ჩემი გვერდი

2020 წლის რეპორტი ვებ ჰოსტინგზე

22 ნოემბერს 2021
2020 წლის რეპორტი ვებ ჰოსტინგზე

2020 წელს გამოვიდა ახალი კვლევა ჰოსტინგ ინდუსტრიასთან მიმართებაში, რომელიც განიხილავს იმ ზოგად კურსს რაც ამ ინდუსტრიას აქვს არჩეული. რეპორტს ქვია "Web Hosting Services Market 2020, Global Industry Research, Size, Share, Growth, Trends, and Forecast, 2020-2027." შესაძლოა სახელი ძალიან დამაინტრიგებლად არ ჟღერდეს თუმცა ვერპექსი საინტერესო ინსაითებს გვთავაზობს ამ რეპორტიდან.

თვოთონ კვლევა 120 გვერდიანია და პრაქტიკულად ყველა თემას ეხება რომელიც დაკავშირებულია ვებ ჰოსტინგის ინდუსტრიასთან დღეს. ეს ითვალისწინებს ინფორმაციას ყველა ტიპის ჰოსტინგს, ვებსაიტების დაბზადებას, აპლიკაციებს, დაკავშირებულობას, ა.შ.


მნიშნელოვანი სტატები რეპორტიდან

კვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკული მაჩვენებელია რომელიც ინდუსტრიათან მიმართებაშია გამოკვლეული. თუ ჰოსტინგ სერვისს ეძებT, ან თვითონ მართავთ მსგავსი სტატისტიკა დაგეხმარებათ დამატებითი ინსაითების მოპოვებაში 

· 2020-დან 2023 წლამდე დიდი ალბათობით გლობალური ჰოსტინგის ბაზარი გაიზრდება $76.2 მილიარდით

· ყველაზე მზარდი ჰოსტინგ ინდუსტრია იქნება კოლოკაციური ჰოსტინგ სერვისები, რომლებიც გაიზრდება დაახლოებით 18.5%-ით ამ პერიოდში

· მობილურები დიდი ალბათობით გადაასწრებენ სხვა ვარიანტებს ინტერნეტზე წვდომით. მარკეტი გაიზრდება 17.2%-ის სიხშირით 2020-დან 2023-მდე.

· Cloud ტექნოლოგია, ისევე როგორც cloud-ზე დაფუძნებული ჰოსტინგი (რომელსაც Server1-იც იყენებს) მნიშვნელოვნად გაიზრდება. ხოლო პირადი cloud სერვისები გადაასწრებენ საჯარო cloud-ებს.


დეტალური სტრატეგია

თუ თქვენ გაინტერესებთ თქვენი ბიზნესისთვის ციფრული სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანი იქნება ამ რეპორტის გადახედვა. მითუმეტეს რომ ის დაყოფილია სხვადასხვა თემებად რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში. საყურადღებო ტოპიკები რომლებიც განხილულია არის:

· გაზრდის საშუალებები - გაიგეთ მზარდ ჰოსტინგის სივრცეებზე. ზოგადად ინდუსტრიებზეც საინტერესო ინფორმაციაა.

· ბაზრების გაზრდის დრაივერები - გაიგე რა მიზეზების გამო გაიზრდება სხვადასხვა ინდუსტრიები ჰოსტინგთან მიმართებაში.

· წამყვანი ბაზრების მოთამაშეები - გაიგეთ რომელ ინდივიდებს, კომპანიებს და სააგენტოებს ექნებათ ყველაზე დიდი გავლენა ამ სფეროზე და ზოგადად ტექნოლოგიებზე.

· კომპანიის ბაზრის წილი - დააკვირდით ისეთ გიგანტებს, როგორც Amazon & Microsoft-ია

· მარკეტის მასშტაბურობა და გაზრდის სიხშირე - წაიკითხეთ მარტივად გასაგები შესავალი სხვადასხვა ინდუსტრიების ამ მონაცემებზე

· ტრენდები - სპეციფიური ტრენდების ამოცნობა რომლებიც დაგემხარებიან თქვენი ბიზნესის გაზრდაში.

რა თქმა უნდა გარკვეული დეტალები გამოვტოვებთ სხვადასხვა სექციებიდან; თუმცა თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ კვლევით შეგიძლიათ აქ მოითხოვოთ.  მიუხედავად იმისა რომ არც ისე იაფია ის გთავაზობთ მნიშნელოვან ინფორმაციას. ჩვენ კი ჩვენი მომხმარებლებისთვის მოკლედ შევაჯამეთ ეს რეპორტი ზუსტად ამ მიზეზის გამო.