ჩემი გვერდი

საიტისთვის მნიშნელოვანი კომპონენტები

16 მარტს 2022
საიტისთვის მნიშნელოვანი კომპონენტები

როდესაც ვებსაიტის გაკეთებასთან დაკავშირებით იღებთ გადაწყვეტილებებს რეკომენდირებულია კარგად გაეცნოთ იმ პლიუსებსა თუ მინუსებს, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებას ახლავს თან.

იმის მიხედვით თუ რა მახასიათებლები აქვს თქვენ სამიზნო აუდიტორიას და როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან, რა ტიპის კავშირი ჩანს მართებულად, აუცილებელია ცვალოთ როგორც დიზაინი ასევე ფუნქციონალური ელემენტები; ეს დაგეხმარებათ უკეთ მოარგოთ უნივერსალური სერვისები სწორედ თქვენს მომხმარებელებს. რაც ერთ-მხრივ სიგნალია იმისა რომ პროფესიონალურად უდგებით საქმეს და ყურადღებიანები ხართ მათ ონლაინ მოთხოვნების მიმართ.

თქვენ ინდუსტრიასაც მნიშვნელოვანი გავლენა უნდა ქონდეს იმას თუ როგორი სტრუქტურის საიტი გაქვთ, რა ფუნქციებით. ხანდახან დიზაინშიც ნაწილობრივ შესაძლოა თავი შეიზღუდოთ, ა.შ. 


საიტის ტიპი

სიტყვაზე, არაკომერციულ ვებსაიტებს სხვა მოთხოვნები აქვთ ვიდრე ტრადიციული ტიპის ვებსაიტებს. აქ ყურადღება ეთმობა დონაციებს, პრაქტიკულად აუცილებელი ხდება იმეილების გამოყენება, ივენთების მიკროსაიტები, მომხმარებლის ინფორმაციაც უფრო ყურადღებიანად ჯობს იყოს შენახული.

აბტრაქტული wallpaper

დონაციების შემთხვევაში უკეთესია პირდაპირ თქვენს საიტზე გქონდეთ CTA ღილაკი იმის მაგივრად რომ მომხმარებლები ცალკე გვერდზე გადაიყვანოთ.

რაც შეეხება იმეილებს, ისინი გაძლევენ საშუალებას რომ უფრო ახლო ურთიერთობები ჩამოიყალიბოთ თქვენს მომხმარებლებთან, იყვნენ ისინი საქმის ყურში, შესთავაზოთ სხვადასხვა საშუალებები, ა.შ.

ივენთების შემთხვევაში კი - პირიქით უკეთესი იდეაა მიკროსაიტების გაკეთება, რომლებიც ინტეგრირებულია ზოგადად თქვენ მარკეტინგულ კამპანიაში. 

მომხმარებლის ინფორმაცია არამარტო უსაფრთხოების საკითხია. თუმცა კომპეტენტური ჰოსტინგ პროვაიდერის არჩევით შეგეძლებათ რომ ბევრ პრობლემას აარიდოთ თავი. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის რომ მომხმარებლებს მადლობა გადაუხადოთ, ზოგადად აგრძნობინოთ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. 


ჰოსტინგი 

ჰოსტინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ვებ საიტთან მიმართებაში, მითუმეტეს როცა თქვენი ბიზნესი ითვალსწინებს დიდ ტრაფიკს.

პირველ რიგში, მაღალხარისხიანი ჰოსტინგ პაკეტები თავს აგარიდებინებთ ისეთ პრობლემებს როგორიც ზედმეტი Downtime-ია. თუ მომხმარებელს საერთოდ არ შეუძლია საიტზე შესვლა ეს ბუნებრივია იმას ნიშნავს რომ ვერაფერს ვერ გამოიყენებს და შესაძლოა მათ თვალში თქვენი რეპუტაციაც გაფუჭდეს.

დაფა

დამატებით, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისად მსხვილი პაკეტი ვებსაიტი შენელდება თუ მომხმარებლების რაოდენობა გადააჭარბებს გარკვეულ ზღვარს. 

თუ საიტი არ იტვირთება 3 წამზე ნაკლებში მინიმუმ 1/3 ტოვებს თქვენს ვებსაიტს. არ იქნება გასაკვირი თუ ეს ციფრი იზრდება როდესაც საქმე გვაქვს ინდივიდებთან რომლებსაც აქამდე საერთოდ არ ქონიათ თქვენ კომპანიასთან შეხება. 

სისწრაფეს რომ თავი დავანებოთ, ზოგი ჰოსტინგ პროვაიდერი გთავაზობთ პაკეტებს რომლებიც ითვალისწინებენ სხვადასხვა სახის უსაფრთხოების საშუალებებს. ეს გადამაწყვეტ როლს თამაშობს თუ თქვენ ისეთ ინდუსტრიაში ხართ სადაც მნიშნელოვანია მომხმარებლების ინფორმაციის რაც შეიძლება უსაფრთხოდ შენახვა.

დამატებით, იმ შემთხვევაშიც თუ თქვენი პროვაიდერი გეუბნებათ რომ Uptime 99% იქნება მაგრამ არ გააჩნიათ უსაფრთხოების სხვადასხვა ხელსაწყოები, ძალიან დიდი რისკია რომ თქვენი საიტი გატეხონ.

ჰაკერების უმრავლესობა სწორედ მცირე ბიზნესებს უტეხავს ვებსაიტებს. მეტად იშვიათია რომ მსხვილი ბიზნესის მიმართ იყოს შეტევა.

ჰოსტინგს ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს ბიზნესის სკალირებაზე, ანუ როგორ ვითარდება დროში იგი. ბუნებრივია, რომ დროის განვმალობაში მოგიწევთ საიტის განახლება ან თუნდაც გადაკეთება. თქვენმა ჰოსტინგ პაკეტმა უნდა მოგცეთ საშუალება რომ ის გააუმჯობესოთ უპრობლემოდ. ამიტომ გაითვალისწინეთ ის პოტენციური პაკეტებიც (მათი პირობები), რომლებიც შეგეძლებათ შეიძინოთ თუ თქვენი ორგანიზაცია უფრო გავლენიანი გახდება. 


ანაიტიკური ხელსაწყოები

საკითხი უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ ისეთ ანალიტიკურ ხელსაწყოებზე როგორიც Google Analytics-ია. ის გთავაზობთ დეტალურ განხილვას იმის შესახებ თუ დაახლოებით რამდენი ხანი ჩერდება თქვენი მომხმარებელი ვებსაიტზე ან ვებ გვერდზე. რომელ გვერდზე ტოვებს. რომელ CTA-ებს იყენებს. 

სერვერები

იმის მიხედვით თუ რამდენად გამართულია თქვენი ნავიგაცია მომხმარებელი ან გააკეთებს იმას რისთვისაც გსურთ რომ ის შემოვიდეს საიტზე ან არა. პრობლემები ნავიგაციასთან დაკავშირებით გაძლევთ ინსაითებს იმაზე თუ სად არის საყურადღებო პრობლემები გამოსასწორებელი.

ასევე ყურადღება მიაქციეთ header-ებს და footer-ებს. Header-ში მხოლოდ ის CTA-ები განათავსეთ, რომლებიც მთავარ ფუნქციებს ასრულებენ. დანარჩენები შეგიძლიათ footer-ში გადაამისამართოთ.


პროექტების განხილვა & ნავიგაცია

ეს მაინცდამაინც აუცილებელი არაა თუმცა თუ თქვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია პროექტების დამუშავება-შესრულებაზე, მაშინ ძალიან კარგი იდეაა ამ პროექტების განთავსება თქვენს მთავარ გვერდზე. ისევე როგორც მათი მოკლედ აღწერა.

ბევრისთვის საკმაოდ რთულია ორგანიზაციაზე ინფორმაციის მოძიება. თქვენ შეგიძლიათ როგორც ბლოგებში ისევე "პროექტების" გვერდზე აუღწეროთ მომხმარებელს რას საქმიანობთ და როგორ.