ჩემი გვერდი

მომხმარებულზე ცენტირებული დიზაინის შექმნა

5 აპრილის 2023
მომხმარებულზე ცენტირებული დიზაინის შექმნა

მომხმარებელზე-ცენტრირებული დიზაინი (UCD) უბრალოდ ვებსაიტების გაკეთების მეთოდოლოგია არაა, არამედ ეთიკური ორიენტაციის საშუალებაა ამ სფეროში. ბაზისურ დონეზე, UCD აღიარებს, ან ყოველ შემთხვევაში უნდა აღიარებდეს, ადამიანების და მათი გამოცდილებების ღირებულებას. დღევანდელ, ტექნოლოგიაზე კონცენტირებულ სამყაროში, მარტივია ეს ფუნდამენტალური სიმართლე დაგვავიწყდეს. იმდენი ყურადღება ეთმობა ახალ-ახალი გაჯეტების წარმოებას, რომ გვავიწყდება საერთოდ რომ ისინი გამოყენებისთის უნდა შეიქმნან.

UCD-ის მეშვეობით ამ ტრენდის შეტრიალება შეგვიძლია მომხმარებელზე კონცენტრაციით. რაც გვაძლევს საშუალებას არა მარტო უფრო ეფექტური საიტები შევქმნათ, არამედ უფრო ეთიკურებიც. რასაკვირველია ყველა სურვილის დაკმაყოფილება არაა მიზანშეწონილი, რაც თავისთავად კამათის საგანია. ეს საკითხი რომ გვერდზე გადავდოთ, ამ ბლოგში, წინასგან განსხვავებით, აქცენტს გავაკეთებთ ეთიკურ განზომილებაზე და შევეხებით ეფექტურობასაც.


ეთიკა

უპირველესრიგში აღსანიშნავია, რომ UCD ინდივიდუალურ განსხვავებებს ითვალისწინებს ადამიანებს შორის, იმისათვის რომ კონკრეტული პროდუქტები მორგებული იყოს მათზე. რაც იმთავითვე ვებსაიტებს უფრო ეფექტურს ხდის და ამავდროულად მიუთითებს თქვენ მომხმარებლებს რომ მათ ინტერესებსაც ითვალისწინებთ.

დიზაინის სქემა



ასევე UCD ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ ტექნოლოგიას დიდი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრების მიმდინარეობაზე. სოციალური მედიიდან დაწყებული e-commerce-ის ჩათვლით, ტექნოლოგიამ რადიკალურად შეცვალა ხალხის ცხოვრების, მუშაობის და თამაშის სტილი. ჩვენი, როგორც დიზაინერების და დეველოპერების, მოვალეობაა რომ ეს ტექნოლოგია რაც შეიძლება ეთიკურად და პასუხისმგებლიანად გამოვიყენოთ. UCD-ის პლიუსი კი სწორედ ისაა, რომ გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესები არამედ ისეთი ღირებულებები როგორებიცაა, უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და გამჭვირვალობა.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ადამიანების დაყვანა მყიდველამდე ან მომხმარებლამდე ეთიკურად მიუღებელია. ნებისმიერი მათგანი იმავე ჩვენი მორალური სამყაროს ნაწილი უნდა იყოს როგორც უშუალოდ ადამიანი. ვებსაიტებს აქვს საკმარისი გავლენა რომ შეუცვალონ ხალხს აზრი, უბიძგონ მათ ქმედებისკენ, და თუნდაც ეფექტი ქონდეთ დებატებზე გლობალურ დათბობასა და სოციალურ სამართალზე. ჩვენ გვაქვს უნარიც და საშუალებაც რომ ისეთი ვებსაიტები შევქმნათ, რომლებიც დაგვეხმარებიან უკეთესი სამყაროს შექმნაში.


UX სტრატეგია

მომხმარებელზე ცენტრირებული ვებსაიტის შექმნა ნამდვილად არაა მარტივი საქმე. საჭიროა როგორც დაგეგმვის, დიზაინის და შესრულების მიმართ ფრთხილი მიდგომის გამოჩენა. მაშინაც როდესაც პროექტი უკვე დასრულებულია მნიშვნელოვანია რომ მუდმივად ამოწმებდეთ შესაძლო პრობლემებს რომლებსაც საიტი შეიძლება აწყდებოდეს.

UX სტრატეგიები



დღესდღეობით, მომხმარებლები ელოდებიან რომ ნებისმიერ ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიიღებენ. ზედმეტად დატვირთული, ან კომპლექსური დიზაინი შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს თქვენი მომხმარებლებისთვის და გაურთულოს მათ საჭირო ინფორმაციის პოვნის პროცესი. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან მომხმარებლებს არ მოსწონთ დროის და ენერგიის დახარჯვა და საკმაოდ მალე ღიზიანდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორის დაკარგვა ასეთ სიტუაციაში პრაქტიკულად გარდაუვალია. გაამარტივებ ვებსაიტის განლაგება და ნავიგაცია, გახადეთ საჭირო ინფორმაცია ადვილი საპოვნელი. გამოიყენეთ მარტივი ენა, ერიდეთ ჟარგონებს და ჩახუჭუჭებულ ფრაზებს.

დამატებით, გაქვთ უამრავი გზა რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მიიღოთ მომხმარებლებისგან, მაგალითად კითხვარები, უკუკავშირის ფორმები, სოც-მედიის პოსტები. კითხვარები შეგიძლიათ ან საიტში ჩააშენოთ, ან იმეილით გააგზავნოთ - თუმცა ინბოქსს ნუ აუფეთქებთ ხალხს. ასევე ჯობს, წამახალისებელი ფაქტორებიც გქონდეთ გათვალისწინებული, რომ ინფორმაციის მოწოდების სურვილი ქონდეთ მომხმარებლებს. უკუკავშირის ფორმებს რაც შეეხება, მათთვის სპეციფიური გვერდების გამოყოფა ჯობს ან მათი საიტის ბოლოს განთავსება. Facebook-ის & LinkedIn-ის, ან სხვა მსგავსი სოც-მედიის პლატფორმების გამოყენებაც შეიძლება პოტენციურად, აქცენტი პოტენციურობაზე, გამოსადეგი აღმოჩნდეს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ახერხებს თქვენი ვებსაიტი კონკრეტული პრობლემების წინასწარ იდენტიფიკაციას, გადაჭრას ან გამოსწორებას. მომხმარებელზე ცენტრირებული დიზაინის შექმნა გრძელვადიანი პროცესია რომელიც ითვალისწინებს ვებსაიტის სხვადასხვა კომპონენტების მუდმივად ხელახლა გადახედვას.


მომხმარებლის flow

მომხმარებლის flow, ან user flow, არის სქემები რომლებიც მომხმარებლის პოტენციურ ვარიანტებს აღნიშნავენ კონკრეტულ ვებ-გვერდზე. ისინი blueprint-ებია, რომლებიც ალაგებენ მომხმარებლის ნავიგაციურ ჯაჭვებს თქვენს ვებსაიტზე. User flow-ების გათვლა მნიშნელოვანია იმისათვის, რომ დაინახოთ პროდუქტის ზოგადი სურათი, ისევე როგორც უკეთ შეგეძლოთ მომხმარებლის გადმოსახედის დანახვა.

როცა flow-ებს ვქნით მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მათი ინტერესების და მიზნების პერსპექტივიდან და არა კონვერსიების გაუმჯობესების. მოერიდეთ ზედმეტ ნაბიჯებს, დეტალებს, ა.შ. გამოიყენეთ მკაფიო და ლაკონური სახელები, დაამატეთ დიაგრამები ან flowchart-ები თუ საჭირო გახდა რომელიმე.

დეკორატიული



Flow-ები გამოსადეგია საიტის დიზაინის დასრულების შემდეგაც. მათი გადახედვით შეგიძლიათ სწრაფად გაერკვეთ თუ რატომ ექმნებათ მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემები. დამატებით კი კონტექსტსაც გთავაზობენ რისგანაც ეს პრობლემა შეიძლება წარმოიშვას.

რადგან კონტექსტზე ვსაუბრობთ, აღსანიშავია ისიც რომ ელემენტები ვებ-გვერდზე განცალკევებული მონადები არაა. ისეთი ელემენტები როგორებიცაა ტიპოგრაფია, ფერი, განლაგება და გამოსახულებები ახდენენ გავლენას UX სწორედ იმ სისტემის გამო რომლის ნაწილებიც არიან.

მაგალითად, ღილაკების ან მენიუების განლაგებამ შესაძლოა საერთოდ დაარღვიოს ნავიგაციის რიტმი. ასეთი შემთხვევების გამო ტესტირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.


Wireframing

Wireframing-ი არის პროცესი რომელიც ითვალისწინებს დიზაინის გამარტივებული ვარიანტების შექმნას. წარმოიდგენეთ ის როგორც ვებსაიტის, ან აპლიკაციის, ჩონჩხი რომელიც ასახავს განლაგების და ფუნქციონალის ელემენტარულ ელემენტებს.

Wireframing-ის საშუალებით შეგიძლიათ დიზაინის ტესტირება და დახვეწა ისე რომ ზედმეტი დრო და რესურსები არ დახარჯოთ. დამატებით, კი გაძლევთ საშუალებას უკუკავშირი მიიღოთ სანამ უშუალოდ კოდის წერაზე გადახვალთ.

როდესაც wireframe-ებს ქმნით, განლაგებაზე და ფუნქციონალზე გაამახვილეთ ყურადღება და არა ესთეტიკაზე. დროებით მიაწერეთ რაიმე ტექსტი და დაამატეთ გარკვეული სურათებიც კონტენტის რეპრეზენტაციისთვის, გამოიყენეთ grid სისტემა თანმიმდევრულობისა და ბალანსისთვის. შეეცადეთ ყველაფერი გაამარტივოთ. რაც მომავალში მოგცემთ საშუალებას დაუბრუნდეთ wireframe-ებს როდესაც ცვლილებები შეგაქვთ ვებ-გვერდზე ან ელემენტებს ამატებთ.