ჩემი გვერდი

3 გავრცელებული მარკეტინგული შეცდომა

14 აპრილის 2022
3 გავრცელებული მარკეტინგული შეცდომა

მარკეტინგული კამპანიები პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანიზაციის ნაწილია. ეს ხელსაწყო საშუალება აძლევს მას რომ გაზარდოს სხვა კამპანიების ეფექტურობა, გახადოს კომპანია უფრო პროდუქტიული, დააინტერესოს აუდიტორიის ახალი სეგმენტები, ა.შ.

თუმცა ორგანიზაციების უმეტესობა, ერთსა და იმავე შეცდომების გამო, ან ვერ აღწევს წარმატებას ან არ არის საკმარისად ეფექტური.

ამ ბლოგის მიზანია რამდენიმე წამყვან შეცდომაზე ფოკუსირება და იმის მოკლედ ახსნა თუ რატომ არის ეს ფაქტორები პრობლემური თქვენს კამპანიაში.


#1 სამიზნო აუდიტორია

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ორგანიზაციის და სამიზნო აუდიტორიის ურთიერთობაზე. ამის მიზეზი ისაა რომ რაც არ უნდა წარმატებულად გაანალიზოთ თქვენი შესაძლებლობები, რაც არ უნდა მეტი რესურსი გაიღოთ თუ თქვენი ხმა წვედება იმ ხალხს, რომელსაც არ აინტერესებს თქვენი სერვისები/პროდუქტები მაშინ ყველაფერი წყალში იყრება.

ლეპტოპის სურათი

მარტივი მაგალითი: რამდენად დამაჯერებელიც არ უნდა იყოს თქვენი იმეილები, ბლოგები, პოსტები, ა.შ თუ თქვენი მიზანია მანქანების ნაწილების გაყიდვა მაშინ უმანქანო ხალხზე დარეკლამება აბსოლუტურად უაზროა.

რა თქმა უნდა ამას გამიზნულად არავინ აკეთებს. თუმცა, სიტყვაზე, არასწორი საკვანძო ფრაზების/სიტყვების მარკეტინგისთვის გამოყენება გაკარგვინებთ აუდიტორიის მნიშვნელოვან ნაწილებს.


#2 ზედმეტი ხარჯები

მარკეტინგული კამპანიების გამართვა მნიშნელოვნად უნდა იყოს დამოკიდებული სხვადასხვა ტესტების გამართვაზე.

მაგალითად თუ თქვენ 3 რეკლამირების ვარიანტი გაქვთ, ჯობს ხარჯები, რესურსები და დრო თავიდან მთლიანად არ გადაანაწილოთ სამივეზე.

ჯერ მოსინჯეთ ამ სამიდან, რომლებს აქვთ შედარებით უკეთესი შედეგები შემდეგ კი პროპორციულად მეტი ყურადღება, რესურსები, ხარჯები და დრო დაუთმეთ პოტენციურად უფრო ეფექტურ ვარიანტს.


#3 ინდუსტრიის შესახებ ინფორმაცია

თუ თქვენ კარგად არ გესმით თუ რას სთავაზობენ თქვენი კონკურენტები საკუთარ მომხმარებლებს და ამავდორულად ამ ორი ორგანიზაციის სამიზნო აუდიტორიები იკვეთება, შესაძლოა თეორიულად ძალიან კარგი მარკეტინგული კამპანია წამოიწყოთ და მაინც კრახით დასრულდეს.

დეკორატიული

აუცილებელია რომ მინიმუმ ერთი შეთავაზება/ბონუსი/პლიუსი ქონდეს თქვენი კომპანიის სერვისების შეძენას, რომლებიც სხვებს არ აქვთ.

ძირითადად თითოეულ ინდუსტრიას თავისი გიგანტი ჰყავს. თუ თქვენ საკმარისად პოპულარულები არ ხართ მაშინ ან ზოგადი ფასის დაკლება, ან ფასდაკლებების ხშირი შეთავაზება ან ბევრად სწრაფი მიტანის სერვისი, ა.შ უნდა გქონდეთ რომ მომხმარებლების გარკვეული ნაწილი მაინც მიიზიდოთ.

საშუალო მომხმარებელი იმ კომპანიებისგან ყიდულობს, რომლისგანაც პროდუქტებს/სერვისებს იძენენ მისი მეგობრები, ნაცნობები ან ზოგადად ხალხი.

შესაბამისად თქვენი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იწყებთ და უნდა გქონდეთ გარკვეული უპირატესობა რომ დააინტრიგოთ სამიზნო აუდიტორია.