ჩემი გვერდი

Wordpress-ის ოპტიმიზაცია და ჩატვირთვის სისწრაფის გაზრდა

22 მაისს 2021
Wordpress-ის ოპტიმიზაცია და ჩატვირთვის სისწრაფის გაზრდა

ვებ-საიტის ჩატვირთვის დროს და სიჩქარეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი მომხმარებლებისთვის.

რაც შეეხება Wordpress-ს, თქვენი ვებ-საიტი, რაც უფრო სწრაფად ჩაიტვირთება მით უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნით თქვენს მომხმარებლებს, რაც გაზრდის თქვენს საიტზე მომხმარებლის აქტივობას.

როდესაც შეამჩნევთ საიტის ჩატვირთვის დროის ზრდას, თქვენი ძიების რეიტინგის შემცირებას საძიებო სისტემებში და შემცირებულ მომხმარებელთა აქტივობას, ერთ ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ვებ-გვერდის დაბალი სიჩქარე.

Wordpress-ს აქვს უამრავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის ძირითად მეთოდებს განვიხილავთ პოსტში.

რა იწვევს ვებ-საიტის ჩატვირთვის სიჩქარის შენელებას?

ბევრი მიზეზი შესაძლოა იყოს ვებ-საიტის პრობლემური ფუნქციონირებისთვის. შეიძლება საჭირო დრო და ძალისხმევა არ დაუთმეთ ვებ საიტის დამზადებას. ან თქვენი ვებ-გვერდის სერვერები არ არიან საკმარისად მძლავრი საიტის ფუნქციონირებისთვის. ერთ ერთი გავრცელებული მიზეზია ვებ-საიტის ტრეფიკის გადატვირთვა.

თქვენი ვებ-საიტზე ძალიან დიდი ტრეფიკის შემთხვევაში, შესაძლებელია ვიზიტორები მოხვდნენ შეცდომის გვერდზე. ამ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აკონტროლოთ ტრეფიკი და პროექტის ზრდასთან ერთად გაზარდოთ ჰოსტინგის პაკეტი.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვებ-საიტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. არაეფექტური საიტის კოდი, რაც იწვევს ჩატვირთვის ხანგრძლივობის ზრდას.

ჰოსტინგის სწორი პაკეტის შერჩევა

ყველაზე მნიშვნელოვანია ჰოსტინგის სწორი პაკეტის შერჩევა. ჰოსტინგ მომსახურების შერჩევისას, გაითვალისწნეთ ვებ-საიტის ლოკაცია (მაგ: თუ საიტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქართველი მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანია თქვენი ჰოსტინგის სერვერი იყოს საქართველოში, რაც ზრდის ლოკალურ ქსელში ვებ-საიტის სწრაფ ჩატვირთვას)

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი მოითხოვს ხარჯების დაზოგვას, ჰოსტინგის შეძენის პროცესში არ გააკეთოთ კომპრომისი.

განაახლეთ თქვენი Wordpress ახალი ვერსიებით

განახლების შეტყობინებები შეიძლება ზოგჯერ შემაწუხებელია, მაგრამ მათ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. თქვენი ვოდპრესის ფლაგინები, თემები და Wordpress პერიოდულად უნდა განახლდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს საიტის სწრაფ მუშაობას.

თუ იყენებთ SERVER1-ს ვებ ჰოსტინგ მომსახურებას, თქვენ შეგიძლიათ Wordpress Toolkit-ის საშუალებით მარტივად გააკეთოთ ყველა განახლება, როგორც თემის ასევე ფლაგინების.

Wordpress-ის ქეშირება

ქეშირება ვორდპრესს ეხმარება საიტის მოთხოვნების რაოდენობის შემცირებაში.

ქეშირების მიმოხილვა: მომხმარებელი პირველად ეწვია საიტს, ყველა მოთხოვნის ასლი, რომელიც შესრულდა პირველი ჩატვირთვის დროს შენახულია ქეშირებულ ფაილში, შემდგომ ვიზიტზე მომხმარებელს არ ჭირდება ახლიდან ყველა მოთხოვნის ჩატვირთვა, რაც პროპორციულად ამცირებს მოთხოვნების რაოდენობას.

ქეშირება მნიშვნელოვნად ამცირებს ვებ-საიტის ჩატვირთვის დროს.

თუ იყენებთ სერვერ1-ის ჰოსტინგს თქვენ შეგიძლიათ მარტივად ჩართოთ ქეშირება, ჩვენი Wordpress Toolkit-ის საშუალებით, Wordpress ინსტრუმენტი სრულად ადაპტირებულია ვორდპრესის ვებ-საიტის ჩატვირთვის სისწრაფის ოპტიმიზაციისთვის.

მედია ფაილების ოპტიმიზაციას

სურათების ოპტიმიზაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვებ-საიტის ჩატვირთვის სისწრაფეში.

მედია ფაილების ოპტიმიზაციით მნიშვნელოვნად ამცირებთ ფაილების მოცულობას, რაც ერთის მხრივ ჰოსტინგის მოცულობას ამცირებს და მათ მიერ გამოყენებულ გამტარობას.

მედია ფაილების ოპტიმიზაციისთვის შესანიშნავი ინსტუმენტია TinyJPG.

ვორდპრესის მედია ფაილების ოპტიმიზაცია

ფაილების მინიფიცირება

ფაილების მინიფიცირება არის ვებ-საიტის კოდის ეფექტურობის გაუმჯობესების ტექნიკა. ის ამცირებს და ასუფთავებს ზედმეტ მასალას თქვენი კოდიდან, რაც მათ უფრო სწრაფად ჩატვირთვადს ხდის.

თქვენ უნდა გაუკეთოთ მინიფიცირება HTML, CSS და JavaScript კოდებს.

წაშალეთ არასაჭირო ელემენტები

წაშალეთ არასაჭირო ფლაგინები და თემები, რომლებსაც არ იყენებთ. მათ შეიძლება განახლებები დაჭირდეთ და როდესაც არ განაახლებთ, თქვენი საიტის ჩატვირთვის სისწრაფე გაიზარდოს.

თუ თქვენი საიტს დიდი ჩატვირთის დრო ჭირდება, თქვენი მომხმარებლები ამას ჩათვლიან არაკომფორტულად და დიდია ალბათობა დატოვონ საიტი. ასე რომ ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი პოტენციური საკითხის მოგვარება, რამაც შეიძლება გაზარდოს თქვენი საიტის ჩატვირთვის სისწრაფე.