ჩემი გვერდი

დომეინის მნიშვნელობა და მისი შერჩევის კრიტერიუმები

11 ნოემბერს 2021
დომეინის მნიშვნელობა და მისი შერჩევის კრიტერიუმები

კარგი დომეინის/დომენის სახელი ან ვებსაიტის მისამართი გაძლევთ საშუალებას რომ მეტად უნიკალური და პროფესიონალური იმიჯი შეუქმნათ თქვენს ბიზნესს. დომეინის სახელები გეხმარებათ ბრენდის სახელის მოხვეჭაში, მარკეტინგში და გაყიდვების გაუმჯობესებაში. როდესაც უკეთ გაიგებთ დომეინების მნიშვნელობას შესაბამისად უფრო მეტი საშუალება გექნებათ ონლაინ საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ამ სტატიაში ჩვენ გავარჩევთ დომეინ სახელებს, მათ მნიშვნელობას, სხვადასხვა ტიპებს და რჩევებს მათ არჩევასთან დაკავშრებით.


რა არის დომეინის სახელი?

დომეინ სახელი არის ვებსაიტის მისამართი. შეგიძლიათ დომეინის სახელი ჩაწეროთ ბრაუზერის ადრეს ბარში რომ მიაგნოთ კონკრეტულ საიტს ან გვერდს. დომეინი არის URL-ის ნაწილი. URL აკავშირებს დომეინის სახელს და სხვა მსგავს მონაცემებს რომ გადაიყვანოს მომხმარებელი სასურველ მისამართზე. მაგალითად:


www.mygo.ge - არის დომეინის სახელი
https://www.mygo.ge/ka/works.html - URL


ინტერნეტ ბრაუზერები ტვირთავენ რესურსებს DNS-ის (დომეინის სახელების სისტემა) საშუალებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა მსოფლიოში. DNS გარდაქმნის დომეინის სახელს IP მისამართად, რომლებიც ბინარული კოდია და ის აკავშირებს ქსელებს და მოწყობილობებს. ესენი კი თავისთავად იდენტიფიკაციას უკეთებენ და უკავშირდებიან ერთმანეთს. იმის გათვალისწინებით რომ IP ადრესები გრძელია და კომპლექსური ხალხი იყენებს დომეინ სახელებს მათ შემცვლელებად მისმართის ჩაწერისას.

ინდივიდებს და ბიზნესებს შეუძლიათ უნიკალური დომეინების სახელები დაარეგისტრინონ ICANN-ის საშუალებით, რომელიც ამ პროცესზე პასუხმისმგებელია. ბიზნესები ტიპურად მათი სახელის მსგავს დომეინს ირჩევენ რომ უფრო ადვილი საპოვნელი გახადონ საკუთარი ვებსაიტი. მათ დამატებით ეძლევათ საშუალება რომ დომეინის სახელი გამოიყენონ როგორც ბიზნესთან დაკავშირებული იმეილი.

რატომ არის დომეინის სახელი მნიშვნელოვანი?

Indeed ედიტორიალური გუნდის მიხედვით დომეინის სახელის მნიშვნელობა გამომდინარეობს მისი პირველი შთაბეჭდილების ფუნქციიდან. იმის გათვალისწინებით რომ პრაქტიკულად ყველა ბიზნესს თავისი სახელის შესაბამისი დომეინები აქვს ჩნდება ამ საქციელის გამეორების მოტივაციაც. გთავაზობთ დამატებით რამდენიმე მიზეზს თუ რატომაა დომეინის სახელი მნიშვნელოვანი:

  • მომხმარებლის წვდომა: მარტივი და გამორჩეული დომეინის სახელი გაძლევთ წვდომის გამარტვივების საშუალებასაც; თუ მომხმარებელი ადვილად პოულობს საიტს პროდუქციით დაინტერესების შანსიც იზრდება

  • ბრენდინგი: დომეინის სახელი არის შესაძლობლობა ბიზნესისთვის რომ ძლიერი შთაბეჭდილება დატოვოს პოტენციურ მომხმარებელზე. დამატებით შეგიძლიათ იგი დაუკავშიროთ ბიზნესის მისიას, ღირებულებებს, პროდუქტებს, სერვისებს, ხედვას, ა.შ

  • პასუხისმგებლობა: ადეკვატური დომეინების სახელები გაძლევთ საშუალებას რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ და ეს უკანასკნელი გამოიყენოთ როგორც ნდობის მოპოვების საშუალება

  • გუნდურობა: დამქირავებელს აქვს საშუალება რომ თავისი თანამშრომლები ერთი იმეილით გააერთიანოს და აარიდოს თავი ზედმეტ გაუგებრობას. კოლაბორაციაც და პროფესიონალური იმიჯიც ბონუსებია


როგორც დაჯგუფება ისევე დაყოფა ხდება დომეინების მიხედვით თუ მსგავსი სურვილი გაქვთ

ორგანიზაცია: დომეინის სახელის და იმეილის თანხვედრა გაძლევთ სხვადასხვა ტიპის ბიზნეს თუ პროფესიონალური ინფორმაციის ერთ ადგილას თავმოყრის შესაძლებლობას. შეგიძლიათ რამდენიმე გვერდი შექმნათ თქვენს დომეინზე ფაილების შენახვის და გაყიდვების ვარიანტის მიზნით (შეგიძლიათ ბლოგიც გამოიყენოთ). 


რჩევები სწორი დომეინის სახელის ასარჩევად

რამდენიმე პატარა დეტალი არის დასამახსოვრებელი როდესაც ახალი დომეინის სახელს ეხება საქმე:

- აარჩიეთ მოკლე და მარტივი ვარიანტი

- ადვილად ჩასაწერი & გამოსათქმელი

- თავი აარიდეთ სიმბოლოებს

- ბიზნესის სახელს შეუსაბამეთ

- გადაამოწმეთ რომ განსხვავდება სხვა ბრენდების სახელებისგან

- ამოირჩიეთ TLD, რომელიც ჯდება თქვენი ორგანიზაციის მიზნებში

- გამოიყენეთ ".com" გაფართოება თუ გინდათ რომ ავტომატურად ნაცნობი იყოს თქვენი მომხმარებლისთვის

- გამოიყენეთ დომეინის სახელების შემმოწმებელი რომ არაფერი გამოგეპაროთ

- გამოიყენეთ საკვანძო ფრაზები SEO-სთვის