ჩემი გვერდი

SEO საქველმოქმედო ფონდებისთვის

11 მარტს 2022
SEO საქველმოქმედო ფონდებისთვის

უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ინფორმაციები სხვადასხვა პროექტების შესახებ, რომლებიც ფოკუსირდება ხალხის დახმარებაზე.

თუმცა, ამავდროულად, არც ისე ხშირია რომ ადამიანებს სანდო საქველმოქმედო ფონდების შესახებ სმენოდეთ. 

ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომლის ცხოვრებაშიც ქველმოქმედება მნიშვნელოვანი ასპექტია საყურადღებოა ის მეთოდები, რომლებსაც ესა თუ ის კომპანია იყენებს რომ "დაეხმაროს" ხალხს.

ეს ბლოგი ეხება როგორც უშუალოდ საქველმოქმედო ფონდებს ასევე იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სურვილი თავისი სამიზნო აუდიტორია მიმართონ ქველმოქმედებისკენ.

აქ ცხადია SEO-ს როლი. რაც უფრო ადვილი საპოვნელი იქნება თქვენი საიტი, მეტად გამართული, სასიამოვნო ნავიგაციით მით უფრო დიდი შანსია რომ დაარწმუნოთ მომხმარებელი შემოწირულობის საჭიროებაში.


SEO-ს ელემენტარული ნაწილები

SEO მხოლოდ იმას არ ნიშნავს რომ მომხმარებელი ადვილად პოულობს თქვენს საიტს. Google ყურადღებით უდგება იმ საკითხს თუ რომელი ვებ გვერდები ხდება უფრო პოპულარული მის საძიებო სისტემაში.

"Love thy neighbour" "გიყვარდეს შენი მეზობელი"

ასეთი მსხვილმასშტაბიანი კომპანიისგან არ უნდა გვიკვირდეს რომ ისინი მაინც და მაინც ეთიკურ კომპონენტებზე არ ამახვილებენ ყურადღებას. პრიორიტეტული Google-ისთვის არის თუ რამდენად გამართულია თქვენი ვებსაიტი.

ეს ითვალისწინებს უამრავ რამეს: საკვანძო ფრაზების სიხშირეს, ლინკების გათვალისწინებას, საიტის სისწრაფეს, crawlability-ს (რამდენად სწრაფად და უპრობლემოდ შეუძლია Google-ს თქვენი საიტიდან ინფორმაციის მიღება), სერვერულ უზრუნველყოფას, Bounce მაჩვენებლის დაბალ დონეს, აშ.

თუმცა უმთავრესი საკითხი მაინც ამ ყველაფრის ისე თავმოყრაა რომ მთლიანი სურათი დამაკმაყოფილებელი იყოს. არააქვს მნიშნელობა რამდენი პლიუსი აქვს საიტს, თუ ის საკუთარ მოვალეობას ვერ ართმევს თავს მაშინ ყველაფერი წყალში იყრება. 

მიზანიც შეეცადეთ რაც შეიძლება სპეციფიური იყოს. იმ ფონდებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ საქმიანობას რთულია პირდაპირ მსხვილ ბაზრებზე გასვლა. ამიტომ რეკომენდირებულია მოიძიოთ ის აუდიტორული სეგმენტები რომლებიც თქვენი საქმით დაინტერესებულნი იქნებიან; სწორედ მათ მიმართოთ თქვენი გამოხმაურებებით. 

ამასათანავე შეეცადეთ სხვადასხვა პლატფორმებზე გაანაწილოთ ყურადღება. ბუნებრივია კონცინტრირება იმ პლატფორმაზე ჯობს, რომელსაც თქვენი აუდიტორია მეტად იყენებს. მაგრამ, ამავდროულად, შეგიძლიათ ახალი სეგმენტების მოძებნა თქვენი ბრენდის რომელიმე პლატფორმაზე მორგებით.


ბლოგის როლი

ბლოგი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დღევანდელი საქველმოქმედო ფონდებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი ქველმოქმედების მიმართ და თვლის რომ კორუფცია სერიოზული პრობლემაა ამ საკითხში.

რა თქმა უნდა ეს პრობლემა მეტად გაზვიადებულია. საქველმოქმედო ფონდებს პრობლემა ძირითადად ინსტიტუციურ რასიზმთან ან სექსიზმთან აქვთ ვიდრე უშუალოდ თაღლითობასთან. ბუნევრივია ეს პრობლემებიც ძალიან სერიოზულია, თუმცა მათ შესახებ პრაქტიკულად არავინ იცის.

ბლოგი გაძლევთ საშუალებას რომ მომხმარებლებს მიაწოდოთ ინფორმაცია ზოგადად თქვენი საქმიანობის შესახებ, ანახოთ რომ სანდო ორგანიზაცია ხართ, აჩვენოთ და აუღწეროთ თქვენი წინა პროექტები, ანახოთ ხალხი რომელსაც დაეხმარეთ, ა.შ.

ნდობა ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია; ბლოგ პოსტები, თუ სწორად გამოიყენებთ და თუ თქვენი ორგანიზაცია მართლა სანდოა ამ კუთხით, საკმაოდ საჭირო იარაღებია.

ტიფები "tips"

თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არაა მთავარი. გააჩნია იმ მეთოდებსაც, რომლებსაც იყენებთ იმისთვის რომ ორგანიზაციამ მიაწვდინოს საკუთარ სამიზნო აუდიტორიას ხმა.

თუ თქვენი კონტენტი მშრალი და უინტერესოა bounce მაჩვენებელი მოიმატებს და მომხმარებლები მალევე დატოვებენ საიტს; რაც უარყოფითად მოქმედებს SEO-ზე.

თუ გსურთ რომ ტექნიკური დოკუმენტები ანახოთ მომხმარებლებს იმისათვის რომ საკუთარ პასუხისმგებლობის გრძნობას გაუსვათ ხაზი მაშინ უკეთესია ნახსენები დოკუმენტები ჩალინკოთ. იმის მაგივრად რომ პირდაპირ წარუდგინოთ ვიზიტორებს. 


სხვადასხვა ხელსაწყოები

იმისთვის რომ თქვენს მომხმარებლებამდე საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ რეკომენდირებულია სხვადასხვა პლატფორმების გამოყენება.

შეგიძლიათ იაქტიუროთ სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე. თუმცა გაითვალისწინეთ რომ თითოეულ პლატფორმას თავისი ტონი აქვს. ზოგს მეტად ოფიციალური ზოგს უფრო ლაღი. შეეცადეთ თქვენი კონტენტი ამ ფილტრში გაატაროთ.

ასევე შესაძლებელია იმეილების გამოყენება. როგორც newsletter-ის კუთხით (ანუ ინფორმაციის მიწოდება თქვენი ორგანიზაციის შესახებ სიაახლეებზე), ასევე direct მეილის კუთხითაც (ანუ პრომო მატერიალის გაგზავნა კონკრეტული ადამიანებისთვის ან ჯგუფებისთვის). 

დამატებითი ვარიანტია, მობილურის მესიჯების გაგზავნა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძირითადად ხალხი ამ ალტერნატივას უარყოფითად უყურებს. დიდი ინფორმაციის მიწოდების საშუალებაც არ არის. ამიტომ ამ ვარიანტის გამოყენება ალბათ უკეთესი იდეაა როდესაც ორგანიზაცია ასე თუ ისე დამკვიდრებულია და რაიმე მნიშნელოვანი აქვს სათქმელი.

"seeking human kindness" "ვეძებ ადამიანურ სიკეთეს"

და ბოლოს, გამოკვლევების ან ტესტების ჩატარება დაგეხმარებათ უკეთესად გაიგოთ თქვენი მომხმარებლის გადმოსახედი. რაც საჭიროა როგორც ორგანიზაციული მიზნებისთვის საშუალებების გამოსანახად, ზოგადად, ისევე თუნდაც საიტის ნავიგაციის გასაუმჯობესებლად. თუ გეცოდინებათ დაახლოებით რას აჭერს თქვენი მომხმარებელი, რამდენ ხანს ჩერდება, რომელ გვერდზე ტოვებს საიტს, ა.შ გამარტივდება საიტის ფუნქციონალური ნაწილის და დიზიანის გამართვა და სამიზნო აუდიტორიაზე აკურატულად მორგება.


ონლაინ ხელსაწყოები

Semrush, Moz, SEOSiteCheckup, Ahrefs გავრცელებული ონლაინ ხელსაწყოებია იმისათვის რომ გააუმჯობესოთ თქვენი რანჟირება Google-ში. 

MySEO.dev - კი უშუალოდ გთავაზობთ SEO სერვისებს იმისათვის რომ თქვენ სხვა საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. თვითონ ორგანიზაცია კი SEO-ს მხრივ გამართავს საიტს. 


ხელმისაწვდომობა

ალტ ტექსტები, ჰედერები, შიდა ლინკები, Anchor ლინკები, სუბტიტრები, აღწერები... ამ ყოველივეს სწორი ხმარების მეთოდები აქვთ. მაგალითად, ჰედერები აუცილებლად ქრონოლგიურად უნდა დაალაგოთ, ლინკები არ უნდა იყოს უმისამართო ან შეცდომით მითითებული, ასევე მომხმარებელი მათ უნდა გადაყავდეს სწორედ იქ სადაც ეუბნებით რომ გადაყავს.

სუბტიტრები (captions), ალტ ტექსტი და მსგავსი ხელსაწყოები გეხმარებათ რომ აუდიტორიის იმ სეგმენტებს მისწვდეთ, რომლებსაც მათ გარეშე ვერ მიწვდებოდით. 


შეჯამება

იმისთვის რომ დაიწყოთ ზრუნვა საკუთარ SEO-ზე მრავალი ასპექტია გასათვალისწინებელი. შესაძლოა ამ ყველაფერმა ბევრი დროც წაიღოს - რესურსი, რომელიც დიდად არ გაქვთ თუ მუდმივად ცდილობთ ხალხის დახმარებას.

მაგრამ, ამავდროულად, ოპტიმიზირებული საიტი უფრო დიდი შანსია რომ პოპულარული გახდეს, შესაბამისად გაიზარდოს კონვერსიები და ამის შედეგად დაეხმაროთ მეტ ადამიანს.

თუ თქვენ ისედაც მუდამ დაკავებული ხართ და რესურსიც ბევრი გაქვთ მაშინ SEO მეორეხარისხოვანი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის გაუმჯობესებას ბევრი პოზიტიური შედეგი მოყვება.