ჩემი გვერდი

8 ნიშანი იმისა რომ ჯობს ჰოსტინგ სერვისი გააუმჯობესოთ

19 ნოემბერს 2021
8 ნიშანი იმისა რომ ჯობს ჰოსტინგ სერვისი გააუმჯობესოთ

ჩვენ გთავაზობთ 8 ნიშანს იმისა რომ დროა თქვენი ვებ ჰოსტინგი გააუმჯობესოთ. ეს სიგნალები დაგეხმარებათ უკეთ ამოიცნოთ თქვენი არსებული სისუსტეები და დაინახოთ მათი თავიდან არიდების პოტენციალი გარკვეული ჰოსტინგ პირობებით.


1. ვებ გვერდი შენელებულია

ნელი ვებ გვერდები ხშირად აღიზიანებენ მომხმარებლებს. სულ 3 წამი გაქვთ იმისთვის რომ სტუმრების ნახევარზე მეტმა არ დატოვოს თქვენი საიტი მოუთმენლობის გამო. დამატებით, თქვენი რანჟირება საძიებო სისტემებში გაუარესდება თუ ნელი ვებ გვერდი გაქვთ.

რაც იმას ნიშნავს რომ ნაკლები ადამიანი დაინტერესდება თქვენი სერვისით, ნაკლები ტრაფიკი იქნება, ნაკლები ბრუნვა და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კონკურენტებსაც ჩამორჩებით. თუ თქვენი core web vitals-ის ოპტიმიზაცია უკვე მოგვარებულია, მაშინ გჭრდებათ ახალი ჰოსტინგ გეგმა - რომელიც ითვალისწინებს უფრო სწრაფ პასუხებს მოთხოვნებზე იმისთვის რომ ოპტიმიზირებული იყოს თქვენი ვებ გვერდის სისწრაფე.


2. არაა საკმარისი სურათები და ვიდეოები თქვენ ვებ გვერზე

მომხმარებლების უმეტესობას ბევრად ურჩევნია სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებების შემოწმება და ნახვა ვიდრე მუდმივად კითხვა და ფაილების ქექვა. თუმცა ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს ჰოსტინგის სხვადასხვა ატრიბუტებზე ამიტომ დაახლოებით მაინც უნდა გათვალოთ გეყოფათ თუ არა ის სივრცე და სისწრაფე, რომელიც ეხლა გაქვთ. 


3. ელით მომატებულ ტრაფიკს გარკვეულ პერიოდში

ახალი პროდუქციის გამოშვების, ახალი აბონენტების შემუშავების, ახალი მარკეტინგის გეგმის ან მსგავსი სხვა იდეების შედეგი მომატებული ინტერესია, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი რესურსები სჭირდება სერვერული მხირდან

როდესაც უკვე მზად იქნებით რომ ამ ყველაფრის ფინალიზაცია გააკეთოთ პროდუქციის გაყიდვით თუ თქვენი ვებ გვერდი გაითიშება ეს იქნება ძალიან დიდი ზარალის წყარო.

ამას რომ გვერდი აუაროთ გადაამოწმეთ bandwidth, რომელსაც თქვენი პროვაიდერი გთავაზობთ (ბუნებრივია მას შემდეგ რაც გაიგებთ ზუსტად რა ნიშნავს ეს ტერმინი). შეგიძლიათ ან სკალირებული bandwidth გეგმა აირჩიოთ ან ისეთი რომელიც ზოგადად მეტს გთავაზობთ.


4. ბიზნესი იზრდება შესაბამისად ელით მუდმივ მომატებულ ტრაფიკს 

თუ სწრაფად ვითარდებით თქვენ სფეროში, უკეთესი გქონდეთ თქვენი გამოყოფილი webmaster-ი, ბიუჯეტი, გამოყოფილი სერვერული გეგმა განუზომავი დისკის სისვრცით. ჩვენ, server1-ი გთავაზობთ დამატებით DDoS-ისგან დაცვას, hard drive-ების არჩევანს და firewall-ებს. 
დამატებით გაძლევთ საშუალებას გქონდეთ სრული კონტროლი იმაზე თუ როგორ გაანაწილებთ თქვენ სერვერულ რესურსებს. თუ გირჩევნიათ რომ ეს ექსპერტებს ანდოთ ჩვენი გუნდი ამ მხრივადაც მზადაა რომ გავითვალისწინოთ თქვენი კომფორტი.

დამატებით, შეგიძლიათ  გადახედოთ:


5. გაქვთ საჭიროება დამატებითი უსაფრთხოებების და გაუმჯობესებების, რომლებიც მოყვება რეგულირებულ ჰოსტინგს

არააქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის ბიზნესი გაქვთ; არის ის ელექტრონული კომერციული მაღაზია, ბლოგინგისთვის განკუთვნილი ვებ გვერდი, თუ მარტივი საიტი თქვენი მცირე ბიზნესისთვის, უსაფრთხოება მუდამ მნიშნელოვანია. შესაძლოა არ თვლით რომ თქვენ გვერდს ემუქრება საფრთხე, თუმცა აუცილებელია იმის ცოდნა რომ DDoS შეტევების უმეტესობა მიმართულია სწორედ ასეთ ბიზნესებზე.


6. გჭირდებათ sandbox ან დემო საიტები თქვენი მომხმარებლებისთვის

როდესაც ახალ იდეებს ტესტავთ საჭიროა ხელსაყრელი საშუალებები გქონდეთ მათ გამოსაცდელად. ეს პერიოდები მნიშვნელოვანია იმის გარანტიისთვის რომ პროდუქცია გამართულად მუშაობს. VPS გეგმა ზუსტად შესაბამისია ასეთი მოთხოვნებისთვის.


7. მართავთ რამდენიმე გვერდს თქვენი მომხმარებლებისთვის

რესელერ ჰოსტინგი გაძლევთ რამდენიმე მომხმარებლის ადმინისტრირების საშუალებას, ამიტომ აუცილებელი ხდება მსგავსი გეგმის გამოყენება თუ შესაბამისი საჭიროება არსებობს

დამატებით, რესელერ გეგმა ხდის თქვენ ვებ გვერდებს უფრო უსაფრთხოს. ეს ინდივიდუალური cPanel-ების დამსახურებაა. რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ სისტემაში შესვლა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა.

ასევე შეგიძლიათ ყოველ მომხმარებელს ინდივიდუალურად განუსაზღვროთ რესურსების გამოყენების შესაძლებლობები. რაც უფრო მეტი პერსონალიზირების საშუალებას მოგცემს.


8. საახალწლო პერიოდი ახლოვდება

ეს პერიოდები იდეალურია იმისთვის რომ სიახლეები დანერგოთ, სხვადასხვა ინოვაციების სახით. ამას კი თავისთავად ჭირდება სერვერთან დაკავშირებული რესურსები. საქმის გადადება კი მის გაფუჭებას ნიშნავს. ახალი წლის პერიოდში თქვენ უკვე მზა სისტემა ჯობს დაახვდროთ თქვენს მომხმარებელს და მეტად მშვიდად შეხვდეთ დამდეგ დღესასწაულს.