ჩემი გვერდი

რა არის რესელერ ჰოსტინგი

3 ნოემბერს 2021
რა არის რესელერ ჰოსტინგი

ყველა ბიზნესს სჭირდება ვებ გვერდი, ჰოსტინგი კი საკმაოდ მოთხოვნადია დღეს. ვებ ჰოსტინგის ინდუსტრია ბუმშია, ბიზნეს მფლობელები და მეწარმეები კი ამ პოპულარულობას იყენებენ საკუთარი რესელერ (Reseller) ჰოსტინგის ბიზნესის წამოსაწყებად.

ჩვენი გამოცდილებისა და სერვისების გათვალისწინებით, გვსურს გაგაცნოთ რესელერ ჰოსტინგის გარკვეულ დეტალებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

რა არის რესელერ ჰოსტინგი?

Bandwidth & hard drive-ის სივრცის მიქირავება ისეთი კომპანიისთვის, რომელიც თვითონაც ორივეს აქირავებს რესელერ ჰოსტინგია. იმისთვის რომ ეს სერვისი თქვენთვის სასურველად მუშაობდეს საჭიროა საბაზრო კვლევის ჩატარება ისევე როგორც ჰოსტინგ კომპანიის არჩევა. შექმენით თქვენი ბრენდირებული ჰოსტინგ პაკეტები და გადაწყვიტეთ რა ღირებულებას აირჩევთ.

იმისთვის კი, რომ მომხმარებლები იპოვოთ საჭიროა პირველ რიგში გაარკვიოთ რომელი ბაზარია თქვენთვის პრიორიტეტული.

და ბოლოს პირდაპირ შეგიძლიათ მათ შესთავაზოთ სერვისები და პასიური შემოსავალი მიიღოთ სანაცვლოდ.

რესელერ ჰოსტინგის უპირატესობანი

  • ადვილი წამოწყება - იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ უშუალოდ არ ყიდულობთ არც ინფრასტრუქტურას, არც სერვერების დაცვის და უსაფრთხოების პასუხისმგებლობა გაბარიათ.
  • დრეკადობა - თქვენ გეძლვათ საშუალება რომ ნებისმიერ დროს გადაწყვიტოთ ვებ გვერდის სივრცის ან bandwidth-ის გაზრდა.
  • ღირებულება - პატარა სერვერსების ნაკრების ყიდვა ან ჰოსტინგ პლანი, გამოყოფილ სერვერზე, ჰოსტინგ კომპანიისგან საკმაოდ იაფია. ამ ყველაფრის პატარ-პატარა ნაწილებად დაშლა & მიყიდვა შეგიძლიათ თქვენს მომხმარებლებზე
  • სტარტაპის რესურსები -  რესელერ ჰოსტინგის ბიზნესი არ მოითხოვს stack-ის ინტვენტარს ან ძვირიან VPS, ან თუნდაც გამოყოფილ სერვერს, ამიტომ ღირებულება საკმაოდ დაბალია.
  • ბრენდინგი - იმის მიუხედავად, რომ სერვერებს სხვა კომპანიისგან ქირაობთ, თქვენი ბრენდის აგება მაინც შეგიძლიათ. მესამე პირებმა არ იციან იმის შესახებ რომ თქვენ სხვა პროვაიდერისგან გაქვთ ეს სერვისი.

პოტენციური მინუსები

  • ინდუსტრიაზე  გარკვეული ინფორმაციის ცოდნაა საჭირო
  • მომხმარებლის მოძიებას სჭირდება დრო და რესურსები (მარკეტინგი) თუ უკვე არ გყავთ მოძიებული
  • შესაძლოა ეს მარკეტი კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს
  • ჰოსტინგის პროვაიდერზე დამოკიდებულება. თუ სანდო კომპანიას არ აარჩევთ შესაძლოა არაკომფორტულ სიტუაციაში მოხვდეთ. მაგ: კომპანიამ შეწყვიტოს თქვენთან ურთიერთობა და თქვენ მომხმარებლებს იგივე სერვისი ვეღარ შესთავაზოთ. ზუსტად ამიტომ ჩვენ გთავაზობთ პრიორიტეტულ მხარდაჭერას რესელერ ანგარიშებს.

განსაკუთრებული რეკომენდაცია

რესელერ ჰოსტინგი ზედგამოჭრილია ისეთი ადამიანებისთვის რომლებიც დამატებით, პასიურ შემოსავალს ეძებენ. ის იდეალურია თუ უკვე გაქვთ ისეთი სერვისები, როგორებიცაა: ვებ დიზაინი ან დეველოპმენტი. რადგან თქვენ უკვე გყავთ პოტენციური მომხმარებლები ამ სფეროდან

როგორ მივხვდეთ სანდოა თუ არა ჰოსტინგ პროვაიდერი?

ამის გასაგებად აუცილებელია შემდეგ ფაქტორებს მიაქციოთ ყურადღება:

მხარდაჭერა

როცა ტექნიკურ პრობლემებს შეხვდებით აუცილებელი იქნება პროვაიდერის მხრიდან მხარდაჭერა. ამიტომ 24/7 მხარდაჭერა ნებისმიერი კარგი ჰოსტინგ პროვაიდერის სტანდარტად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ჩვენც ბუნებრივია ასეთი ტიპის სერვისები გვაქვს.

სარეზერვო ასლები

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ჰოსტინგის ბიზნესთან მიმართებაში არის რეზერვის საკითხი. აუცილებელია პაკეტში მითითებული იყოს რომ კომპანია გთავაზობთ სარეზერვო ასლების შემუშავებას.

უსაფრთხოება

ნებისმიერი ჰოსტინგ პროვაიდერი უნდა გთავაზობდეთ უსაფრთხოების სერვისებს (მაგ: ანტივირუსს). თქვენი მომხმარებლის მიხედვით შეგიძლიათ გადაამოწმოთ როგორი ტიპის დაცვა გესაჭიროებათ.

Bandwidth

Bandwidth არის მონაცემების და ტრაფიკის ხარისხი. სხვადასხვა ტიპის კომპანიების სხვადასხვა bandwidth გთავაზობენ. ეს ერთგვარი სიგნალია იმის თუ რომელ ჰოსტინგ კომპანიას აქვს საუკეთესო სისტემა & ნეთვორქი. თუმცა თუ პატარა ბიზნესი გაქვთ და ცოტა მომხმარებელი გყავთ ამაზე ფიქრი არაა საჭირო

Server1 ბუნებრივია ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

მოკლედ: ღირს თუ არა რესელერ ჰოსტინგი?

რომ შევაჯამოთ, თუ თქვენ გსურთ ვებ ჰოსტინგის ბიზნესში შემოსვლა რესლერ ჰოსტინგი საინტერესო ვარინატია. თუმცა ეს ბიზნესი წარმატებული რომ იყოს აუცილებელია ჰოსტინგ პროვაიდერის გამოკვლევა და იმის დადასტურება რომ გაწყობთ მათი სერვისები.