ჩემი გვერდი

კონვერსიები & შეცდომები

22 მარტს 2022
კონვერსიები & შეცდომები

ეს ბლოგი პირველ რიგში ეხება გაყიდვებს, რომლებიც მომხმარებლების ინტერესებშია. თქვენი ორგანიზაციის მოვალეობაა რომ მომხმარებელს შესთავაზოს მაღალხარისხიანი, საჭირო ან კომფორტული პროდუქტი.

შესაბამისად ამ ბლოგის მიზანი იქნება რამდენიმე საშუალების შემოთავაზება იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს შესთავაზოთ რაც შეიძლება მარტივი და სწრაფი პროცესი. 

პირველ რიგში, თუ თქვენი საიტი ცდილობს მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტი, მაშინ ეს პროდუქტი რაც შეიძლება მალე უნდა შეხვდეთ მათ საიტზე. 

საიტი აშკარად უნდა გამოხატავდეს იმ ფაქტს, რომ ის კონკრეტული მიზნებისთვისაა შექმნილი. 

ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, თუ თქვენი სამიზნო აუდიტორია კარგად გიცნობთ ან გენდობათ) რეკომენდირებულია პროდუქტზე ორიენტირებული CTA ღილაკის მთავარ გვერდზევე განთავსება. 

 

ტაბლეტის სურათი

 

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ნავიგაციურ პროცესზე, პირველი რჩევაც სწორედ მას ეხება.


გამარტივებული, ინტუიტიური ნავიგაცია

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი რის გამოც თქვენმა მომხმარებელმა შესაძლოა დატოვოს თქვენი საიტი იმის მიუხედავად, რომ მზადაა იყიდოს პროდუქტი არის ზედმეტად ჩახლართული ყიდვის პროცესი.

თუ მათ ფორმების შევსებას თხოვთ, ზედმეტ ლინკებს სთავაზობთ, ზედმეტ ველებს, და სთხოვთ რომ რამდენიმე გვერდი გაიაროს იმისათვის რომ უშუალოდ იყიდოს პროდუქტი მაშინ აბსოლუტურად გამოსაცვლელია მიდგომა. განსაკუთრებით, როდესაც ეს ფორმები და ველები ცენტრალურადაა გამოყვანილი და არაა დამატებით ვარიანტებად წარდგენილი.

ეს განსაკუთრებულად საყურადღებო პრობლემაა, რადგან საკმაოდ რთულია მომხმარებელს საერთოდ შევუცვალოთ შთაბეჭდილება საიტზე

თუ ისინი ერთხელ მაინც იმდენად გაღიზიანდებიან თქვენი checkout-ით რომ დატოვებენ გვერდს, მაშინ, დიდი ალბათობით, თქვენთან საერთოდ აღარ იყიდიან პროდუქტებს/სერვისებს. ანუ ეს ეხება არამხოლოდ ერთჯერად ყიდვას არამედ ზოგადად კომპანიის რეპუტაციას.

თუ გარდაუვალია გართულებული პროცესი მაშინ პროგრესის tracker-ი ჯობს ჩანდეს მომხმარებელთან. ანუ ის პროცენტული მაჩვენებელი (ხაზით აღნიშნული), რომელიც მას გავლილი აქვს ყიდვის პროცესში.

 

ლეპტოპის და მაუსის სურათი

 

ან შეგიძლიათ თუნდაც სახელებით დაყოთ. მაგალითად: კალათა -> ბილინგი -> მისამართი -> გადახდის მეთოდი... ა.შ. მთავარია ცხადად ჩანდეს რომელ ეტაპზეა მომხმარებელი. 

ასევე ყურადღება მიაქციეთ ნავიგაციას ამ ეტაპებსა და თვითონ მაღაზიას/პროდუქტებს შორის. მომხმარებელს მარტივად უნდა შეეძლოს რაიმეს დამატება (სიტყვაზე მსგავსი პროდუქტების) ან წაშლა. 


Guest-ს ხმარება

ხშირად მომხმარებელს ეზარება საიტზე რეგისტრაცია ამიტომ თუ წინასწარვე თხოვთ ამ ეტაპის გავლას შესაძლოა თქვენი საიტი დატოვონ. ჯობს ეს ეტაპი უშუალოდ ყიდვის წინ იყოს იმისათვის რომ თქვენ ინფორმაცია გქონდეთ მომხმარებელს კი შენარჩუნებული ინტერესი.

შეგიძლიათ დროებითი "guest" ანუ სტუმარის ფუნქციით მისცეთ მომხმარებელს საიტის დათვალიერების უფლება. 


პროდუქციის/სერვისის ფასი

რამდენიმე წლის წინ მეტად ვიდრე ამჟამად მაგრამ ფასებით მანიპულაცია ისევ საკმაოდ ხშირია. თუ პროდუქტი ყველაფერთან ერთად ღირს 200 ლარი და თქვენ ნაწილს არ აჩვენებთ მომხმარებელს, არ იქნება გასაკვირი თუ ისინი დატოვებენ თქვენს საიტს.

ასეთი მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას რომ კომპანია მზადაა მანიპულაციას მიმართოს იმისათვის რომ მოგება მიიღოს. რაც აბსოლუტურად გამართლებულია მომხმარებლის მხრიდან. 

 

ლეპტოპი

 


ჩატვირთვის სისწრაფე

ყოველ დაკარგულ წამს მოყვება მომხმარებლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა. 3 წამიანი პაუზის შემდეგ ძალიან ბევრი (პრაქტიკულად ნახევარი) ტოვებს საიტს. 

უკეთესი ჰოსტინგ პროვაიდერი და სერვისები დაგეხმარებათ რომ ეს პრობლემა საერთო გააქროთ.


გატესტვა

ნავიგაციის ინტუიტიურობის გამოცდა მარტივად შეიძლება საიტის სხვადასხვა ადამიანებზე გატესტვით. შესაძლოა პრობლემა სურათების ზომაში ან ხარისხშია, ან თქვენი მთავარი, "checkout" CTA საკმარისად გამოკვეთილი არაა, ან თუნდაც სხვა მსგავსი ტექნიკური პრობლემაა, რომელიც თქვენი საიტის ხარისხს აფუჭებს. 
საშუ
ალო დონეებიკონვერსიების პროცესის დროს საშუალოდ 50%-80% ტოვებს ვებსაიტს. ამაში მაინცდამაინც საგანგაშო არაფერია. ეს პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს ინდუსტრიის და დროის მიხედვით. 

თუმცა გაითვალისწინეთ რომ აშშ-ში კორპორაციების 92% 10 წლის განვმალობაში იძირება. ამიტომ საშუალო მაჩვენებელი ყველაფერს არ წყვეტს.

შესაძლოა თქვენი საშუალო მაჩვენებელი საერთოდ მაღალი იყოს თუმცა იმ 15%-ს მეტად აინტერესებდეს თქვენი პროდუქცია/სერვისი. ეს ხშირად იმის ბრალია რომ რეკლამები არასაკმარისად კონკრეტულადაა მიმართული.