ჩემი გვერდი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ნეტ ნეიტრალურობას

26 ოქტომბერს 2021
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნეტ ნეიტრალურობას

რაც დრო გადის მით უფრო ხშირად ვხვდებით სხვადასხვა იაფასიანი ან საერთოდ უფასო სერვისების კომერციალიზაციას. ეს კაპიტალისტური ტრენდი აძლევს მსხვილ ბიზნესებს საშუალებას რომ ჩაერივნონ სამოქალაქო გადაწყვიტილებებში, შეცვალონ წესები ინფორმაციის ან ინტერესების მანიპულაციით. მაგალითად: 501(c)(4) ტიპის კომპანიები, რომლებიც არა მარტო არ იხდიან გადასახადებს არამედ ასევე აქვთ უფლება აბსოლუტურად დამალონ საკუთარი ტრანზაქციები. ისეთი პიროვნებები კი როგორიც ბილ გეითსია ყველანაირ რესურს ხარჯავენ რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიტანონ. მაგ: ვაშინგტონის შტატში ბილ გეითსმა ჩარტერული სკოლის ინიციატივების ბალოტზე შეიტანა არა ერთხელ, არა ორჯერ, არა სამჯერ არამედ ოთხჯერ. პირველ სამ შემთხვევაში ხალხმა უარი თქვა ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე, მეოთხეჯერ (2012 წელს) კი პიარის ხარჯზე გეითსმა თავისი გაიტანა.

ზუსტად მსგავსი ხელსაწყოებით მიდის ნეტ ნეიტრალობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ, Server1, მხარს ვუჭერთ ინფორმაციაზე და სერვისებზე მარტივ წვდომას. ამის გარეშე თვით Server1-იც შესაძლოა თქვენთვის მიუწვდომელი გახდეს.

Fast Lanes

ეს არის ინტერნეტის მომსახურების ისეთი სერვისი რომელიც მის დაყოფას ორ ძირითად ჯგუფად ცდილობს. სწრაფი და ნელი გზები ითვალისწინებენ ისეთი გიგანტებისთვის როგორებიც არიან Google, Youtube, Netflix განსაკუთრებული ხარჯების გაწევას რომ სწრაფი სერვისის შეთავაზება შეეძლოთ მომხმარებლებისთვის. ეს ნიშნავს იმას რომ, თუ თქვენ გინდათ იმ სფეროში წამოწყება ბიზნესის, რომელშიც ერთი გიგანტი მაინცაა თქვენც მოგიწევთ Fast Lane-ს ღირებულების გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტუნარიანობას ვერ შეინარჩუნებთ ბევრად ნელი სერვისის გამო.

Throttling

ეს არის მომსახურების ტიპი, რომელის მეშვეობითაც ISP-ებს შეუძლიათ თქვენ მიზანმიმართულად მოგაწოდონ უფრო ნელი ინტერნეტი რომ გადაგახდევინონ დამატებითი თანხა პრემიუმ სერვისებისათვის. თუ ნეტ ნეიტრალურობა არ დავიცავით ეს იქნება ტიპური მომსახურების ფორმა.

დაბლოკვა

ასევე შესაძლებელი ხდება გარკვეული ტიპის ინფორმაციის, სერვისების, ვიდეოების, სტატიების და მსგავსი ცვლადების განზრახ დაბლოკვა და მათი მხოლოდ გამოწერით ან გადახდებით მიწოდება.

უკვე ალბათ ცხადია როგორი სურათი დაგხვდება ბაზარზე თუ მსგავსი ცვლილებები შევა ძალაში (გარკვეულ ადგილებში უკვე არის კიდეც). მცირე და ახალი ბიზნესები იქნებიან პრაქტიკულად უშანსოდ თუ ძალიან დიდი კაპიტალის რეზერვები არ აქვთ ან არ არიან მზად რომ დიდი წაგებებით დაიწყონ მუშაობა. ეს უამრავ იარაღს სთავაზობს გიგანტებს, რომ მეტად კონკურენტუნარიანი ახალი ბიზნესებიც ჩაძირონ თავისი კომფორტული პოზიციიდან. 

მუდამ გვესმის ბაზარის თვით-რეგულაციაზე და მძლავრ კონკურენტობაზე საუბარი თუმცა ეს თემები განზრახ წამოწეული წინ მათ მიერ ვის ინტერესებშიც შედის სერვისების მსგავსი ტიპოლოგია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საკუთარ მომხმარებლებს შევთავაზოთ რაც შეიძლება ხელსაყრელი პირობები; შესაბამისად არასასურველია რომ მათ საშინლად უარყოფით გარემოში უწევდეთ მუშაობა. 

ნეტ ნეიტრალურობა ასევე გვარიდებს დამატებითი დეზინფორმაციის პრობლემას თავიდან. როდესაც მხოლოდ რამდენიმე სუპერ-კომპანია აკონტროლებს რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება ურთულესი ხდება მათი ხმის გადაფარვა და იქმნება სერიოზული პრობლემები ცნობების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. 

Server1-ის იმედი აქვს რომ ყველა მის მომხმარებელს ექნება თვითგამოხატვის, ინოვაციური იდეების შეთავაზების, კონკურენციის გაწევის და სერვისების შეთავაზების საშუალებები, ისე რომ მათ გიგანტების არასამართლიან ზეწოლაზე არ მოუწევთ ფიქრი. თუმცა ამის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ აქტიური სოციალური ოპოზიციითაა შესაძლებელი.

ისეთი გარემო სადაც ასე თუ ისე შესაძლებელია ინოვაციური იდეებისა და დამაინტრიგებელი სერვისების თავისუფლად პრეზენტირება ბევრად საინტერესოა როგორც ჩვენთვის ასევე ნებისმიერი დამწყები ბიზნესმენისთვის თუ შემოქმედისთვის. ასეთი გარემოს შესანარჩუნებლად უნდა შევინარჩუნოთ ინტერნეტის ნეიტრალურობა!