ჩემი გვერდი
შეიძინე ჰოსტინგის სერვისები და მიიღე -80%-მდე ფასდაკლება

ვებსაიტის პერსონალიზაცია

1 მაისს 2023
ვებსაიტის პერსონალიზაცია

პერსონალიზაცია უფრო და უფრო მნიშნელოვანი ხდება ვებ დიზაინის სამყაროში და არცაა რთული დავინახოთ თუ რატომ. ხალხს აინტერესებს უფრო კონკრეტულიუ მიდგომები. ვებსაიტები ხალხს უყურებენ როგორც უბრალოდ მყიდველებს, რაც რასაკვირველია ცოტას სიამოვნებს. თუმცა, სასიხარულოდ არსებობს სხვადასხვა გზები რომ ვებსაიტი უფრო პერსონალურ გამოცდიებად აქციოთ თქვენი ვიზიტორებისთვის. 

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ გსურთ მეტი შეიტყოთ, ვთქვათ მომხმარებელზე-ცენტირებულ დიზაინზე (UCD), ახლახანს სწორედ ამ საკითხზე დავდეთ ბლოგი. 


ძირითადი გადაწყვეტილებები

ერთი მარტივი გზა რომლითაც შეგიძლიათ ვებსაიტის პერსონალიზირება არის მომხმარებელზე-დამოკიდებული რეკომენდაციები. რაც ითვალისწინებს მომხმარებლების მოქმედებების tracking-ს ვებსაიტზე, მაგალითად იმ გვერდების რომლებზეც გადადიან, ან იმ იმ პროდუქტების რომლებსაც ნახულობენ. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ უფრო პერსონალიზირბეული რეკომენდაციები შეთავაზოთ. რაც ძირითადად ხდება ალგორითმების მეშვეობით, რომლებიც აანალიზებენ მომხმარებელთა ინფორმაციას და გაძლევენ მისი გამოყენების სხვადასხვა ხერხებს.

 

დეკორაცია, ლეპტოპი

 

რთულია საკმარისად გავუსვათ ხაზი თუ რამდენად მნიშნელოვანია რომ ამაზე აუდიტორიას მოუყვეთ. იყავით პირდაპირები, გასაგებად ჩამოაყალიბეად ყველაფერი და პროაქტიული ნაბიჯები გადადგით იმისათვის რომ სხვების ინტერესები არ უგულებელყოთ. ჩვენ საკუთარ პლატფორმას ვიყენებთ, Linkers-ს, რომელიც ლინკების მეშვეობით გთავაზობთ მომხმარებლების tracking ალგორითმს. ეს ლინკები შეიცავენ პიქსელებს, რომლებიც გვეხმარება უფრო კონკრეტულები და სპეციფიურები ვიყოთ ჩვენ რეკლამებში. 

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ კონტენტს, რომელსაც მოარგებთ user-ებზე ან მათ სეტზე. თუ ისინი ეძებენ კემპინგთან დაკავშირებულ ინვენტარს, მაშინ ვებსაიტს უნდა შეეძლოს რელევანტური ინფორმაციის გამოტანა. ასე უფრო მარტივი ხდება ნავიგაციური ჯაჭვების გაძლიერება ან გაზრდა, მომხმარებლების დაინტერესება რაიმე სერვისით, პროდუქტით ან ინფორმაციით და სამომავლო ვიზიტების ალბათობაც უფრო ხშირია. 

ამასთანავე, დინამიური ფასებიც გამოსადეგია. დინამიურში ვგულიხმობთ პროდუქტების ან სერვისების რეალურ დროში ვარირებად ფასებს. ეს სხვადასხვა ფაქტორების მიერ იქნება გამოწვეული, მაგ: მიწოდება და მოთხოვნა, მომხმარებელთა ქმედებები, ა.შ. დინამიური ფასების გამოყენება დაგეხმარებათ ტრანზაცქიის დასრულებისკენ უბიძგოთ მომხმარებლებს. თუ, სიტყვაზე, რომელიმე ადამიანს რამდენიმე ტრანზაქცია აქვს შესრულებული წარსულში, შეგიძლიათ ერთგულების ბონუსი შესთავაზოთ.

ამგავრი მიდგომა დაგეხმარებათ თქვენს აუდიტორიას დაანახოთ რომ თქვენთვის ისინი მნიშნელოვანია და რომ მზად ხართ ისეთი ფასები შესთავაზოთ რომლებიც ასახავენ ამ დამოკიდებულებას. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ისევ კონვერსიებსაც და გაყიდვებსაც უწყობს ხელს. 

 

ფონი, მობილური

 

ვის არ მოსწონს სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ფასდაკლებები ან აქციები? შეგიძლიათ ეს უფრო კრეტიულადაც გამოიყენოთ, მაგალითად, დაბადების დღეებზე ფასდაკლებების შეთავაზებით, ან მათი პირველი შენაძენის წლისთავის მიხედვით. ეს არამხოლოდ აჩვენებს მათ რომ თქვენთვის მომხმარებლის მხარეც არაა უმნიშვნელო, არამედ ხელს უწყობს სამომავლო ვიზიტებსაც. ბონუს რაღაცეების ჩუქება ან ფასების დაკლება იშვიათადაა ცუდი იდეა - თუ ამის საშუალება გაქვთ. 


რბილი ელემენტები 

ამ ტექნიკური ასპექტების მიღმა, არსებობს ე.წ., რბილი ელემენტები რომლებიც დართვაც შეგიძლიათ საიტზე. საწყის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ მომხმარებლის სახელის გამოყენება საიტზე.

ასევე შეგიძლიათ მომხმარებლისთვის არასასიამოვნო ან პრობლემურ ასპექტებზე, ისევე როგორც მათ საჭიროებებზე გაამახვილოთ ყურადღება. ამის გაკეთება შესაძლებელია მსგავს საკითხებზე ბლოგების დადებით. ამგვარი მიდგომები ხშირად საკმაოდ ეფექტურია.

იმეილებსაც ჯობს შევეხოთ. თუ იმეილის სიას დაყოფთ მომხმარებელთა ქმედებების, დემოგრაფიული მაჩვენებლების ან ინტერესების მიხედვით, მაშინ უფრო მარტივად მოახერხებ მათთვის დამაინტრიგებელი იმეილების გაგზავნას. სიტყვაზე თუ რომელიმე მათგანმა ახლახანს შეიძინა რამე საიტზე, შეგიძლიათ ინდივიდუალიზირებული პროდუქტების ან ფასდაკლებების რეკომენდაციები გაუგზავნოთ. მათი გამოყენება საკმაოდ მარტივია და გავლენაც მასშტაბური. 

 

დეკორატიული

 


დამატებები

ამ ყველაფერთან ერთად, შეგიძლიათ ლენდინგ გვერდები გამოიყენოთ. ორი სიტყვით, ლენდინგ გვერდი არის მომხმარებლის ინტერესებზე ან ქმედებებზე სპეციალურად მორგებული ვებ-გვერდი. მაგალითად, ვთქვათ ვიზიტორი აჭერს რომელიმე პროდუქტის რეკლამაზე - ის გვერდი რომელსაც ბრაუზერი ამოუგდებს, რომელიც პერსონალიზირებული იქნება ამ პროდუქტზე, იქნება ლენდინგ გვერდი. დამატებით კი შეიძლება შეიცავდეს სურათებს, მიმოხილვებს და სხვა რელევანტურ ინფორმაციას რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული

და ბოლოს, chatbot-ები და ვირტუალური ასისტენტები. ეს ხელსაწყოები მომხმარებლებს მიაწვდიან პერსონალიზირებულ დახმარებას, რაც რასაკვირველია გაუდვილებს მათ თქვენი აპლიკაციის ან ვებსაიტის ნავიგაციის პროცესს. თუმცა, როგორც წესი პერსონალიზირებული დახმარება ორივე მხარეს აადვილებს ძალიან ბევრ რამეს. აუდიტორიას ზოგადად ერთი და იგივე კითხვების აქვს, თქვენ კი ალბათ არ გსურთ ერთი და იგივე კითხვებისთის პასუხის გაცემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება chatbot-ები და ვირტუალური ასისტენტები.