ჩემი გვერდი

Bitcoin-ის სასამართლო გარჩევა: დავა $50 მილიარდზე

7 დეკემბერს 2021
Bitcoin-ის სასამართლო გარჩევა: დავა $50 მილიარდზე

ჩვენ, MyGO-ზე უკვე ბევრი ბლოგი შემოგთავაზეთ Bitcoin-თან და  ზოგადად კრიპტოსთან დაკავშირებით. ამჟამად კი სასამართლოსთან დაკავშირებულ სიახლეზე გვსურს გიამბოთ.


ქეისი

კრეგ რაითმა (Craig Wright), კომპიუტერულმა მეცნიერმა, რომელიც ამბობს რომ Bitcoin-ის შემქმნელია, ახლახანს (ორშაბათს) მოიგო სასამართლოში საქმე იმ ადამიანის ოჯახის წინააღმდეგ რომელიც ამბობდა რომ კრიპტო-ვალუტის მოგებების ნახევარი მას ეკუთვნოდა.

AP-ის მიხედვით, ფლორიდელმა მოსამართლემ გამოიტანა შემდეგი განაჩენი: რაითს არ მართებს 1.1 მილიონი Bitcoin-ის ნახვევარი. ნაფიც მსაჯულებმა კი $100 მილიონი აჩუქეს ამ ორი ადამიანის პროექტის ფონდს. თუმცა კლაინმენის (Kleinman) ადვოკატები ბევრად მეტს მოითხოვდნენ.

დევიდ კლაინმანი გარდაიცვალა 2013 წლის აპრილში, 46 წლის ასაკში. მისი ოჯახი ამბობს რომ კლაინმანი და რაითი ახლო მეგობრები იყვნენ და ერთად, პარტნიორობით შექმნეს ბიტკოინი.

სასამართლოში დავა მიდიოდა 1.1 მილიონ Bitcoin-ზე, რომელიც დაახლოებით $50 მილიარდი ღიდა ორშაბათს. ეს კოინები ერთ-ერთი პირველი კოინები იყო, რომელიც ამ სახელით შეიქმნა და მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ მისი მოხმარება, რომლებიც ციფრული ვალუტის საქმეში თავიდანვე ჩართულები იყვნენ, მაგ: სატოში ნაკამოტო.

ამჟამად კი კრიპტო-ვალუტის სამყარო ელოდება რაითს რომ დაამტკიცოს რასაც ამბობს დიდი ხანია: რომ ისაა Bitcoin-ის მფლობელი. ამის გაკეთებით, 2016 წელს მისი ნათქვამი რომ იგია ნაკამოტოც, დამტკიცდება.

განხილული ქეისი ტექნიკური დეტალებით სავსე იყო, ნაფიც მსაჯულები უსმენდნენ კრიპტო-ვალუტის ტექნოლოგიის შესახებ უამრავ ახსნას, ისევე როგორც ისტორიებს იმაზე თუ როგორ წარმოიშვა ეს კოინი. ნაფიც-მსაჯულებს მთლიანი კვირა დასჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად; ეს კი მხოლოდ მას შემდეგ ქნეს რაც ორივე ადვოკატს, ისევე როგორც მოსამართლეს, უამრავი კითხვა დაუსვეს როგორც კრიპტოზე ასევე ამ ორ ადამიანს შორის ბიზნეს ურთიერთობაზე. 

გარკვეულ მომენტში ნაფიც-მსაჯულებმა ანიშნეს მოსამართლეს რომ საერთო აზრამდე ვერ მიდიოდნენ.


ნაკამოტო

Bitcoin-ის წარმომავლობა ყოველთვის ასე თუ ისე გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ არაა გასაკვირი რომ ამ ქეისმა ამდენი ყურადღება მიიქცია პრესისგან. 

2008 წლის ოქტომბერში, ფინანსური კრიზისის პიკში, გარკვეულმა ინდივიდმა (ან ინდივიდების ჯგუფმა), რომელმაც თავი წარადგინა როგორც "სატოში ნაკამოტო", გამოაქვეყნა დეკომენტი რომელიც აღწერდა ისეთ ციფრულ ვალუტას რომელიც არც ლეგალურ და არც სუვერენულ ავტორიტეტს ემორჩილებოდა. კრიპტოს მაინიგი, რომელიც ითვალისწინებს მათემატიკური პრობლემების ამოხსნას, რამდენიმე თვეში დაიწყო.

სახელი ნაკამოტო, იაპონურად დაახლოებით "ცენტრალურს", "ცენტრში მყოფს" ნიშნავს, და სერიოზულად არ განიხილებოდა Bitcoin-ის შემქმენელის ნამდვილ სახელად.

კრიპტო-სამყაროს დიდი ნაწილი სკეპტიკურად მიუდგა რაითის განცხადებას რომ ისაა ნაკამოტო. მისი სტრუქტურის გამო, Bitcoin-ის ყველა ტრანზაქცია საჯაროა და სადავო 1.1 მილიონი კი დღემდე ხელუხლებელია. კრიტპო-სამყარო თხოვდა რაითს რომ კოინების ნაწილი გადაეტანა ცალკე ანგარიშზე იმის დასამტკიცებლად რომ ის ისეთი მდიდარია როგორც ამბობს და რომ ეს კოინები სწორედ მისი საკუთრებაა.


საკუთრება

სასამართლოს მიმდინარეობისას, რაითმაც და სხვა კრიპტო-ექსპერტებმაც ფიცი დადეს რომ რაითი ფლობს ამ კოინებს. დამატებით, მან განაცხადა რომ თუ მოიგებდა ქეისს ის დაამტკიცებდა საკუთარი თავის, როგორც მფლობელის, სტატუსს.

ველ ფრიდმანმა (Vel Freedman), კაილ როუშმა (Kyle Roche), და ენდრიუ ბრენერმა (Andrew Brenner) ერთობლივად განაცხადეს რომ რაითმა უარი უთხრა კლაინმანს იმ წილზე, რომელიც მას სამართლიანად ეკუთვნოდა და ის საკუთარი თავისთვის დაიტოვა.

რაითის ადვოკატებმა რამდენჯერმე განაცხადეს რომ კლაინმენი და რაითი მეგობრობდნენ და თამაშრომლობდნენ, თუმცა მათ პარტნიორობას არანაირი საქმე არ ქონდა Bitcoin-ის შექმნასთან თუ მის ოპერაციებთან.

რაითმა თქვა რომ ის აპირებს Bitcoin-ის ქონების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხვას თუ გაიმარჯვებს. ახალ ინტერვიუში, რაითის ადვოკატმა, რივერომ, დაადასტურა რომ რაითი ზუსტად ამის გაკეთებას აპირებს ახლაც.