ჩემი გვერდი

გამოყოფილი სერვერების უპირატესობები

28 იანვარს 2022
გამოყოფილი სერვერების უპირატესობები

როდესაც საქმე სერვერებს ეხება, პირველი გადაწყვეტილება ხშირად სერვისების ტიპთანაა დაკავშირებული. ახალმა მომხმარებელმა იშვიათად იცის ზუსტად რომელი ტიპის პაკეტი აწყობს. იმაზე აღაარა საუბარი თუ ზუსტად რა კონკრეტული მიზეზებისთვის ირჩევს ერთს თუ მეორეს.

თუმცა არაა გასაკვირი რომ სერვისის ტიპს პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე თუ როგორი პრობლემები ან უპირატესობები გექნებათ ონლაინ ბიზნესთან მიმართებაში.

პირველ რიგში აუცილებელი იმსჯელოთ იმაზე თუ თქვენი კომპანიისთვის, რამხელა მასშტაბის პაკეტებია შესაბამისი. ბუნებრივია თუ ეს-ესაა წამოწყებული გაქვთ ბიზნესი არაა საჭირო გამოყოფილ სერვერებზე ფიქრი.

თუმცა იმის გამო რომ გამოყოფილი სერვერები გთავაზობენ მეტ კონტროლს, უზრუნველყოფას და დაცვას კიბერ-შეტევებისგან, ისევე როგორც საშუალებებს რომ მომატებულ ტრაფიკს გაუმკლავდეთ, მათზე წინასწარ ფიქრი უადგილო ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე კონტროლს ეხება, უმაღლესი ხარისხის VPS პაკეტებიც კი ვერ შემოგთავაზებენ იმ ტიპის კონტროლს რომელიც გამოყოფილ სერვერს მოყვება.

რა არის გამოყოფილი სერვერი?

როგორც წინა ბლოგში მოგახსნეთ, გამოყოფილი სერვერი არის სერვერი რომელიც სპეციფიურად თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის არის გამოყოფილი. არცერთ პიროვნებას არ აქვს არანაირი საშუალება რომ სერვერის hardware-ზე წვდომა ქონდეს თქვენი ნებართვის გარეშე. რაც ბუნებრივია იმას ითვალისწინებს რომ თქვენ შეგიძლიათ მთლიანი სერვერი თქვენი სურვილების მიხედვით მოირგოთ.

გამოყოფილი სერვერი თქვენ ნეტზე, სხვა კომპიუტერებისგან ადასტურებს და ახორციელებს მოთხოვნებს. მაგ: ფაილების გაზიარება, კომუნიკაცია, უსაფრთხოება, ინფორმაციის შენახვა, ეს ყველაფერი კი მესამე პირის ჩარევის გარეშე. ეს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აასწრაფებს თქვენს პროცესებს, გახდის მათ უფრო უსაფთხოს, სანდოს და გააუმჯობესებს ფუნქციონალს.


Downtime

იმ უნდუსტრიის მიხდვით რომლის წევრიც ხართ დამატებით საჭიროებებზე შეიძლება საუბარი. მაგალითად, გამოყოფილი სერვერების ერთ-ერთი მნიშნელოვანი უპირატესობა downtime (ანუ პერიოდის როდესაც თქვენი საიტი არ მუშაობს) საგრძნობლად შემცირებაა.

თუ ისეთ სფეროში მუშაობთ სადაც მნიშვნელოვანია მომხმარებლის 24/7 უზრუნველყოფა ან თუნდაც გატანილი გაქვთ ბიზნესი საზღვარგარეთ მაშინ გამოყოფილი სერვერები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ზუსტად ამიტომ Server1 გთავაზობთ 24 საათიან მონიტორინგს ისევე როგორც ელ-ფოსტის შეტყობინებებს. 

მომხმარებლებისთვის საკმაოდ გამაღიზიანებელია dowtime, რაც თქვენს ბრენდინგზე და ორგანიზაციულ რეპუტაციაზე მოქმედებს. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, კონვერსია, მათი მხრიდან, შესაძლოა დროზე დამოკიდებული იყოს.

ანუ, მაგალითად, თუ თქვენ ელ-კომერციის ინდუსტრიაში ხართ შესაძლოა მომხმარებელმა სხვისი კომპანიიდან შეიძინოს ის პროდუქტი, რომელსაც თქვენ საიტზე ეძებდა სანამ ის გაითიშებოდა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ სფეროში გამოცდილება გაქვთ მაშინ იმ ტრაფიკის სტატისტიკით, რომელსაც გთავაზობთ შეგიძლიათ დააკვირდეთ dowtime-ის შემცირებით როგორ იცვლება თქვენი მონაცემები ამ კუთხით. 

ყველაზე მეტი ყურადღება, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში, SEO-ს ეთმობა. Google მკაცრად აკონტროლებს საიტის სისწრაფეს, მის downtime-ის მაჩვენებლებს ამიტომ ამ ორ საკითხში პრობლემები პრაქტიკულად ხაზს უსვამს თქვენს გეგმებს კომპანიასთან მიმართებაში.

SEO-ს გარეშე ძალიან რთულია ონლაინ ბიზნესის პოპულარიზაცია, თითქმის წარმოუდგენელიც კი, იმის გათვალისწინებით რომ ის პირდაპირ მოქმედებს თქვენს ონლაინ მარკეტინგულ კამპანიებზე.


Downtime-ის მიზეზები

Downtime-ის ხშირი მიზეზები ასოცირდება სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებთან, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესებისკენ. იშვიათია კიბერ-შეტევების მსხვერპლი მსხვილი ბიზნესი იყოს, არა მხოლოდ იმიტომ რომ მათ მეტი რესურსები აქვთ მსგავსი რამისთვის თავის ასარიდებლად არამედ იმის გამოც რომ კიბერ-დანაშაული არაა მათკენ მიმართული.

შესაბამისად, აუცილებელი ხდება ამ საყურადღებო ინფორმაციის გათვალისწინება სერვისის არჩევისას. Server1 გთავაზობთ როგორც Firewall-ს ასევე დაცვას DDoS შეტევებისგან. 

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება რომ თუ სერვერს იზიარებთ ვინმესთან, ანუ ის კონკრეტულად თქვენთვის არაა გამოყოფილი, დიდი შანსია რომ სხვა მომხმარებელი გახდეს შეტევის მსხვერპლი. რა შემთხვევაშიც თქვენც ზიანდებით. 

ბუნევრივია იმ დაცვითი სისტემების გამო, რომლებსაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია მოხდეს, თუმცა აქ საუბარია იმ მცირე პროცენტულ მაჩვენებლებზე, რომლებიც საყურადღებოა Downtime-თან მიმართებაში.


სხვადასხვა ფაქტორები

ასევე გასათვალისწინებელია მნახველების რაოდენობაც, ტრაფიკის მასშტაბი წამყვანი ფაქტორი უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების მიღებისას. რაც მეტია მნახველი მით უფრო ძლიერი სერვერია საჭირო. ტრაფიკზე მხოლოდ სტატისტიკით მსჯელობა არაა საჭირო, ხშირ შემთხვევაში როდესაც ნელ ვებსაიტებთან გვაქვს საქმე პრობლემა სწორედ ამაშია.

შენელებული ვებსაიტი კი წამებში იწვევს bounce მაჩვენებლის მომატებას, ანუ მომხმარებელი მალევე გადის თქვენი ვებსაიტიდან. ეს ბუნებრივია როგორც კონვერსიებზე ისევე ბრენდის იმიჯზე და მომავალ ინტერესზე უარყოფითად მოქმედებს.

ასევე აღსანიშნავია რომ თუ მომავალში ელით ტრაფიკის მომატებას ჯობს წინასწარ დაიწყოთ მომზადება იმისათვის რომ თავი აარიდოთ უამრავ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ონლაინ ბიზნესის ნელ რეაგირებასთან. 

თუ თქვენ მსხვილი ან საშუალო ზომის ბიზნესი გაქვთ მაშინ პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება არჩევანის გაკეთება სწორედ გამოყოფილ სერვერზე. ცენტრალური პანელიდან გეძლევათ საშუალება სურვილისამებრ აკონტროლოთ წვდომა სხვადასხვა უფლებებზე, ინფორმაციაზე & მონაცემებზე.

დამატებით, ჰოსტინგთან მიმართებაში, ყველა კონტენტი ერთნაირი არაა. შედარებით მცირე ზომის ჰოსტინგის სერვერს შეუძლია ბევრ მნახველს გაუმკლავდეს თუ ვებ გვერდი თითქმის მთლიანად ტექსტისგან შედგება. ხოლო, როცა საქმე დიდი დოკუმენტები, ვიდეოების და ლაივ ჩატის ფუნქციონალთან გვაქვს მაშინ უკვე უფრო მეტი რესურსი გჭირდებათ.

მეტი რესურსები კი ითვალისწინებს იმ იდეასაც რომ ისეთი სერვისის არჩევა ღირს, რომელიც პრობლემატური არ გახდება მცირე ან საშუალო დონის ტრაფიკის მატებასთან ერთად. 

შეჯამება

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გამოყოფილი სერვერები ერთსა და იმავე სერვისებს არ ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზაციებში.

ზოგი კომპანია გამოყოფილზე უკეთეს VPS სერვისებს შემოგთავაზებთ, შესაბამისად თუ ზუსტად გსურთ გაერკვეთ ამ თემაში, ცოტა უფრო უნდა ჩაუღმავდეთ საკითხს. 

ამ ბლოგის მიზანი იყო გამოყოფილი სერვერების ზოგადი მიმოხილვა, იმ ადამიანებისთვის ვინც ინტერესდებიან ამ სერვისით.