ყოველთვის, როდესაც ახალი ბიზნესი იწყება, ჩნდება კითხვა: რა იქნება ბრენდის სახელი?!
სახელი, რომელსაც თქვენს კომპანისთვის შეარცევთ, დიდ შრომას მოითხოვს. ის ახასიათებს თქვენი ბრენდის ისტორიას, უყვება მომხმარებელს თქვენი პროდუქტის შესახებ და უნდა იყოს დასამახსოვრებელი პოტენციური მომხმარებლისთვის. მთელი ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ თქვენი კომპანიის დასახელების შერჩევა რთული ამოცანა იყოს.
კომპანიის სახელი არის თქვენი გაცნობა მომხმარებლებთან. ეს არის ის, რასაც მომხმარებლები მიმართავენ ყოველ ჯერზე თქვენს კომპანიასთან ურთიერთობისას. კომპანიაზე, სახელი ხანგძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბრენდინგის ექსპერტი ჯონათან ბელი თავის TED განხილვაში ”როგორ შევქმნათ დიდი ბრენდის სახელი” განსაზღვრავს შვიდი ტიპის ბრენდს:
ბრენდის ეს ტიპები შესაძლოა იყოს ღირებული წერტილები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის დასახელების პროცესში. ბრენდის სახელის არჩევისას, ასევე საჭიროა ვიფიქროთ მის ღირებულებებზე. თქვენი ბიზნესის სახელს შეუძლია გაზარდოს თქვენი ღირებულებიბი და დაადგინოს სტანდარტი იმის შესახებ, თუ რას ელიან მომხმარებლები თქვენგან.
Სახელის შერჩევისას უნდა დავსვათ კითხვები:
ბრენდისთვის შერჩეული სახელი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ყველა სტანდარტს და ეს ნორმალურია. ეს შეიძლება არ იყოს მარტივი სახელი, მაგრამ ის შეესაბამება თქვენი კომპანიის ხასიათს და ღირებულებებს. SEO შესაძლოა საჭირო იყო თქვენი ბიზნესისთვის, თუმცა იყოთ დასამახსოვრებელი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციისთვის.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ კომპანიის ბრენდინგი, ახლა ამის დროა. განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის იდენტობა, პიროვნება, ტონი და თქვენი ბიზნესის პოზიციონირება. ასევე დიდი დატვირთვა აქვს ფერების/ფერის შერჩევას ბრენდისთვის და ლოგოსთვის. თითოეულ ფერს აქვს თავისი დატვირთვა, რომელსაც უნდა გაეცნოთ სანამ კონკრეტულ ფერს ან ფერების კომბინაციას აირჩევთ.