ჩემი გვერდი

შეცდომები, რომლებსაც საიტების 90%-ზე მეტი უშვებს

10 ნოემბერს 2022
შეცდომები, რომლებსაც საიტების 90%-ზე მეტი უშვებს

ეს ციფრი უბრალოდ მოგონებული არ არის. WebAIM-ის კვლევის მიხედვით ვებსაიტების 96.8% აქვს რაიმე საყურადღებო პრობლემა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ხელმისაწვდომობა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ამიტომ ხშირად ვამახვილებთ მის როგორც ეთიკურ ასევე პრაგმატულ მხარეზე. როგორც ავღნშნავთ ხოლმე ხელმისაწვდომობა აღარ არის (არც ოდესმე უნდა ყოფილიყო) მეორეხარისხოვანი ასპექტი, არამედ უკვე თავისთავად დაკავშირებულია თქვენი საიტის SEO-სთან. 

ძირითადად, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეცდომების გამოსწორება არც ისე რთულია, არც ძვირი დაგიჯდებათ. ერთადერთი დამატებითი ფაქტორი დროა, რომელიც უნდა დაუთმოთ თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ საიტის განვითარებას ხელი შეუწყოთ. სასიამოვნო გვერდითი-მოვლენა კი ისაა რომ გარკვეულ მომხმარებლებს გაუადვილებთ ნავიგაციას და ზოგადად ვებ გვერდების მოხმარებას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებები როდესაც სტიმულირებულია იქმნება კულტურა სადაც თუნდაც მხოლოდ ეგოიზმის გამო გათვალისწინებულია მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილის ინტერესები. 


კვლევის ძირითადი ფაქტორები

როგორც თვით WebAIM აღნიშნავს ისინი შეეცადნენ მილიონამდე საიტის ავტომატიზირებული გამოკვლევა ჩაეტარებინათ. აქვე ამარტებენ რომ მათ ხელსაწყოებს (მათ შორის WAVE-ს) აქვთ გარკვეული შეზღუდვები. შესაბამისად, ყველა ხელმისაწვდომის პრობლემა (WCAG-ის მიხედვით) არ ფიქსირდება და იმ 3.2%-საც შესაძლოა დიდი პრობლემები ქონდეს ამ კუთხით. 

პრობლემა ისიც არაა რომ მხოლოდ ერთ ან ორ შეცდომასთან გვაქვს საქმე თითო გვერდზე, არამედ საშუალოდ 50.8-სთან. შესაბამისად აქ საქმე არ ეხება ოპტიმიზაციას ან სრულყოფას, პირიქით კრიტერიუმების მინიმალურ დაკმაყოფილებას. 

WebAIM ოთხი წელია მსგავს კვლევებს აქვეყნებს  ცდილობს ეს საკითხი mainstream-ში გადმოიტანოს რომ საშუალო მომხმარებელმა იცოდეს თუ რამდენად გაუმართავია საიტების დიდი ნაწილი. ყოველ წელს ისინი მილიონამდე საიტს ამოწმებენ. ერთი შედარებით სასიხარულო ფაქტი არის ის რომ მთავარი გვერდების კომპლექსურობა მატულობს თუმცა იმ საიტთა რიცხი რომლებსაც მსგავსი ლაფსუსები აქვთ კლებულობს. 

გრაფა რომელიც ასახავს შეცდომების კლებას ბოლო 4 წელიწადში


ხშირი შეცდომები

კვლევაში გამოყოფილია ის შეცდომები რომლებიც განსაკუთრებით ბევრგან გვხვდება. საიტების დაახლოებით 84 პროცენტი ხმარობს დაბალი კონტრასტის ტექსტს. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ეს არ ითვალისწინებს მაღალი კონტრასტის ტექსტის სისწორეს. შესაძლებელია შავ ფონზე თეთრი ფონტი გქონდეთ გამოყენებული რაც საკმაოდ არასასიამოვნო ეფექტს ქმნის.

Alt tag-ები ასევე მოკლებულია ხმარებას, რაც საკმაოდ უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ alt tag-ები წარმოადგენენ საკვანძო სიტყვების მედიუმს. SEO-ს მხრივ მათი გამოყენება სახარბიელო უპირატესობაა. ხოლო, უსინათლო ადამიანებს ძალიან ეხმარება თუნდაც მხოლოდ იმის დაწერა რომ სურათი დეკორატიული და არ შეიცავს რაიმე შინაარს.

შემდეგ ცარიელ ლინკებს ვაწყდებით. აქ ყველაფერი ერთი შეხედვითვე ნათელია: Google ყურადღებას აქცევს უფუნქციო ლინკებს, შესაბამისად მათი გამოყენება თქვენს რანჟირებაზე უარყოფითად მოქმედებს. თუ გსურთ მსგავსი პრობლემების შემჩნევა შეგიძლიათ ჩვენი პლატფორმა mySEO გამოიყენოთ, რომელიც ავტომატურადვე მოძებნის პრობლემურ ელემენტებს. 

ცარიელი/უფუნქციო ღილაკებიც ამ კონტექსტში გასაგებია ხდება თუ რატომაა პრობლემა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ლინკია გათიშული მომხმარებლისთვის შესაძლოა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იყოს ან მან უბრალოდ სხვანაირად მოძებნოს ის ვებ-გვერდი რომელსაც უთითებთ. ღილაკების შემთხვევაში, საქმე გაცილებით უფრო ჩახლართულია. შესაძლოა, ეს ღილაკი უმნიშვნელო ფუნქციისთვის იყოს განკუთვნილი, შესაძლოა აუცილებელისთვის. ამ უკანასკნელის შემთხვევაში თვითონ საიტი შეგვიძლია უფუნქციოდ ჩავთვალოთ. 

ფორმის შეყვანის მითითებების გამორჩენა საკმაოდ დიდი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს უსინათლო ხალხისთვის. თუ თქვენ მხოლოდ ვიზუალური მითითება გაქვთ ცხადია თუ რატომ შეიძლება გაართულოს ამან ნავიგაცია.

და ბოლოს, თუ თქვენ HTML tag-ზე თუ არ არის ენის მნიშვნელობა ასახული, დამხმარე (assistive) ტექნოლოგიები ვერ აღიქვამენ თუ რა ენაზეა საერთოდ თქვენი ვებსაიტი. 

გრაფა რომელიც ასახავს ყველაზე ხშირ შეცდომებს


სხვადასხვა მაჩვენებლები

ყველაზე კარგი მაჩვენებლები, სტატისტიკურად, სახელმწიფო უწყებების, იურიდიულ და პოლიტიკურ საიტებს აქვთ. სოციალურ მედიის საიტებიც შედარებით უფრო გამართულია. ძალიან ცუდი სიტუაციაა შოპინგის, სპორტის და მოდის საიტების შემთხვევაში, მაგალითად. 

ინგლისური, ჰოლანდიური და იაპონური საიტები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ხოლო ჩინური, რუსული და სპარსული საიტები კი პირიქით. Top level დომენებს რაც შეეხება .gov & .edu ლიდერები არიან ხოლო .ru & .cn ბოლო ადგილებს იკავებენ.

დამატებით, myGO-ზე ჩვენ შემოგთავაზეთ შედარება builder-ებს და WordPress შორის სადაც პირველს მივანიჭეთ ბევრ საკითხში უპირატესობა. ამ კვლევის მიხედვითაც იმავე რამის თქმა შეგვიძლია, რადგან WordPress-ის საიტების საშუალოზე მაღალი რაოდენობის პრობლემები აქვთ (ცუდი სიტუაციიაა ასევე e-commerce ტიპის ვებსაიტებთანაც). აქვე ავღნიშნავთ, რომ თუ თქვენ უშუალოდ builder-ს ეძებთ, შეგიძლიათ ჩვენ პროექტს, Wik-ს გაეცნოთ. 

Wik.ge builder-ების პლატფორმა

ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც აღნიშნული აქვთ, არის დაახლოებით 69,000 შეცდომა მხოლოდ ერთ მთავარ გვერდზე. 


შეჯამება

ჩვენ შევეცადეთ მოკლე მიმოხილვით გაგვეანალიზებინა რამდენიმე მთავარი კომპონენტი ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ეს სფერო, ონლაინ სივრცეში, წლიდან წლამდე იხვეწება, იქმნება ახალი ხელსაწყოები, მოწყობილობები, რომლებიც ეხმარება ხალხს წვდომა ქონდეთ სასურველ ვებსაიტებზე. ჩვენი გუნდი კი ცდილობს რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ სხვადასხვა თემებზე რომლებიც უკავშირდება ხელმისაწვდომობას. ამით, იმედი გვაქვს, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი კულტურის ჩამოყალიბებაში სადაც საზოგადოების არა-რეპრეზენტირებადი ნაწილების ინტერესები გარჩეულია.