ჩემი გვერდი

VPS ჰოსტინგის უპირატესობები

12 დეკემბერს 2022
VPS ჰოსტინგის უპირატესობები

VPS ჰოსტინგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებლების იმ სეგმენტებისთვის რომლებისთვისაც საუკეთესო ვარიანტი გარკვეული შუალედია ეკონომ პაკეტებსა და გამოყოფილ სერვერებს შორის. 

ბევრისთვის, VPS სერვისები სწორედ იმიტომაა პრიორიტეტული რომ გამოყოფილი სერვერების ბევრ უპირატესობას ითვალისწინებენ. ჩვენი ეს ბლოგიც ზუსტად ამ საკითხზე იქნება კონცენტრირებული. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პლიუსს, რომელიც VPS ჰოსტინგის არჩევას მოყვება.

თუმცა, VPS ჰოსტინგი უბრალოდ შუა ვარიანტი არ არის გამოყოფილსა და საზიაროს შორის. ზუსტად ისევე როგორც ამ ორს აქვს თავისი გამოკვეთილი როლი, VPS სერვერებსაც გარკვეული სპეციფიური მახასიათებლები აქვს, რომლებიც გამოარჩევენ სხვა ტიპის სერვერებისგან.

ჩვენ რამდენჯერმე უკვე გავარჩიეთ, როგორც VPS ჰოსტინგი ისევე სხვადასხვა ტიპის შედარებები გამოყოფილ და საზიარო სერვერებთან. თუ გსურთ უკეთ გაერკვეთ უშუალოდ იმაში თუ რას ნიშნავს რას ითვალისწინებს ეს აბრევიაცია შეგიძლიათ მათ გადახედოთ.

რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა განსაზღვროთ თქვენი ონლაინ ბიზნესის მახასიათებლები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ იმის ანალიზი თუ რომელი ტიპის სერვისი იქნება უმჯობესი. ეს ეხება არა მხოლოდ ამჟამინდელ სიტუაციას არამედ სამომავლო პერსპექტივასაც. ასეთი მიდგომით ბევრ ისეთ პრობლემას აარიდებთ თავს რომელიც მომავალში შეგიზღუდავდათ ეფექტურ მუშაობას. 

სერვერების ოთახი


#1 ღირებულება

ბუნებრივია ეს კომპონენტი ბევრი მომხმარებლისთვის ცენტრალურია, ამიტომ სწორედ მისით ვიწყებთ განხილვას. Server1 გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის პაკეტებს, რომლების ღირებულებაც სულ რაღაც ₾6.99-დან იწყება, გამოყოფილი ₾600-დან, VPS-ის შემთხვევაში კი - ₾79-დან. შესაბამისად, თვეების ან თუნდაც წლების განვმალობაში შეგიძლიათ დიდი შეღავათი მიიღოთ ამ გადაწყვეტილებით. 

ღირებულებაც ასახავს იმ განსხვავებებს რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ჰოსტინგ სერვისებში ვაწყდებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ გთავაზობთ მრავალ ქვეკატეგორიას. მაგალითად, გვაქვს საკმაოდ მძალვრი საზიარო პაკეტები, ისევე როგორც VPS და გამოყოფილები. ამიტომ, ამ მხრივ შეზღუდულები არ ხართ. 


#2 კომფორტი, დაცულობა და უზრუნველყოფა

ეს ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსია საზიარო ტიპის ჰოსტინგ სერვისებთან შედარებით. ზოგ მომხმარებელს არ მოსწონს ის იდეა რომ სხვა მომხმარებლების გამო შესაძლოა მათ პოტენციურად პრობლემები შეექმნათ. რასაკვირველია, ეს ხშირი არაა თუმცა როდესაც ჩვენი სერვისებით გაქვთ 99%-იანი უწყვეტი კავშირის პრივილეგია კარგი იდეაა რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი სწორედ თქვენს ხელში იყოს.

იმის გათვალისწინებით, რომ VPS სერვერები გარკვეული კუთხით განცალკევებულია (ანუ სახელიდან გამომდინარე ვირტუალურად), მათი ამორჩევის შემთხვევაში გაქვთ მნიშვნელოვანი ტიპის უპირატესობა კომფორტის და უზრუნველყოფის კუთხით. 

დეკორატიული

Server1 ძალიან სერიოზულად უდგება სერვერების დაცვის საკითხს, სწორედ ამიტომ გვსურს ამ თემაზეც ყურადღების გამახვილება. არსებობს კრიტერიუმები რომლებსაც ესა თუ ის ჰოსტინგ პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს როდესაც მომხმარებლებს საკუთარ სერვისებს სთავაზობს.

თუმცა, საზიარო სერვერების მინუსი VPS-თან შედარებით ისაა რომ შესაძლოა ერთი მომხმარებლის გამო, რომელმაც ვერ გაითვალისწინა ესა თუ ის ფაქტორი, თქვენ გარკვეულ ხარვეზთან გქონდეთ შეხება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაა მინუსი რომ საზიარო სერვერზე უბრალოდ ბევრი მომხმარებლის ინფორმაცია თავსდება. აქ სტატისტიკურ ალბათობასთან გვაქვს საქმე, მეტი არაფერი. 


#3 სკალირება

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ გექნებათ სურვილი რომ გააუმჯობესოთ მიღებული სერვისები VPS ჰოსტინგით ეს ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად ხდება. ხშირ შემთხვევებში, მომხმარებლებს ავიწყდებათ პოტენციურად მნიშვნელოვნად მომატებული ტრაფიკის გათვალისწინება. ზუსტად ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ ძალიან სწრაფად მიიღოთ დამატებითი რესურსები.


#4 სისწრაფე & SEO

ვებსაიტის სისწრაფე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია როგორც SEO-ს, ასევე მომხმარებლების შენარჩუნების კუთხით. ისეთი მაჩვენებლები როგორებიც FID, LCP & CLS და ზოგადად Core Web Vitals აუცილებელად გასათვალისწინებელია თქვენი ონლაინ ბიზნესისთვის.

ჰოსტინგ დეკორატიული

VPS ჰოსტინგი გაძლევთ საშუალებებს რომ ამ საკითხში უპირატესობა გქონდეთ თქვენს კონკურენტებთან მიმართებაში. დამატებით კი, სკალირება დაგეხმარებათ რომ საჭირო მომენტებში არ დაკარგოთ მნიშვნელოვანი წამები. 


#5 დისკის მოცულობა და bandwidth 

მარტივი სიტყვებით, მეტი მოცულობა დისკზე და დამატებითი bandwidth გაძლევთ საშუალებას რომ საიტი გახადოთ უფრო ეფექტური და სანდო. დიდი რაოდენობის bandwidth გამოგადგებათ როდესაც დიდ ტრაფიკს იღებთ საიტზე, ხოლო მეტი მოცულობა მეტ კონტროლს თქვენს რესურსებზე.