ჩემი გვერდი

SEO-ს პრაქტიკა

19 იანვარს 2022
SEO-ს პრაქტიკა


SEO წარმოადგენს ონლაინ ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. განსხვავება საშუალო ზომის და მსხვილ ბიზნესებს შორის ნაწილობრივაა მაინც განპირობებული სწორედ ამ ფაქტორით.

ერთ მხრივ SEO ეხმარება თქვენს სამიზნო აუდიტორიას გაიგონ თქვენს შესახებ ხოლო მეორე მხრივ თქვენ გეძლევათ საშუალება რომ დამატებითი მომხმარებლები შემატოთ ბიზნესს.

SEO არის პროცესი რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ელემენტთა ერთობლიობას იმ მიზნებისთვის რომლებიც თქვენს ბიზნესს აქვს დასახული.

უშუალოდ რა მიზნებისთვისაა განპირობებული ეს თქვენზეა, თუმცა ამავდროულად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინდუსტრიებს სხვადასხვა მახასიათებლები აქვთ; ამიტომ SEO ერთ ინდუსტრიაში შეიძლება რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

 

 


საკვანძო სიტყვები & ფრაზები

მომხმარებლების უმეტესობა თქვენს ბიზნესს პოულობს Google-ის საძიებო ველში ჩაწერილი რამდენიმე სიტყვით, მაგალითად, "საიტების გაკეთება". სიტყვები როგორც ქართული შრფტით ასევე ინგლისურითაც შეიძლება იყოს, ამიტომ საკვანძო სიტყვები და ფრაზები შესაბამისად უნდა იყოს არჩეული.

თქვენი მთავარი ფრაზები და სიტყვები თავიდანვე უნდა განათავსოთ, რომ მეტი ყურადღება მიიპყროს და Google-მა გაითვალისწინოს რანგის მონიჭებისას. 

გამოყენება უნდა იყოს ხშირი (8-10 ჯერ ყოველ 1,000-ში), თუმცა ზედმეტად ხშირიც არ ვარგა. სათაურებში, ჰედერებში, აღწერებში, ალტ-ტექსტებში, ვიდეოს ტიტრებში ... ყველგან სადაც შეგიძლიათ მიუთითეთ ესა თუ ის საკვანძო ფრაზა/სიტყვა.

ჰედერები თუ სწორადაა განაწილებული, ანუ ქრონოლოგიურად (მაგ: h1, h2, h3, ა.შ), ეს დამატებით მნიშვენლობას ანიჭებს თქვენს რანჟირებას Google-ში.

Youtube-იც კი, რომელიც Google-ის საკუთრებაა, ანალოგიურად ხელსაყრელი საშუალებაა საკვანძო ფრაზების/სიტყვების განსათავსებლად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Google-ი საკუთარ პლატფორმას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ URL-ები ისე შეადგინოთ, რომ აქაც გამოიყენოთ ისეთი ფრაზები ან სიტყვები, რომლებიც თქვენთვის ეფექტური ჩანს.


საიტი და მისი სისწრაფე

მომხმარებლების დაახლოებით 50% ტოვებს საიტს თუ ის 5 წამზე მეტში არ იტვირთება. შესაბამისად, Google-იც ითვალისწინებს ამ ფაქტორს და თქვენი საიტის რანჟირება ამის მიხედვით იცვლება.

საიტის სისწრაფის გაუმჯობესება შესაძლებელია ნაკლები მედიის ელემენტების გამოყენებით, ან მათი ხარისხის დაწევით (ვიდეობის შემთხვევაში ხანგრძლივობის). 

თუმცა თუ ძალიან ცოტა სურათი, გრაფიკული გამოსახულების და ვიდეოს ხმარება პირიქით SEO-ზე უარყოფითად მოქმედებს. 

შესაბამისად, რეკომენდირებულია გარკვეული ბალანსის დაჭერა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ თუ თქვენი ჰოსტინგ სერვის პროვაიდერის პირობები მაღალი ხარისხისაა ამ ბალანსზე ფიქრი საერთოდ არ მოგიწევთ. შეგეძლებათ მაღალხარისხიანი სურათების და ხანგრძლივი ვიდეოების განთავსება. 

 

 

თუ საიტი მწყობრშია და ამ ხრივ პრობლემები არ გაქვთ, შეგიძლიათ მიკრო-საიტებიც მოიშველიოთ, რომელიც დიაპაზონს გაზდის საკვანძო ფრაზებისთვის/სიტყვებისთვის. თუმცა მიკროსაიტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროს იგივე რაც თქვენს მთავარ საიტზე წერია რადგან იდენტური კონტენტი აღქმულია საძებო სისტემების მიერ და აზიანებს თქვენს SEO-ს.


შეჯამება

SEO პროცესის გამართვა დაგეხმარებათ ისეტ სიტუაციებში სადაც არ გაქვთ საშუალება რომ უფრო მაღალი ხარისხის ჰოსტინგ პაკეტები შეიძინოთ. შესაბამისად ეს რჩევები დაგეხმარებათ ზოგადი სურათი დაინახოთ და რეორიენტირდეთ SEO-ს საუკეთესო პრაქტიკებზე.