ჩემი გვერდი
შეიძინე ჰოსტინგის სერვისები და მიიღე -80%-მდე ფასდაკლება

Bandwidth & ჰოსტინგი

16 დეკემბერს 2021
Bandwidth & ჰოსტინგი

კარგი ჰოსტინგ კომპლექტის არჩევა ითვალისწინებს იმის გაგებას თუ რა განსხვავებაა სხვადასხვა ვარიანტებს შორის.

თუ ეხლახანს შემოაბიჯეთ ამ სფეროში შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს ტერმინოლოგიის გარჩევა და მათი მნიშვნელობის გარკვევა.

HostGator-ის მიხედვით, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინი bandwidth-ია.


რა არის ვებსაიტის bandwidth?

ვებსაიტის bandwidth არის იმ მონაცემთა ზომის სიდიდე რომლის ტრანსფერიც ვებსაიტს შეუძლია მომხმარებლისთვის გარკვეული დროის განვმალობაში. ნებისმიერი ვებსაიტი, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ აქტიურია ჰოსტინგის გამო. როდესაც სერვერები მომხმარებელს აწვდიან კონტენტს მათ სჭირდებათ bandwidth. რაც მეტი მომხმარებელია მით მეტი bandwidth არის საჭირო, თუნცა ერთი გვერდის ჩასატვირთათ. იმ ვებსაიტებს, რომლებიც მედიის კომპონენტებს ხმარობენ (აუდიო, ვიდეო) დამატებითი bandwidth-ია საჭირო.


რატომაა bandwidth მნიშვნელოვანი?

საიტის bandwidth-ს პირდაპირი გავლენა აქვს მის ეფექტურობაზე. თუ მხოლოდ ერთი მომხმარებელია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, ის ცოტა bandwidth-ს მოიხმარს. თუმცა როდესაც ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება, იზრდება ამ კატეგორიის მოთხოვნებიც. ბევრი bandwidth დაგჭირდებათ რომ დიდი რაოდენობის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის playback შესთავაზოთ. თუ თქვენი ჰოსტინგ კომპლექტი არ გთავაზობთ საკმარის bandwidth-ს, თქვენ მომხმარებლებს მოუწევთ ნელ საიტთან შეგუება.

bandwidth-ის რაოდენობა რომლითაც მუშაობა შეუძლია თქვენს გვერდს დამოკიდებულია თქვენს ჰოსტინგ პროვაიდერზე და მის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე. 

ბევრი ტიპის ჰოსტინგ გეგმა ითვალისწინებს რომ თქვენ გექნება სერვერი რომელიც გაზიარებული იქნება დანარჩენებთან (საზიარო). როდესაც bandwidth გაყოფილია უამრავ ვებსაიტზე ბუნებრივია ჩნდება ლიმიტაციები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენის მომხმარებაა შესაძლებელი.

დღევანდელი მომხმარებლები ელიან სწრაფ საიტებს და მალევე ტოვებენ მას თუ ის უცებ არ ჩაიტვირთება. იმისთვის რომ თქვენ აარიდოთ მსგავს პრობლემას თავი აუცილებელია გქონდეთ მაღალი ხარისხის სერვისი.


რამდენი bandwidth ჭირდება თქვენს საიტს?

bandwidth ოდენობა, რომელიც საჭიროა საიტისთვის დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

- მომხმარებლების რაოდენობაზე
- ვებსაიტის ზომაზე
- რამდენად დიდ რესურს ხმარობს თქვენი საიტი. თუ იყენებთ მაღალხარისხიან სურათებს და გრძელ ვიდეოებს, ბუნევრივია, მეტი დაგჭირდებათ, ვიდრე მხოლოდ ტექსტის შემთხვევაში.

იმ მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც პატარა საიტები აქვთ და არა-მასშტაბური კონტენტი, bandwidth პრობლემას არ წარმოადგენს. 

თუმცა მსხვილ ბიზნესებს და ორგანიზაციებს არ ეყოფათ ის bandwidth, რომელიც დაკავშირებულია საზიარო ჰოსტინგ სერვისებთან. შემდეგი ნაბიჯი VPS ან გამოყოფილი სერვერებია. 

თუმცა, თუ საქმე არ გაქვთ ძალიან დიდ მოთხოვნასთან ან არ გსურთ აბსოლუტური კონტროლის ფლობა VPS სერვისები საკმარისი არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი არჩევანი შეაჩეროთ გამოყოფილ სერვერებზე, რომლებსაც საქართველოში & გერმანიაში გთავაზობთ.

ასევე შეგიძლიათ მომხმარებელთა ოდენობის ვარირებასთან ერთად შეცვალოთ სერვისები ამიტომ არაა საჭირო იმაზე ნერვიულობა რომ გარკვეულ პერიოდებში შესაძლოა ნაკლები ან მეტი მოთხოვნა გქონდეთ.


ულიმიტო bandwidth?

ულიმიტო bandwidth-ის შეთავაზება ითვალისწინებს იმას რომ თქვენ არ გადაიხდით იმის მიხედვით თუ რამდენს ხმარობთ. არის ფიქსირებული გადასახადი რომელიც არ ვარირებს გამოყენებული bandwidth-ის სტატისტიკით, ამიტომ არანაირი სიურპრიზები თვის ბოლოს.


შეჯამება

Bandwidth დამაბნეველი ტერმინია ბევრი ადამიანისთვის, თუმცა ვებსაიტების მფლობელების უმეტესობისთვის იგი დიდი თავსატკივარი არაა ყოველდღიურ საქმიანობაში. თუ თქვენ მაინც ვერ იღებთ ზუსტ გადაწყვეტილებას შეგიძლიათ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შესაბამისი სერვისის არჩევაში.