ჩემი გვერდი

შედარება: VPS & გამოყოფილი სერვერები

23 ნოემბერს 2021
შედარება: VPS & გამოყოფილი სერვერები

როდესაც თქვენი ბიზნესი იზრდება ჩნდება მაღალი დონის ჰოსტინგ სერვისების საჭიროებაც. ამ დროს ჯობს კარგად შეაფასოთ განსხვავებები VPS-სა და გამოყოფილ ჰოსტინგ სერვერებს შორის. არააქვს მნიშნელობა ეხლა დგამთ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს თუ საზიარო სერვერების გაუმჯობესება გინდათ, მაინც რამდენიმე მნიშნელოვანი ფაქტორის გათვალისიწინება გიწევთ. ორივე ტიპის სერვისი საკმაოდ საინტერესო პირობებს გთავაზობთ ამიტომ საჭიროა ყურადღებით აწონ-დაწონოთ სხვადასხვა მახასიათებლები და ისე მიხვიდეთ გადაწყვეტილებამდე.

 


განსხვავებები

გალ ოვედის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ ორივე გთავაზობთ სწრაფ და სანდო ჰოსტინგ სერვისებს, ისინი სხვადასხვა ხერხებს ხმარობენ ამის მისაღწევად. განსხვავებების ბუნების გაგების შემდეგ შედარებით გაგიადვილდებათ ერთ-ერთის ამორჩევა ამ ორიდან. გამოყოფილ სერვერებზე ჩვენ წინა ბლოგში უკვე ვისაუბრეთ. ისინი არიან სრული კომპლექტის რეპრეზენტატორები, რომლებიც ეკუთვნის ერთ მომხმარებელს (ხშირად საერთოდ ერთ ვებ გვერდს). როდესაც მსგავს კონფიგურაციას ამოირჩევთ თქვენ გექნებათ პრაქტიკულად აბსოლუტური კონტროლი სერვერის საქმიანობაზე. თქვენ შეგიძლიათ თქვენი სასურველი ოპერაციული სისტემის, კონტენტ მენეჯმენტის სისტემის და სხვა მსგავსი რამეები ინსტალაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ერთადერთი ხართ, რომელიც hardware-ს იყენებს არ გაქვთ არანაირი შეზღუდვები იმასთან მიმართებაში თუ როგორ გინდათ მისი გამოყენება.

 


VPS-ი (ვირტუალური პირადი სერვერი) არის ჰოსტინგის ისეთი ვარინატი, სადაც თქვენ hardware-ის რესუსრების ნაწილს ფლობთ ფიზიკურ სერვერზე. Software-ი ჰოსტინგ კომპანიის მიერ დაინსტალირებულია სერვერზე რომელიც ანაწევრებს hardware-ს სხვადასხვა სექციებად თითოეული მომხმარებლისთვის. ეს software-ი აძლევს თითო სექციას ისე ფუნქციონირების საშუალებას გეგონება ცალკეული სერვერი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურად სერვერი რამდენიმე მომხმარებელს შორისაა განაწილებული, შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები გქონდეთ იმაზე თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

თუმცა შემთხვევების უმეტესობაში VPS-ს ფუნქციონალურად ვერ გაარჩევთ გამოყოფილი სერვერისგან. თქვენ გექნებათ root წვდომა თქვენს ნაწილზე და შეგიძლიათ ის ისე წარმართოთ როგორც გამოყოფილზე.

ასევე მნიშნელოვანია ეს ორი (VPS, გამოყოფილი) შევადაროთ საზიარო სერვერებს იმის გათვალისწინებით, რომ ხალხს VPS-ი კომპლექტები უბრალოდ გაუმჯობესებული საზიარო სერვისები გონია. თუმცა, ფაქტობრივად, საზიარო ჰოსტინგისას გვაქვს საქმე რამდენიმე მომხმარებელთან გაზიარებულ სისტემურ რესურსებთან. VPS-ის შემთხვევაში კი სისტემური რესურსები მიმაგრებულია კონკრეტულ მომხმარებლებზე, ამიტომ თქვენს ჰოსტინგზე სხვა მომხმარებლებს (იმავე ფიზიკურ სერვერზე) გავლენა არ ექნებათ.


საყურადღებო ფაქტორები

როდესაც არჩევანს აკეთებთ ამ ორს შორის ჯობს შემდეგი სპეციფიური ფაქტორები გაითვალისწინოთ:

მნახველების რაოდენობა - ტრაფიკის მასშტაბი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების დაგეგვმისას. რაც მეტია მნახველი მით უფრო ძლიერი სერვერია საჭირო.

კონტენტის ტიპი - ჰოსტინგთან მიმართებაში, ყველა კონტენტი ერთნაირი არაა. შედარებით მცირე ზომის ჰოსტინგის სერვერს შეუძლია ბევრ მნახველს გაუმკლავდეს თუ ვებ გვერდი თითქმის მთლიანად ტექსტისგან შედგება. ხოლო, როცა საქმე დიდი დოკუმენტები, ვიდეოების და ლაივ ჩატის ფუნქციონალთან გვაქვს მაშინ უკვე უფრო მეტი რესურსი გჭირდებათ.

ღირებულება - რა თქმა უნდა ღირებულება ყოველთვის აღსანიშნავი კომპონენტია როდესაც ჰოსტინგს ირჩევთ. ზოგადად VPS უფრო იაფია ვიდრე გამოყოფილი სერვერი ანალოგიური სპეციფიკაციებით.

სამომავლო პერსპექტივა - თუ გჯერათ იმისი რომ თქვენი საიტი დიდი ალბათობით მალე მნიშნელოვნად გაიზრდება მაშინ არაა ცუდი იდეა რომ მზად იყოთ შესაბამისი სიტუაციისთვის. VPS-ს ჰოსტინგს სკალირება შეუძლია ძირითად შემთხვევებშ. თუმცა როცა საქმე ეხება გამოყოფილ სერვერებს, თქვენ ახალი ფიზიკური სერვერის მოძებნა მოგიწევთ, რასაც დრო მიაქვს.


კონკრეტული გეგმების შედარება

ჰოსტინგ ინდუსტრიაში VPS-ი ითვლება საშუალო დონის სერვისად ხოლო გამოყოფილი - მაღალი დონისად. თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია რომ შეგიძლიათ ისეთი VPS კომპლექტები იპოვოთ, რომლებიც ბევრად უკეთეს პირობებს გთავაზობენ გარკვეულ გამოყოფილ სერვერებთან შედარებით. ჯობს გადახედოთ კონკრეტულად შემოთავაზებებს იმისთვის რომ სპეციფიური დეტალები გაარკვიოთ და შესაბამისად ჩამოყალიბდეთ. ჩვენ, Server1, ნებისმიერ სერვისის დეტალურ აღწერას გთავაზობთ რომელსაც გაწვდით.

 

 

გამოყოფილ სერვერებს ყოველთვის აქვთ გარკვეული უპირატესობები VPS-თან მიმართებაში. კონკრეტულად, გაზიარების აუცილებლობის არ არსებობა. თუმცა, webmaster-ების უმეტესობისთვის, ეს იმდენად მნიშნელოვანი არაა რამდენადაც სიმძლავრე, RAM, დისკის მოცულობა, ა.შ. თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ღირებულება და სპეციფიკაციები უნდა იყოს.