ჩემი გვერდი

არის თუ არა გამოყოფილი სერვერები საჭირო?

4 ნოემბერს 2021
არის თუ არა გამოყოფილი სერვერები საჭირო?

თუ ისეთი ბიზნესი გაქვთ რომლის საქმიანობაც ონლაინში მიდის, მაშინ იმის განსაზღვრა თუ როგორი ციფრული გავლენა გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

შესაძლოა თქვენ უკვე სარგებლობთ ჰოსტინგ სერვისით და გსურთ გამოყოფილი სერვერების გამოყენება თქვენი ბიზნესისთვის. გამოყოფილი სერვერები თქვენი პერსონალური, გემოვნებაზე მორგებადი სერვერებია - ინტერნალურადაც და ექსტერნალურადაც. იმის მიხედვით თუ როგორი ბიზნესი გაქვთ (მასშტაბი, ფუნქცია, მოდელი) შესაძლოა გამოყოფილი სერვერების ხმარება თქვენთვის დიდი უპირატესობა აღმოჩნდეს.

ჩვენ გთავაზობთ გალ ოვედის 7 ეტაპიან მიმოხილვას იმისთვის რომ გაარჩიოთ რამდენად საინტერესოა თქვენთვის მსგავსი იდეა:


1. რა არის გამოყოფილი სერვერი

მარტივად, გამოყოფილი სერვერი არის სერვერი რომელიც სპეციფიურად თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის არის გამოყოფილი. არცერთ პიროვნებას არ აქვს არანაირი საშუალება რომ სერვერის hardware-ზე წვდომა ქონდეს თქვენი ნებართვის გარეშე. რაც ბუნებრივია იმას ითვალისწინებს რომ თქვენ შეგიძლიათ მთლიანი სერვერი თქვენი სურვილების მიხედვით მოირგოთ.

გამოყოფილი სერვერი თქვენ ნეტზე, სხვა კომპიუტერებისგან ადასტურებს და ახორციელებს მოთხოვნებს. მაგ: ფაილების გაზიარება, კომუნიკაცია, უსაფრთხოება, ინფორმაციის შენახვა, ეს ყველაფერი კი მესამე პირის ჩარევის გარეშე. ეს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აასწრაფებს თქვენს პროცესებს, გახდის მათ უფრო უსაფთხოს, სანდოს და გააუმჯობესებს ფუნქციონალს.


2. ჰოსტინგის სხვადასხვა ტიპები


სერვერების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც ადვილია აგვერიოს ერთმანეთში თუ ამ საკითხში გამოცდილება არ გვაქვს.

გამოყოფილი ჰოსტინგი: როგორც ვახსენეთ, ეს არის ბიზნესის მოწყობის ის ტიპი სადაც მმართველს აქვს საშუალება სერვერი თავისი სურვილისამებრ მოაწყოს. გამოყოფილი სერვერი ითვალისწინებს საკუთარ IP ადრესსაც და აბსოლუტურ კონტროლს წვდომაზე.

VPS ჰოსტინგი: ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ჩვენი კომპანია აწყდება არის დაკავშირებული VPS სერვერების გამოყოფილთან შედარებასთან. ეს იმიტომ რომ ბევრისთვის VPS სერვისები საკმარისი ჩანს იმ მიზნებისთვის, რომლებიც აქვთ. VPS (პირადი ვირტუალური სერვერის ჰოსტინგი) არის იმ ტიპის ჰოსტინგი რომელიც ითვალისწინებს hardware-ის ნაწილის დათმობას თქვენი ბიზნესისთვის (დანარჩენი - სხვა კომპანიებს). თქვენ გეძლევათ იმ ნაწილის კონტროლის საშუალება, რომელსაც ფლობთ თუმცა ამის იქით შეზღუდულები ხართ გარკვეულ საკითხებში.

Cloud ჰოსტინგი: cloud ჰოსტინგი პატარა ბიზნესებისთვისაა პოპულარული. მომხმარებლები ქირაობენ cloud-ის სივრცეს, რომელიც სერვერების ნაკრების მიერაა გამოყოფილი. ეს სერვისი შედარებით იაფი და უსაფრთხოა, თუმცა მნიშვნელოვანი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.


3. ბიზნესის გაძლიერებული უსაფრთხოება


გამოყოფილი სერვერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა უსაფრთხოებაშია. რადგან მთელი თქვენი ინფორმაცია, მონაცემები და პაროლები შენახულია ერთ ადგილას, რომელსაც მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ, უფრო ადვილი ხდება ამ სივრცის დაცვა.


4. თქვენზე მორგებული ციფრული არქიტექტურა

გამოყოფილი სერვერი გთავაზობთ თავისფულებას ციფრულ არქიტექტურასთან მიმართებაშიც. შეგიძლიათ მოირგოთ ოპერაციული სისტემა(ები), ვებ ჰოსტინგი, ბიბლიოთეკის software, აპლიკაციები, და წვდომის კონტროლი ისე როგორც გინდათ, იმაზე ფიქრის გარეშე თუ რა მხრივ შეგზღუდავთ სხვა კომპანია. Server1-ი დამატებით გთავაზობთ თქვენი PHP პარამეტრებიც შეცვლასაც. 


5. უფრო ეფექტური შენახვა და გაზიარება

ცენტრალური პანელიდან გეძლევათ საშუალება ზუსტად ისე აკონტროლოთ წვდომა სხვადასხვა უფლებებზე, ინფორმაციაზე & მონაცემებზე როგორც მოგსურვებათ. დამატებითი bandwidth & სისწრაფე ძალიან დიდი პლიუსია, რომელიც პრაქტიკულად ყველა პროექტში გამოიხატება. თქვენ შეგიძლიათ უფლებები და ინფორმაციის წვდომა გაანაწილოთ სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის ისე რომ ერთს მეორეზე არ გააჩნდეს არანაირი არასაჭირო ან დაფარული ინფორმაცია.


6. რამდენიმე სისტემა გაერთიანებული ერთში

გამოყოფილი სერვერი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ შენახვის და ჰოსტინგის მანქანა. მას შეუძლია სხვადასხვა სისტემების მრავალფეროვანი ფუნქციები შეითავსოს: ქსელის ხელმისაწვდომობა, დაცვა DDoS შეტევისგან, Firewall, დამატებითი ქსელი, 24/7 მონტირინგი... მსგავსი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფები დაგეხმარებათ ამ ტიპის ჰოსტინგის უპირატესობების უფრო ცხადად დანახვაში.


7. მეტი სისწრაფე, მეტი ბრუნვა

იმის გამო რომ, ეს სერვისი გაყოფილი არაა სხვადასხვა კომპანიებისთვის, ტრაფიკი ბევრად დაბალია, შესაბამისად სისწრაფეც და აქედან გამომდინარე ბრუნვაც მატულობს. ლოკალურად Server1-ი გთავაზობთ 1GBit პორტ სისწრაფეს (რაც ნიშნავს რომ ატვირთვა ან დაკავშირება მომენტალურია), გლობალურად 20GBit-50GBit-ს

თუ ეს ფუნქციები თქვენთვის დამაინტრიგებლად ჟღერს, შეგიძლიათ ახლავე დაგვიკავშირდეთ და ჩვენ სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ.