ჩემი გვერდი

ვებსაიტის storytelling

17 მაისს 2023
ვებსაიტის storytelling


Storytelling საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა, როდესაც საქმე ვებსაიტის სტრუქტურის კონფიგურაციას ეხება. მისი საშუალებით შეგეძლებათ აუდიტორიასთან უფრო მარტივად დაახლოება და მეტად მტკიცე პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

წვრილმასშტაბიანი ბიზნესი გაქვთ თუ მსხვილი, როგორი ტიპის storytelling-ს აირჩევთ მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბრენდის პოპულარულობაზე. ამ ბლოგში, შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს იმაზე თუ როგორ ჩართოთ storytelling-ის ელემენტები ვებ დიზაინში.


Story-ს დეფინიცია

თქვენი ბრენდის story უფრო მეტია ვიდრე ორგანიზაციის ან მისი სერვისებისა თუ პროდუქტების მოკლე აღწერა. ის ეხება იმას, თუ რა არის ფუნდამენტალური თქვენი ბრენდისთვის, რითი გამოირჩევით სხვებისგან. ერთმანეთში შეაზავეთ თქვენი ცენტრალური ღირებულებები, პრინციპები და მიზნები.

ოფისის ფონი



რაც ითვალისწინებს დაფიქრებას იმაზე, თუ როგორ გარდაქმნით ამ ყველაფერს კონკრეტულ მიდგომებად. რისი შეთავაზება შეგიძლიათ სხვებისთვის პროდუქტებისა თუ სერვისების მიღმა? ამ სპეციფიური ბიზნესისთვის რელევანტური რა ღირებულებები ან იდეებია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა გრძელვადიანი მიზნები და ამბიციები გაქვთ? როდესაც მსგავს კითხვებზე მკაფიო პასუხები გექნებათ, სხვა უფრო სპეციფიურ კითხვებსაც ბევრად მარტივად უპასუხებთ.


შექმენით ნარატიული სტრუქტურა

დასაწყისი, შუა ნაწილი და ბოლო გააერთიანეთ რაიმე შეთანხმებულ ნარატიულ მთლიანობაში, რათა აუდიტორია თავიდან ბოლომდე დაინტერესებული დარჩეს.

დასაწყისმა ზოგადად უნდა წარადგინოს თქვენი ბრენდი და ტონი მიუსადაგოს დანარჩენ ვებსაიტს. შუა ნაწილმა თქვენს ისტორიაზე, პროდუქტებსა თუ სერვისებზე დეტალები უნდა წარადგინოს, ისევე როგორც აღწეროს როგორ და რითი ეხმარებით მომხმარებლებს. ბოლოში უკვე მკვეთრი CTA უნდა გქონდეთ, რომელიც უბიძგებს ვიზიტორს შემდეგი ნაბიჯი გადადგას; იქნება ეს რაიმეს ყიდვა, გამოწერა თუ თქვენთან დაკავშირება.


გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები

უმეტესობას ვიზუალური ასპექტები უფრო აინტერესებს, ვიდრე ნებისმიერი ტიპის კონტენტი, რომელიც შეგიძლიათ, რომ დაწეროთ. ამის თუ გაითვალისწინებთ, უფრო იოლად მოახერხებთ შესაძლებლობების გამონახვას, რომ იმაზე გაესაუბროთ ხალხს რაც გაინტერესებთ.

დეკორაციული



მაგალითად, თუ თქვენი ბრენდი მდგრად განვითარებაზეა, შეგიძლიათ ბუნების, ან მწვანე სივრცეების სურათები განათავსოთ. თუ სხვადასხვა ტიპის ინოვაციებზე ხართ ორიენტირებული, ფუტურისტულ ტექნოლოგიებზე და ახალთახალ პროდუქციაზე.

ძალიან ღრმა საკითხი ნამდვილად არაა ეს. ხელოვნების გალერეას არ ხნით, ამიტომაც უბრალოდ გამოიყენეთ ის ხელსაწყოები რაც გაქვთ და გაითვალისწინეთ ის სტერეოტიპები, რომლებიც ხალხს აქვს.


Story-ს ნავიგაცია იოლი უნდა იყოს

დაბრკოლებებით სავსე ნავიგაცია გამაღიზიანებელია და იწვევს მაღალ bounce მაჩვენებელს. ორი სიტყვით, ისტორიას საერთოდ ვერ მოყვებით თუ ისინი საიტს დატოვებენ.

ამიტომაც, ყველაფერი ექსპლიციტური უნდა გახადოთ. გამოიყენეთ მკაფიო CTA-ები, რომ გაუძღვეთ თქვენს აუდიტორიას ვებსაიტზე და ხაზი გაუსვათ საჭირო დეტალებს. გამოიყენეთ ინტუიციური ნავიგაციის მენიუ და გადაამოწმეთ, რომ ვებსაიტი მობილურ მოწყობილობებზე გამართულია.


ერიდეთ გაურკვევლობებს

თუ რაიმე ცნების უკეთესად განსაზღვრაში არ გეხმარებათ, ან რაიმე მსგავსში. ბუნდოვანი იშვიათად ნიშნავს საინტერესოს. ეს ეხება თქვენს ნაწერებსაც, პრეზენტაციებსაც და ვიზუალურ ელემეტებსაც.

ოფისის სურათი



ხალხს მუდამ რაღაც უნდა და რაც უნდათ სწრაფად უნდათ. იმაზე ფიქრი, თუ რა იგულისხმეთ ან სინამდვილეში რა არის თქვენთვის მნიშნელოვანი ბევრ დროს ართმევს მათ, თუ ამ ყველაფერს ბუნდოვნად გადმოსცემთ. განსაკუთრებით როდესაც საქმე ახალგაზრდა აუდიტორიას ეხება. ყურადღების კონცენტრაცია პრაქტიკულად ნულზეა.


Story-ს თანმიმდევრულობა

ბრენდის story უნდა იყოს ერთგვარი ძაფი, რომლითაც თქვენი ბრენდის სხვადასხვა ასპექტის ჩაქსოვება შეგეძლებათ. მნიშვნელოვანია ეს ძაფი თანმიმდევრული იყოს და აუდიტორიასთან რეალური კავშირი ქონდეს. კონსისტენტური ენის, მესიჯების და ვიზუალური ელემენტების გამოყენებით შეგეძლიათ თქვენი story განამტკიცოთ და აუდიტორიას უკეთ გააგებინოთ თქვენი ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებები.

თანმიმდევრულობა ნდობასთანაცაა დაკავშირებული. თუ მუდმივად და ქაოტურად არ ცვლით მიდგომებს, ე.ი., ამ თემის ელემენტარული საკითხები მაინც გესმით. რაც უფრო გასაგებად გადმოსცემთ იმას, თუ რას წარმოადგენთ, მით უფრო ადვილი იქნება იმ ხალხთან დაკავშირება, რომელსაც აინტერესებს თქვენი საქმიანობა.

რომ შევაჯამოთ, ერიდეთ მოკლე-მოკლე გზებს პატარ-პატარა გაუმჯობესებებისთვის. თუ შეხედავთ თქვენს ორგანიზაციას როგორც მთლიან ერთეულს, ინტუიციურად ცხადი იქნება რომ ფუნდამენტალური პრობლემების გადაჭრა უფრო მომგებიანია.