ჩემი გვერდი

WordPress vs სიატის Builder-ები

3 ნოემბერს 2022
WordPress vs სიატის Builder-ები

ეს ორი ტიპის პლატფორმა/სერვისი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც გასაკვირიც არაა იმის გათვალისწინებით რომ უამრავი ახალი კომპანია ცდილობს ბაზარზე თავის დამკვიდრებას. რაც მეტი დრო გადის ინტერნეტის გამოგონებიდან მით მეტად შეკავშირებული ხდება მსოფლიო ბინზესის კუთხით. დღევანდელი წვრილმასშტაბიანი კომპანიებიც სწორედ ონლაინ სივრცეებში იწყებენ საკუთარი მიზნების მიღწევას.

ბუნებრივია, რომ ყველა ორგანიზაციას არ აქვს იმისი საშუალება რომ 10,000-20,000 დახარჯოს საიტის დამზადებაში. ადრე თუ გვიან ეს პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება თუ თქვენი ბიზნესისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელო არაა ონლაინ კომპონენტი. ძირითადად, სწორედ ეს ორი ვარიანტი არის ყველაზე ხშირად განხილული. 


საერთო მახასიათებლები

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ეს ორივე ტიპის სერვისი ძალიან ხელმისაწვდომია ღირებულების კუთხით; ორივე გათვლილია ისეთ დამკვეთებზე , რომლებიც ვერ ახერხებენ ან არ სურთ პერსონალიზირებული ვებსაიტის დამზადება. დამატებითი კრიტერიუმი, რომელსაც ორივე მეტწილად (Wordpress-ის ზოგიერთ plugin-ს შესაძლოა დასჭირდეს) აკმაყოფილებს არის პროგრამირების ენის არცოდნის საშუალება.

 

ნოუთბუქი და მობილური ტელეფონი

 


ძირითადი განსხვავებები

ყველაზე საყურადღებო განსხვავება რასაც მომხმარებლები აღნიშნავენ ამ ორივეს ამოყენების შემდეგ არის სიმარტივე. ერთი მხრივ თვითონ მოხმარება საიტზე განლაგებული, თუ საიტის მიღმა არსებული, ელემენტების. მეორე მხრივ კი უშუალოდ სტრუქტურის, საიტის დიზაინის თუ ფუნქციების ცვლილების ხელსაწყოების სტრუქტურის ინტუიციურობა. ანუ ვებ builder-ის შემთხვევაში ძალიან მარტივია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა ვებ-გვერდების სტრუქტურაში. 

შესაბამისად, დროის ეკონომიურობის კუთხითაც დიდი უპირატესობა აქვთ builder-ებს. WordPress აქვს უამრავი სხვადასხვა plugin-ის გამოყენების ვარიანტი, თუმცა სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც შეიძლება დაგჭირდეთ პროგრამირების სწავლა ან ზედმეტი დროის დახარჯვა. Plugin-ების განახლება ხანდახან საკმაოდ პრობლემური ხდება ახალი მომხმარებლებისთვის. ასევე, უშუალოდ საიტის მარკეტზე წარდგენა ბევრად სწრაფადაა შესაძლებელი თუ თქვენ builder-ს იყენებთ, სხვა შემთხვევაში მოგიწევთ გარკვეული პერიოდის დათმობა ამ პროცესისათვის. 

დამატებით, builder-ებს მოყვება უფასო ჰოსტინგი, ზუსტად ისევე როგორც, ჩვენს ახალ პროექტს, Wik.ge-ს! სერვერ1-ის პირველ 10 მომხმარებელი პაკეტის შეძენის შედეგად საჩუქრად მიიღებს Wik-იდან ვებსაიტს.

 

ლეპტოპი

 


დიზაინი

დიზაინის კუთხითაც არსებობს საყურადღებო განსხვავებები. კონკრეტულად, builder-ებს უფრო პროფესიონალურად დამზადებული საიტის შეხედულება აქვთ, ხოლო WordPress საიტებს ეტყობათ რომ WordPress საიტებია. თუმცა, არჩევანი plugin-ების და დიზაინერული ელემენტების Wordpress-თან ჭარბობს თუ სურვილი და შესაძლებლობა არის რომ დიდი დრო დაუთმოთ თქვენი საიტის კონფიგურაციას. ამასთანავე, builder-ებში drag & drop-ის მეთოდის სირთულის დონეზეა დიზაინერული ელემენტების ცვლილება, Wordpress-ში როგორც ავღნიშნეთ ეს უფრო კონტექსტუალურია. 


დაცულობა

Builder-ების შემთხვევაში ჰოსტინგ პროვაიდერი არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფაზე. Wik-ის შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. WordPress-ს რაც შეეხება უზრუნველყოფის და დაცულობის საკმაოდ ბევრი პრობლემა სწორედ თქვენზე იქნება დამოკიდებული. იმის გათვალისწინებით რომ კიბერ-შეტევები მეტწილად საშუალო ან მცირე ონლაინ-ბიზნესებზე ხორციელდება. ასევე აუცილებელია რომ რუტინულად შემოწმდეს საიტი რათა კოდში არ გაიპაროს მნიშვნელოვანი შეცდომები. 

 

ლეპტოპი და მაუსი

 


საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) 

მორიგ განსხვავებას ვაწყდებით SEO-სთან მიმართებაში. Builder-ებს ინტეგრირებულები აქვთ SEO ხელსაწყოების საყურადღებო ნაწილი. ამ კუთხით, დიდი პლიუსია უკანასკლნელისთვის ის რომ შემოთავაზებული საიტები მობილურ ხელსაყოებზე ადაპტირებულია (Wik-საც ეხება ეს ბუნებრივია), შესაბამისად ეს SEO-ზეც აისახება. WordPress-ის შემთხვევაში  plugin-ების გამოყენება აუცილებელია on-page SEO-სთვის. 


შეჯამება

ისეთ Builder-ებს როგორიც Wik-ია რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ WordPress-თან შედარებით, რის გამოც შემთხვევების უმეტესობაში სწორედ მათი არჩევაა რეკომენდირებული. თუმცა, ბუნებრივია, კონტექსტი ბევრ რამეს წყვეტს და შესაძლოა თქვენთვის სწორედ WordPress-ი იყოს უფრო კომფორტული ვარიანტია. ამის მიუხედავად, აუცილებელია წინასწარ დაახლოებითი იდეები მაინც შეიქმნათ იმის შესახებ თუ რა პლიუსები/მინუსები აქვს თითოეულ სერვისს.