ჩემი გვერდი

გრაფიკული დიზაინი და ხელმისაწვდომობა: შესავალი

21 თებერვალს 2022
გრაფიკული დიზაინი და ხელმისაწვდომობა: შესავალი

ვებსაიტის ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტი ხელმისაწვდომობაა. ეს საკითხი უფრო და უფრო პოპულარული ხდება რაც დრო გადის, შესაბამისად მომხმარებლების მოლოდინებიც ამ ცვლილებას ეწყობა.

მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ვებსაიტის უზრუნველყოფის მრავალ ეტაპს გაართვათ კარგად თავი, ხელმისაწვდომობა არის ზუსტად ის ასპექტი რომელიც გამოყოფს მაღალი ხარისხის ვებსაიტებს სხვა ყველასგან.

ძალიან მარტივად რომ შევხედოთ ამ საკითხს, შეგიძლიათ თქვენ ვებსაიტს შეხედოთ როგორც ერთგვარ ინფორმაციის წყაროს, მისი ფუნქციონალური ნაწილის მიზანი კი ამ ინფორმაციის სწორად განლაგებაა, ხოლო დიზაინის სასიამოვნოდ გადმოცემა. 

როდესაც საიტს ექმნება პრობლემები ხელმისაწვდომობის მხრივ, აქვე ჩნდება ზოგადი პრობლემა საიტის დანიშნულებასთან დაკავშირებით, ე.ი საიტი ვერ აკეთებს იმას რასაც უნდა აკეთებდეს.

 

 

ამ ბლოგის მიზანია იმ ასპექტების ზოგადი მიმოხილვა რომლებიც მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობისთვის. უფრო სიღრმისეული მიმოხილვისთვის და ხელსაწყოებისთვის შეგიძლიათ ჩვენი ბლოგები წაიკითხოთ.


მნიშვნელოვანი ასპექტები

ხელმისაწვდომობის ძირითადი იდეა ორიენტირდება იმ შეხედულების გარშემო რომ საიტი ან ვებ გვერდი არ უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ ერთ მგრძნობელობით ორგანოზე.

ანუ, თუ ვთქვათ თქვენ მხოლოდ საკითხავ კონტენტს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს და არანაირ უზრუნველყოფას text to speech-ის კუთხით მაშინ ბუნებრივია რომ აუდიტორიის საყურადღებო ნაწილს არ შეეძლება თქვენი ვებ საიტის გამოყენება. 

მაგალითად, აშშ-ში ყოველი მეოთხე ადამიანი ქმედუუნაროა. შესაბამისად აუცილებელია მომხმარებლების ასეთი დიდი ნაწილი არ ვუგულებელყოთ.

 

 

რა თქმა უნდა თუნდაც მცირე ნაწილს წარმოადგენდეს, ეთიკურად უფრო სწორი საქციელი, ბუნებრივია, მათი გათვალისწინებაა.


დეტალები

ასევე შეგიძლიათ ისეთი საკითხებიც გაითვალისწინოთ როგორიცაა ჰედერების მიხედვით ტექსტის დალაგება ან მომხმარებლისთვის მეტი დროის მიცემა გადაწყვეტილების მისაღებად.

ბუნებრივია ეს ორი ხასიათით განსხვავდება ალტ-ტექსტისგან ან ვიდეობის მხარდაჭერისგან, თუმცა თავისი როლი მაინც აქვთ, რომელიც თქვენს ვებსაიტს უფრო ეფექტურს ხდის კომუნიკაციის მხრივ.

უკვე შეგვიძლია გამოვყოთ ხელმისაწვდომობის ორი ქვეკატეგორია:

პირველი რომელიც ორიენტირდება ქმედუუნარო ადამიანებზე ან ისეთ პრობლემებზე რომლებიც დაკავშირებულია მგრძნობელობით ორგანოებთან.

მეორე კი რომელიც ფოკუსირდება ორგანიზაციაზე და სტრუქტურირებაზე; უადვილებს საქმეს მომხმარებელს და სასიამოვნოს ხდის ნავიგაციას. არიდებინებს მომხმარებელს თავს პრობლემებს და შეცდომებს, რომლებიც პოტენციურად მოყვება არაინტუიტიურ ნავიგაციას.

 


ხელმისაწვდომობის პრობლემები

იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაზეც ვისაუბრეთ გასაგებია თუ რატომაა პრობლემური პოტენციურად სამიზნო აუდიტორიის 1/4 ან 1/5-ის გამორიცხვა ისევე როგორც ცუდად სტრუქტურირებული საიტის ქონა.

თუ თქვენი ვებსაიტი მიმართულია კონვერსიებზე, მაშინ ბუნებრივია რომ ნავიგაცია რაც შეიძლება მარტივი და სასიამოვნო უნდა იყოს იმისათვის რომ მომხმარებელს სწრაფად და უმტკივნეულოდ შეეძლოს კონვერსიის ეტაპამდე მისვლა.

ხოლოს თუ ის მიმართულია ინფორმაციის მიწოდებაზე მაშინ ბუნებრივია რომ აუდიტორიის დაკარგვა მსგავსი საკითხების არ გათვალისწინების გამო საყურადღებო შეცდომაა.