ჩემი გვერდი

რამდენიმე დომენის ქონის უპირატესობები

15 აპრილის 2022
რამდენიმე დომენის ქონის უპირატესობები

პირველ რიგში, ორი სიტყვით ავხსნით თუ რა არის საერთოდ დომენი და რა მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად, "google.com" არის დომენი. ის წარმოადგენს ერთგვარ ონლაინ მისამართს, რომლითაც მომხმარებლები ახერხებენ თქვენ ვებსაიტზე შემოსვლას.

TLD (Top level domain) "google.com-ში" არის სიტყვა "google". თუმცა წერტილის შემდეგ დაბოლოებებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ბუნებრივია, ყველას სმენია .com & .ge-ს შესახებ. პირველი ყველაზე გავრცელებული და ცნობილი დაბოლოება, უკანასკნელი კი ქართულ საიტებს ახასიათებთ. თუმცა ასევე ხშირია .edu დაბოლოებები, ვთქვათ, უნივერსიტეტებისთვის, .net-ს ბიზნესების უმეტესობა .com-თან ერთად იძენს (ისევე როგორც .org-ს ან .info-ს), .gov კი სახელმწიფო უწყებებისაა ძირითადად. 

.com

თითოეულ ქვეყანას ძირითადად საკუთარი .(x) დაბოლოება აქვს თუმცა იმის მიხედვით თავისუფალია თუ არა .com ან მსგავსი დაბოლოებები ისინი მათ ანიჭებენ უპირატესობას.

რა საჭიროა დამატებითი დომენები?


#1 ბრენდინგი

ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბრენდი იცვლის სახეს მას შეუძლია ძველი დომენის მიმაგრება ახალზე, რაც ძველ ტრაფიკზე აძლევს წვდომის საშუალებას.

ასევე თუ თქვენი TLD ხშირად გამოყენებული ფრაზაა შესაძლოა სხვა ორგანიზაციამ იყიდოს მსგავსი დომენი, რამაც ტრაფიკის დაყოფა შეიძლება გამოიწვიოს. უარეს შემთხვევებში კონკურენტები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ.


#2 ახალი მომხმარებლები

თუ რომელიმე პიროვნება პირველად შემოდის თქვენს საიტზე ან თუნდაც არ ახსოვს ზუსტად დომენი შესაძლოა ის ან სხვა საიტზე შევიდეს თავიდან ან სრულიად ვერ გაიხსენოს თქვენი დომენი (თუ შედარებით იშვიათი დაბოლოება აქვს დომენს).

არჩევანი დომენებს შორის

ასეთ შემთხვევაში იდეალურია რამდენიმე დომენის ერთად ქონა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ დომენების ღირებულება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს

დამატებითი ბონუსია თუ ისეთი დომენებიც გაქვთ რომელიც არასწორად უთითებს თქვენი ორგანიზაციის სახელს. მაგალითად "tbilision-ის" მაგივრად "tbilison". ეს აუცილებელი არ არის თუმცა მომხმარებელზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს


#3 SEO

რამდენიმე დომენის ქონა ასევე დაგეხმარებათ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციაში 301 გადამისამართების (redirect) საშუალებით.

whatsmynameagain.co.uk


# 4 ინდუსტრიის მახასიათებლები

ასევე შეგიძლიათ დამატებით TLD-ს ყიდვა რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იქნება იმ საკვანძო ფრაზებთან/სიტყვებთან, რომლებსაც მომხმარებლები ეძებენ. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს საიტის პოვნის პროცესს. Google-მა პირდაპირ გამოაქვეყნა პოსტი სადაც აცხადებს, რომ ეს ლეგიტიმური სტრატეგიაა მომხმარებლების მიზიდვისთვის.

ასევე შეგიძლიათ ისეთ საკვანძო ფრაზებზე გათვალოთ TLD რომელიც მოერგება თქვენს ორგანიზაციას მას შემდეგ რაც იგი მეტად განვითარდება.