ჩემი გვერდი

რა არის საზიარო ჰოსტინგი და როგორ მუშაობს იგი?

25 ოქტომბერს 2021
რა არის საზიარო ჰოსტინგი და როგორ მუშაობს იგი?

საზიარო ჰოსტინგი არის სერვისის ტიპი რომელიც აძლევს ბევრ ვებ გვერდს ერთი სერვერის გამოყენების საშუალებას. რა დროს ხდება ეს საჭირო? როდესაც რესურსებში და ღირებულებაში ეკონომიაა ჩვეთვის აუცილებელი. სერვერს ერთზე მეტი ვებსაითის დაჰოსტვა შეუძლია ამიტომ რამდენიმეს დაჯგუფება გვაძლევს საშუალებას უფრო ადვილად გავუმკლავდეთ სერვერის ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემებს

სანამ უფრო დეტალურად ავღწერთ ამ თემას, მოკლე მიმოხალვას გთავაზობთ სერვერის მახასიათებლებზე

როგორ მუშაობს სერვერი?

როდესაც ვებ გვერდის URL-ს წერთ თქვენ ბრუაზერში, ბრაუზერი ეძებს სერვერს რომელზეც ხდება გვერდის შენახვა ან დაჰოსტვა. როდესაც ბრაუზერი სერვერს პოულობს, ის აგზავნის HTTP მოთხოვნას ინფრომაციასთან და მონაცემებთან მიმართებაში, რომ ვებ გვერდის გამოჩენა გახდეს შესაძლებელი.

პროცესი ანალოგიურია საზიარო ჰოსტინგის დროს. ერთადერთი განსხვავება ისაა რომ ერთი სერვერია რამდენიმე ვებ გვერდის ინფორმაციაის შენახვაზე/დაჰოსტვაზე პასუხისმგებელი.

წარმოიდგინეთ საზიარო ჰოსტინგ სერვისი როგორც გემი სხვადასხვა კაბინებით. კაბინები საიტებია, გემი - სერვერი, ხალხი... ისინი ვინც ერთი და იმავე მიმართულები უნდათ წასვლა - ონლაინ წარმატებისკენ.

იმის მიუხედავად რომ ყველა ერთსა და იმავე სერვერს ხმარობ (ე.ი ტრანსპორტის იმავე საშუალებას) მოგზაურობა განსხვავებულია. თქვენს გვერდზე მყოფ კაბინაში არსებული ტურისტი იმავე საქმიანობით არ კავდება რომლითაც თქვენ. თქვენ იზიარებთ ხელსაწყოს, რომლითაც მიემართებით გარკვეული მისამართისკენ, მაგრამ გაქვს თავისუფლება რომ გქონდეთ ისეთი მოგზაურობა როგორიც მოგესურვებათ. საზიარო ჰოსტინგი ყველაზე ეკონომიური ვარიანტია ვებ ჰოსტინგებს შორის, შესაბამისად პოპულარულიც.

ვისთვისაა ზედგამოჭრილი საზიარო ჰოსტინგი?

ეს ჰოსტინგის ტიპი იდეალურია ბლოგებისთვის, საინფორმაციო ვებ-გვერდებისთვის, ვებ დეველოპმენტის დამწყებებისთვის, WordPress-ის მომხმარებლებისთვის და ელექტრონული კომერციის მაღაზიებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ საკუთარ მოგზაურობას. სერვერის გაზიარება ნიშნავს, რომ თქვენი ვებ გვერდი არაა იმ ეტაპზე რომელზეც ჭირდება უფრო მეტი რესურსი.

ჰოსტინგის უპირატესობანი

Server1 გთავაზობთ ზუსტად ამ სერვისს, იმიტომ რომ საზიარო ჰოსტინგს აქვს თავისი აშკარა უპირატესობანი; გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ბიუჯეტის დაზოგვა

ბიუჯეტი როგორც კრუიზის დაგეგმვისას ასევე ონლაინ თავგადასავლის წამოწყებისას. არავის უნდა უბრალოდ ვებსაიტის, ბლოგის ან ელექტრონული მაღაზიის აგებაში ბევრი ფულის დახარჯვა. საზიარო ჰოსტინგი გთავაზობთ საშუალებას რომ ეს სერვისი მიიღოთ ბევრად დაბალ ფასად, იმის ხარჯზე რომ დანარჩენ მომხმარებლებსაც შეაქვთ წვლილი სერვერის მხარდაჭერაში.

რომ შევადაროთ წარმოიდგინეთ კრუიზის ბილეთის შეძენა და იახტის დაქირავება. იახტა ამ შემთხვევაში ექსკლუზიური VPS სერვერია, მაგრამ ამავდორულად, ბევრად მეტი მოვლა სჭირდება.

იოლი მენეჯმენტი და გამოცდილების დაბალი საჭიროება

ვებ გვერდის ჰოსტინგი, როდესაც გამოცდილება არ გაქვთ, საკმაოდ რთული და ტექნიკური პრობლემაა. გაზიარება გვერდს უვლის ზედმეტ თავსატკივარს, როგორც გამზადების ისე მენეჯმენტის კატეგორიებში.

როგორც კი მონახაზს გააკეთებთ, თვითონ პროცესიც გაგიმარტივდებათ, რადგან საჭირო ნაბიჯები ყველასთვის ადვილი გადასადგმელია. ჩვენთან საჭიროა მხოლოდ დაინტერესდეთ სერვისით, მენეჯმენტი, განახლება და უსაფრთხოება კი ჩვენ მიერ იქნება გარანტირებული. თქვენ იღებთ ლამაზად შესრულებულ პანელს რომელიც მარტივი სამართავია და ყოველ ნაბიჯზე შეგეძლებათ ჩვენთან კონსულტაცია.

ოდესმე კრუიზისას ინერვიულებდით თქვენს საზღვაო გამოცდილებაზე ან იმ ფაქტზე რომ კაპიტანი არასდროს ყოფილხართ? რა თქმა უნდა არა. ზუსტად იგივე ეხება ჰოსტინგსაც. ეს არის თქვენი თავგადასავალის იდეალური დასაწყისი. და ჩვენც ძალიან გაგვიხარდება თქვენი კრუიზის დაგეგვმა!