველყონ თქვენი ვებ-გვერდი. თქვენ უნდა გქონდეთ 99% uptime განაკვეთი თქვენი ვებ-საიტისთვის. სანამ საბოლოოდ შეარჩევთ ჰოსტინგ პროვაიდერს, აუცილებელია გაეცნოთ მათ პირობებს და შეზღუდვებს. 

4. ვებ საიტის დაცვის სისტემების არ ქონა 

დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ხდება კიბერ შეტევები და ინფორმაციის მოპარვა ვებ საიტებიდან. Სწორედ ამიტომ, საჭიროა საიტის გაძლიერებული დაცვითი სისტემები. ჰოსტინგ პროვაიდერი უნდა უზრუნველყოფდეს თქვენი და თქვენი მომხარებლების ინფორმაციის დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საიტის ინფორმაცია იქნება მარტივად ხელმისაწვდომი.არსებობს რამდენიმე ვებ ჰოსტინგ კომპანია, რომელთაც არ შეუძლიათ თქვენი მონაცემების დაცვა, აუცილებელია პროვაიდერის არჩევამდე დააზუსტოთ, აქვთ თუ არა საიტის და ელ.ფოსტის დაცვითი ხელსაწყოები. Სერვერ1 იყენებს SSL სერტიფიკატს, რომელიც არის  აპრობირებული მსოფლიოს მასშტაბით და ის გარანტირებულად უზრუნველყობს დაცვას კიბერ შეტევებისგან.