ჩემი გვერდი

რა არის VPS ჰოსტინგი?

8 დეკემბერს 2021
რა არის VPS ჰოსტინგი?

ჩვენ უკვე VPS-ზე ერთი ბლოგი შემოგთავაზეთ სადაც გამოყოფილ სერვერს შევადერეთ ის. ახლა უფრო მეტად ვფოკუსირდებით თვით VPS-ზე.


რა არის ვირტუალური პირადი სერვერი?

პირველ რიგში საჭიროა ამ ჰოსტინგის ტიპის, VPS-ის, ზოგადი დეფინიცია.

Dreamhost-ის მარტივი ენით, სერვერი არის ძლიერი კომპიუტერი რომელიც ინახავს მონაცემებს და ფაილებს რომლებისგანაც შედგება თქვენი ვებ გვერდი. როდესაც ადამიანი წერს თქვენს დომეინის სახელს ვებ ბრაუზერში, ეს ძლიერი კომპიუტერი აწვდის მას თქვენ ვებ გვერდს.

რას ითვალისწინებს ვირტუალურობის ასპექტი: VPS იყენებს ვირტუალიზაციის ტექნოლოგიას რომ დაყოს ერთი ძლიერი სერვერი პატარ-პატარა ვირტუალურ ნაწილებად. ანუ, ეს არის ერთი ფიზიკური ობიექტი რომელიც ცალკეულ სერვერებად იყოფა.

სიტყვა პირადი ყოველდღიურ მნიშვნელობას ატარებს. თქვენი ვირტუალური სერვერი გამოყოფილია მხოლოდ თქვენთვის, არ მოგიწევთ RAM-ის, CPU-ს ან სხვა ინფორმაციის გაზიარება დანარჩენ მომხმარებლებთან.


როგორ მუშაობს VPS?

VPS ჰოსტინგი ასიმულირებს გამყოფილი სერვერების სერვისს მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურ სერვერს რამდენიმე მომხმარებელი ხმარობთ ერთად. სხვა სიტყვებით, ვირტუალურად განცალკევებულები ხართ ხოლო ფიზიკურად არა.

ჩვენ, Server1, ვაინსტალირებთ ვირტუალურ ფენას სერვერის ოპერაციულ სისტემაზე (OS) ვირტუალიზაციის ტექნოლოგიით. სერვერი, რომელიც ვირტუალურად დაყოფილია ინდივიდუალურ კომპონენტებად, აძლევს ცალკეულ მომხმარებლებს საშუალებას რომ საკუთარი OS და software დააინსტალირონ. 

რადგან VPS გამოყოფს თქვენ ფაილებს სხვა მომხმარებლებისგან OS-ის დონეზე, ის ნამდვილად პირადი სერვერია. რაც ნიშნავს რომ თქვენი ვებ-გვერდი განთავსებულია უსაფრთხო "კონტეინრეში", რომლისთვისაც გარანტირებულია სერვერული რესურსები - მეხსიერება, დისკის მეხსიერებას (disk space), CPU ბირთვები, ა.შ. არ გიწევთ არცერთის გაზიარება არავისთან.


შედარება საზიაროსთან & გამოყოფილთან
 

1. საზიარო ჰოსტინგი

საზიარო ჰოსტინგი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია და ზოგიერთი ახალი მომხმარებლისთვის დამაკმაყოფილებელია. როდესაც იძენთ საზიარო ჰოსტინგ გეგმას, თქვენ დანარჩენ მომხმარებლებს (იმავე სერვერზე) უზიარებთ CPU-ს, RAM-ს და hard drives-ს მეხსიერებას.

თუმცა საზიაროს რამდენიმე მინუსი აქვს, ძირითადად, ზუსტად იმის გამო რომ საზიაროა. მაგალითად, ვინმეს თუ უცებ ეზრდება ტრაფიკი თქვენვე სერვერზე ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი ვებ-გვერდის ოპერირებაზე. თუმცა თუ ახლახანს დაასრულეთ თქვენი ვებ-გვერდი და არ გაქვთ დიდი ტრაფიკი საზიარო ჰოსტინგი კარგი გზაა რომ პირველი ნაბიჯები გადადგათ.

თუ ასეთ სერვისს ეძებთ შეგიძლიათ ჩვენს სერვისებს გადახედოთ (ყველაზე იაფი ვარიანტი 1 GB SSD 6.99 ლარი ღირს)


2. გამოყოფილი ჰოსტინგი

გამოყოფილ სერვერებზე ჩვენ ცალკე მიმოხილვა შემოგთავაზეთ.

გამოყოფილი სერვერები საზიაროს საწინააღმდეგო ვესიაა. იმის მაგივრად რომ შეაგროვოთ რესურსები (სხვებთან ერთად) და გაიზიაროთ გადახდები სხვა ვებ გვერდის მფლობელებთან, თქვენ გაქვთ ერთი გამოყოფილი ვებ გვერდი.

ბუნებვრივია ეს უფრო მეტი დაგიჯდებათ, თუმცა 100%-იანი კონტროლი გექნებათ თქვენს რესურსებზე და შეგეძლებათ softwares-ის შეცვლა სურვილისამებრ. ეს ტიპის ჰოსტინგ კომპლექტი ზედგამოჭრილია მსხვილი ბიზნესებისთვის ან ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მაღალი ტექნიკური მოთხოვნები აქვთ.


3. VPS ჰოსტინგი

VPS ჰოსტინგი შუამავალი ვერსიაა საზიაროსა და გამოყოფილს შორის. როდესაც თქვენ ირჩევთ VPS, თქვენ იზიარებთ ერთსა და იმავე hardware-ს სხვა ვებ-გვერდებთან.

თუმცა, თქვენი ვებ გვერდი ერთადერთი დომეინი/დომენია რომელიც მიმაგრებულია ამ კონკრეტულ ვირტუალურ კომპონენტზე. რაც ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი OS-ით, გამოყოფილი მეხსიერებით, ძლიერი CPU-თ, სკალირებული RAM-ით და უსასრულო bandwidth-ით ისარგებლოთ.

VPS-ით თქვენ ახერხებთ ბევრი გამოყოფილი სერვერის უპირატესობის გამოყენებას უფრო ნაკლებად ფასად.