ჩემი გვერდი

მარკეტინგის ძირითადი პრინციპები

31 მარტს 2023
მარკეტინგის ძირითადი პრინციპები

მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგი ბიზნესის მართვის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია, დღეს ძალიან ბევრისთვის ის მაინც საკმაოდ დიდ სირთულეებთან ასოცირდება, ზოგი ვერ იგებს მარკეტინგული პრინციპების შინაარს, ზოგი საერთოდ აიგნორებს მათ. ხშირად ორგანიზაციები შემოიფარგლებიან რეკლამების გაშვებით, სოც-მედიის პოსტებით განთავსებით და იმეილების გაგზავნით. 

თუმცა, მარკეტინგისთვის ბევრად მეტი რამაა მნიშვნელოვანი. როგორც ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში ავღნიშნეთ: ინგლისურ ენაში არსებობს ტერმინი value proposition, რომელიც აღნიშნავს იმ ცვლადებს, რომლებიც გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან და რომლებიც მომხმარებლებს მიზეზს აძლევენ თქვენ აგირჩიოთ. ასევე საჭიროა აუდიტორიის სეგმენტების უკეთ გაცნობა და მათთვის აზრის ეფექტურად მიწოდება, ისევე როგორც ნდობის და ერთგულების გამომუშავების მცდელობები. ბუნევრივია, ეს ყველაფერი არა იმისათვის, რომ უბრალოდ მოგების მაჩვენებელი გაიუმჯობესოთ.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ კონკრეტულ რჩევებს მარკეტინგთან დაკავშირებით, რომლებიც იმედია დაგეხმარებათ უკეთესად მიემართოთ საკუთარ მიზნებს და განავითაროთ თქვენი ონლაინ-ბიზნესი. 

 

დეკორაცია

 

სტრატეგიის აღწერა

სანამ უშუალოდ კამპანიებზე გადახვალთ, ან ნებისმიერ მსგავსი სახის აქტოვობაზე, საჭიროა უკვე წარმოდგენა გქონდეთ სხვადასხვა სტრატეგიაზე, თუ სტრატეგიებზე, რომლებსაც გამოიყენებთ. მარკეტინგული სტრატეგია ითვალისწინებს ისეთ რამეებს, როგორიცაა მიზნები, სამიზნო აუდიტორია, value proposition-ი, თქვენი პოზიციური მიდგომა, ის უპირატესობები რომლებიც ზოგადად გაქვთ და სხვა ქვე-ტაქტიკები. მარკეტინგული სტრატეგია დაგეხმარებათ უკეთესად აღიქვათ თქვენი მარკეტინგული აქტოვობები ბიზნეს მიზნებთან მიმართებაში, კონცენტრირდეთ უშუალოდ მნიშნელოვან ნაბიჯებზე, უფრო აკურატულად განიხილოთ შედეგები, ისევე როგორც შესაბამისად შეცვალოთ მიდგომაც. 

დაუსვით საკუთარ თავს (ისევე როგორც თქვენ გუნდს) შემდეგი კითხვები:
- რა ბიზნეს მიზნები გაქვთ? რა კონკრეტული მიზნის მიღწევა გსურთ ამ მარკეტინგული აქტივობით?
- ვინ არის თქვენი იდეალური მომხმარებელი? როგორი სურვილები, საჭიროებები და მიდრეკილებები ექნებოდა ასეთ ინდივიდს?
- რა არის თქვენი value proposition? როგორ უჭრით პრობლემას თქვენ მომხმარებლებს, რა სურვილზე ორიენტირდებით?
- როგორ ცდილობთ თქვენი value proposition-ის გამოკვეთას სამიზნო მარკეტისთვის? რა საშუალებებს, მესიჯებს და ფორმატებს იყენებთ?
- რა კრიტერიუმებით ზომავთ თქვენს შედეგებს, ან პროგრესს? იყენებთ რომელიმე მაჩვენებელს ან ხელსაწყოს? 

 

ლეპტოპის ფონი


აუდიტორიის სეგმენტებად დაყოფა

მომხმარებლის პერსონა ტერმინია რომელიც აღნიშნავს თქვენი იდეალური მომხმარებლის მახასიათებლებს იმ გამოკვლევების მიხედვით, რომლებიც წაკითხული გაქვთ ან იმ გამოცდილების კვალობაზე, რომელიც მიგიღიათ.  ზოგადად, უკეთესია პირველს დაეყრდნოთ, თუმცა ბუნებრივია შესაძლოა ქართული კვლევების მოძიება ძალიან გაგიჭირდეთ. პერსონა გეხმარებათ პრობლემებისთვის წინასწარ მომზადებაში, ისევე როგორც უფრო გააზრებული მიზნების დასახვაში.

იმისათვის, რომ მომხმარებლის პერსონა შექმნათ, საჭიროა, სხვადასხვა წყაროებისგან მიღებული ინფორმაცია შეაგროვოთ და გაანალიზოთ:

- არსებული მომხმარებლები: შეგიძლიათ გამოკვლევების, ინტერვიუების, უკუკავშირის ფორმების, შეფასებების, დახასიათებების/რეკომენდაციების, ან სოც-მედიის კომენტარების შეგროვება იმისათვის, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ თქვენი მომხმარებლების დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ქცევით პატერნებზე, მოტივაციებზე, მათთვის არასასიამოვნო ან მიუღებელ ელემენტებზე, მიზნებზე ან პრეფერენციებზე.
- პოტენციური მომხმარებლები: შეგიძლიათ საბაზრო კვლევების, კონკურენტების ანალიზის, ონლაინ ფორუმების, ბლოგების, პოდკასტების ან სოც-მედიის ჯგუფების გამოყენება იმისათვის, რომ ახალი ინფორმაცია მიიღოთ იმ ხალხზე, რომლებიც შეიძლება დიანტერესდნენ თქვენი პროდუქტებით ან სერვისებით. 
- თქვენი ინდუსტრია: შეგიძლიათ ინდუსტრიის რეპორტები/კვლევები, ტრენდები, სტატისტიკა, ან ზოგადი სიახლეები იკითხოთ იმისათვის, რომ უკეთ გაანალიზოთ მარკეტის მასშტაბი, მოთხოვნის დაახლოებითი დონეები, პოტენციური შესაძლებლობები, ან პრობლემები, რომლებიც შეიძლება ახასიათებდეს თქვენ ნიშას. 

როდესაც უკვე საკმარისი ინფორმაცია გექნებათ, ააგეთ მომხმარებლის პერსონა და დაამატეთ შემდეგი რელევანტური დეტალები:

- ასაკი
- გენდერი & სქესი
- მდებარეობა
- განათლება
- ინტერესები
- მიზნები
- საქმიანობა
- შემოსავალი
- არასასიამოვნო ელემენტები
- მოტივაციები
- გამაღიზიანებელი ფაქტორები
- პრეფერენციები
- ჩვევები მედიასთან მიმართებაში
- კონვერსიების მიმართ მიდგომები

 

დეკორატიული


უპირატესობების გამოკვეთა

როგორც ავღნიშნეთ, value proposition ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია მარკეტინგული სტრატეგიებისთვის. თუ თქვენი გეგმა ამ კუთხით განსაზღვრული არაა, მაშინ მაინც შეგიძლიათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ამ შეცდომის კომპენსაცია მოახერხოთ. 

კარგი შეთავაზებები ყველას მოსწონს. წახალისებების და აქციების გამოყენება საკმაოდ ნაცადი გზაა ახალი მომხმარებლების მიზიდვის, ისევე როგორც არსებულების შენარჩუნების. უბრალოდ, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ბიზნეს მოდელი მუდმივად აქციებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს - ეს ბონუსია. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგრადი განვითარება ბევრად უფრო პრობლემური ხდება. 

და ბოლოს, ლოიალურობის პროგრამები რეკომენდირებულია თუ გსურთ გრძელვადიანი ურთიერთობები გქონდეთ მომხმარებლებთან, ან როგორც მინიმუმ, მათ რომ თქვენ აქტივობას თვალი ადევნონ. იმ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად იყენებენ თქვენს სერვისებს ან რეკომენდაციით გზავნიან სხვებს, შესათავაზეთ დამატებითი საჩუქრები ან ფასდაკლებები. განსაკუთრებით როდესაც საქმე ასეთ რეკომენდაციებს, ე.წ. რეფერალებს, ეხება, მათი ეფექტურობის გათვალისწინებით. ზოგადად, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდენად გასაგებია სხვადასხვა პროგრამების წესები, ისევე როგორც მათშ ჩართვა.