ჩემი გვერდი

რამდენი ხანი სჭირდება ვებსაიტის გაკეთებას?

1 აპრილის 2022
რამდენი ხანი სჭირდება ვებსაიტის გაკეთებას?

ეს კითხვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირია კლიენტების მხრიდან. ხშირად იმის გამო რომ სხვა ბიზნეს ასპექტები უკვე გარკვეული, ხანდახან იმიტომ რომ საიტის ხელახლა გაკეთებაა საჭირო, ზოგჯერ კი უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

ხშირად მოლოდინებიც წინასწარ განსაზღვრულია იმ რეკლამების მიერ, რომლებიც ამ სფეროში გვხვდება. არაა იშვიათი საუბარი ვებსაიტის ერთ დღეში გაკეთებაზე. 

მიუხედავად იმისა რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, კარგი იდეა ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში თუ ვებსაიტს აქსესუარზე მეტი დატვირთვა აქვს თქვენი ბიზნესისთვის.

ერთ დღეში ან თუნდაც ერთ კვირაში გაკეთებული ვებსაიტები სავსეა bug-ებით, უინტერესო დიზაინერული ელემენტებით, ფუნქციონალური პრობლემებით, ასე შემდეგ.

 

დეკორატიული სურათი

 

ამიტომ ამ კითხვაზე კითხვითვე შეგვიძლია ვუპასუხოთ.


როგორი ვებსაიტი გსურთ?

იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის და ხარისხის დიზაინი გინდათ, რამდენი ფუნქცია გსურთ ჰქონდეს საიტს, რამდენი გვერდის დამატება გსურთ, და არის თუ არა რაიმე რისი ინტეგრაციაც გსურთ, ვებსაიტის გაკეთების დროც შესაბამისად გაიზრდება.

ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს, ვთქვათ, API-სთან მუშაობა, warehouse-ის ინტეგრაცია, ონლაინ შოპის დამატება ძალიან წელავს პროექტებს დროში.

მარტივი გასაგებია, რომ რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს პოტენციურ საიტს, ან რაც უფრო დახვეწილია მისი დიზაინი ან ზოგადად სხვადასხვა ელემენტები, ანიმაციები, მით უფრო დიდი ხანი უწევთ დეველოპერებს ამ ასპექტების დახვეწა. 

 

აბსტრაქტული სურათი

 

 


კომუნიკაცია

პირველ რიგში, თუ კლიენტს არ აქვს წარმოდგენა როგორ გამოიყურება ჩვეულებრივი, სასტარტო საიტი - ან რამდენი ფუნქცია აქვს მას, მაშინ დიდი ალბათობით ეს პროცესი გაიწელება; ხშირად იმიტომ რომ კლიენტებს აქვთ გარკვეული მოლოდინები, რომლების არტიკულირებაც არ შეუძლიათ.

ასევე, სიტუაცია უარესდება თუ თვითონ პროექტზე მუშაობისას ის აღარ ებმევა კომუნიკაციაში, არ პასუხობს კითხვებს, ან თუნდაც არ იცის როგორ უპასუხოს.

ასეთ დროს საჭირო ხდება საიტის გადაწერა ან მისი დიზაინის ფუნდამენტალურად შეცვლა, რაც პრაქტიკულად მორიგი პროექტის დაწყებაა.

ბუნებრივია პრობლემებს დეველოპერებიც აწყდებიან, თუმცა დროის მონაკვეთი აქ ბევრად პატარაა. ასეთი სიტუაციების დროს შეიძლება 1-2 დღე დაიკარგოს (რაც ისედაც წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული). გადაწერის შემთხვევაში მთლიანი პროგრესი იკარგება, დედლაინებზე საუბარი კი ზედმეტია. 


როგორ დავაჩქაროთ ვებსაიტის დამზადების პროცესი?

პირველ რიგში, რეკომენდირებულია სხვადასხვა ვებსაიტების და ვებ-გვერდების გადახედვა. იმ დიზაინერული თუ ფუნქციონალური ნაწილების ჩანიშვნა, რომლებიც გსურთ გამოყენებული იყოს თქვენს ვებსაიტზე.

 

დიზაინის wallpaper

 

ასეთ შემთხვევაში დეველოპერებს მარტივი სქემა ეძლევათ და დროსაც უფრო ეფექტურად ხმარობენ.

დამატებით, საჭიროა სწრაფი და დეტალური უკუკავშირი. ბუნებრივია, რომ რაიმე დეტალი შესაძლოა არ მოგეწონოთ, თუმცა ამის მალევე აღნიშვნა ნიშნავს რომ ამ ელემენტზე სხვები არ ხდება დამოკიდებული; ამიტომაც მისი ჩანაცვლება ბევრად ადვილია.

ხოლო თუ სპეციფიურ ალტერნატივას შესთავაზებთ, არამარტო უფრო სწრაფ პასუხს მიიღებთ არამედ შესაძლოა დეველოპერებმა დამატებითი იდეებიც მოგაწოდონ.