ჩემი გვერდი

როგორ გავხადოთ საიტი უფრო სწრაფი?

13 აპრილის 2022
როგორ გავხადოთ საიტი უფრო სწრაფი?

ეს კითხვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. ბუნებრივია, რომ საიტის სისწრაფის მნიშვნელობის გამო ადამიანებს უჩნდებათ სურვილი ამ საკითხში საკუთარი საიტი ოპტიმიზირებული იყოს.

ამ ბლოგის მიზანი არ არის ყოველი ასპექტის დეტალურად განხილვა. ჩვენ შევეცდებით ზოგადი ვარიანტები განვიხილოთ იმის კვალობაზე რომ შესაძლოა რომელიმე კომპონენტი არ გაქვთ გათვალისწინებული.


#1 ჰოსტინგი

ეს ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია საიტის სისწრაფესთან მიმართებაში. სხვა დანარჩენი დეტალები, რომ გათვალისწინებული და მოწესრიგებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჰოსტინგ სერვისის გამო შესაძლოა თქვენი საიტი იყოს ძალიან ნელი.

დეკორატიული


#2 სურათები და ვიდეობი

მედია ფაილების იმ ზომებში დართვა, რომელიც არასაჭიროა ძალიან შეანელებს თქვენს საიტს. კონკრეტული ლიმიტი თქვენთვითონვე შეგიძლიათ გამოცადოთ. თუმცა ბუნებრივია რომ 3 სურათი 5000x5000 განზომილებით მარტივად არ ჩაიტვირთება.

ამ ხარისხის სურათები არც არის საჭირო. მომხმარებლები იშვიათად ხსნიან თქვენს სურათებს ცალკე ფანჯარაში თუ თქვენი საიტის უშუალოდ მიზანი ვიზუალურ პრეზენტაციას არ წარმოადგენს.


#3 ზედმეტი გადაყვანები (redirects)

ეს საყურადღებოდ ცვლის HTTP-ს მოთხოვნის და რეაქციის სისწრაფეს ამიტომ მნიშვნელოვანია რომ საიტი ამ კუთხით უზრუნველყოფილი იყოს.


#4 Plugin-ები

Plugin-ებს საინტერესო ფუნქციების დამატება შეუძლიათ საიტზე. თუმცა მეტი plugin-ი ტიპურად ნიშნავს მეტ დატვირთვას. ამიტომ რეკომენდირებულია რანჟირების მიხედვით ყველაზე ნაკლებად საჭირო plugin-ები აღარ გამოიყენოთ.

დეკორატიული wallpaper-ი


#5 რეკლამები და popup-ები

ეს ორი საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს თქვენი მომხმარებლის შთაბეჭდილებაზე. პლიუს, popup-ს თითქმის ყოველთვის იმწამსვე კეცავენ. განსაკუთრებით ცუდი იდეაა საიტზე შესვლისთანავე მისი გამოყენება; თუ აუცილებლად საჭიროა ჯობს 3-5 წამიანი პაუზის მერე ჩნდებოდეს.

რეკლამებს რაც შეეხება - რამდენადაც დახვეწილი არ უნდა იყოს თქვენი ვებსაიტი რეკლამები მის დიზაინს უფრო უშნოდ გამოაჩენენ. შესაძლოა ფუნქციონალური ნაწილიც დააზიანონ. ამასთანავე რეკლამებში აღარ იხარჯება ბევრი ფული ამიტომ ეს ასპექტიც ნაკლებად საყურადღებოა.


#6 ნავიგაცია

რაც არ უნდა თეორიულად სწრაფი იყოს თქვენი საიტი თუ თქვენი ნავიგაცია და ფუნქციონალური ნაწილი ორგანიზირებული არაა მომხმარებელს მაინც ისეთი შთაბეჭდილება დარჩება თითქოს თქვენი ვებსაიტი ნელია.

ზედმეტად ცოტა ან ბევრი header/footer ლინკები, ზედმეტად გრძელი გვერდები, ქაოტურად განლაგებული ტექსტები ანელებს თქვენს საიტს, მიუხედავად იმისა რომ ეს შესაძლოა მაინც და მაინც აღნიშნული არ იყოს სადმე.