ჩემი გვერდი

დაცულია თუ არა საზიარო ჰოსტინგი?

14 დეკემბერს 2021
დაცულია თუ არა საზიარო ჰოსტინგი?

 

ჰოსტინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი საზიაროა. როგორც Verpex-ის ბრუნო მირცევსკი (Mircevski) გვატყობინებს მცირე ბიზნესების საკმაოდ დიდი ნაწილი ირჩევს სწორედ ამ სერვისს. საზიარო ჰოსტინგის პოპულარულობა გამოწვეულია იმით რომ იაფი ღირს და დიდ ტრაფიკზე არაა მორგებული. თუმცა, ბუნებრივია, ამ ტიპს თავისი მინუსები აქვს. ამ სტატიაში სწორედ ეს იქნება განხილული


უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა რომ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, მაინც შესაძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა როცა საქმე გვაქვს საზიარო ჰოსტინგთან. იმისთვის რომ ეს გადაამოწმოთ საჭიროა ამა თუ იმ კომპანიის სერვისებს გადახედოთ და გაარკვიოთ რა ტიპის კომპლექტებს გთავაზობენ.

 


რა არის საზიარო ჰოსტინგი?

საზიარო ჰოსტინგი არის ისეთი სახის ჰოსტინგი რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ვებსაიტის ერთ სერვერზე განთავსებას. ისეთი რესურსები როგორებიცაა მეხსიერება, CPU, დისკის მოცულობა და გადასახადი განაწილებულია მომხმარებლებს შორის ამა თუ იმ სერვერზე.

საზიაროს ბევრი უპირატესობა აქვს, რომლებიც მკვეთრად ჩანს როდესაც ტექნიკური საკითხების მენეჯმენტი თქვენთვის მეორეხარისხოვანია ან პატარა ბიუჯეტი გაქვთ.

თუ ამ საკითხზე მეტის გაგება გინდათ ჩვენი ბლოგი დავდეთ სწორედ ამ საკითხზე


რა ტიპის საფრთხეებთან გვაქვს საქმე?

საზიარო ჰოსტინგი საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია თქვენი ბიზნესისთვის; რაც ბუნებრივია დაკავშირებულია უფრო დიდ რისკებთან ვიდრე VPS ან გამოყოფილი. მაგალითად: DDoS შეტევები, კომპორმიზირებული საიტები იმავე სერვერზე, დაცვის კომპლექტების ნაკლებად მასშტაბური ვერსია, გაზიარებული IP ადრესი.


როგორ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება საზიარო ჰოსტინგისთვის

ნებისმიერი ვებსაიტი რომლის ჰოსტინგი ონლაინ ხდება შესაძლოა გაუმჯობესებული იყოს დამატებითი უსაფრთხოების ხელსაწყოებით და საშუალებებით. ესენი დაგვეხმარებიან უფრო სწრაფ განვითარებაში და კიბერ-შეტევების მოგერიებაში. ეს რამდენიმე ნაბიჯი დაგეხმარებათ უფრო მშვიდად მუშაობაში.

 


ასლების რეგულარულად შექმნა - ერთ ერთი ყველაზე კარგი გზა იმისთვის რომ თავი დავიცვათ კიბერ-შეტევებისგან არის საიტების სარეზერვო ასლების შექმნა. ჯობს გადაამოწმოთ რომ ყველა თქვენი დაცვის software და აპლიკაცია განახლებული იმისთვის რომ შეტევებს ეფექტურად გაართვათ თავი. თქვენი ვებსაიტი ბევრად უკეთ მდგომარეობაში იქნება თუ ხშირად გააკეთებთ მსგავს ასლებს.

არ ენდოთ უცნობ პროგრამებს - ბიზნესში დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ ძალიან ბევრი კონკრეტული ბიზნესი ცდილობს დროის მოგება და სხვადასხვა ასპექტების უგულებელყოფას. მაგალითად, იწერენ ფასიანი პროგრამების უფასო ვარიანტებს რაც ბუნევრივია მნიშნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული. აარიდეთ თავი უცნაურად მომგებიან გარიგებებს.

დაარეგულირეთ უფლებები და მომხმარებელთა როლები - არალეგალური შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა მომხმარებლების საშუალებითაა. როდესაც ანაწილებთ უფლებებს და როლებს დიდი სიფრთხილე გმართებთ. ჩართეთ ორი ფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და აირჩიეთ გაიდლაინები უკეთესი პაროლების შესამუშავებლად. თქვენი მთლიანი ვებსაიტი შეიძლება გაითიშოს ერთი შეცდომის გამო. ამიტომ უყურადღებოდ არ გასცეთ პრივილეგიები.


უსაფრთხოების დონეები სხვა სერვისებზე

უსაფრთხოების სტანდარტები ნებისმიერი ვებსაიტისთვის მნიშნელოვანია, გინდ მცირე ბიზნესთან გვქონდეს საქმე გინდ მსხვილთან. პირველი ნაბიჯი ამ სფეროში ამ საკითხისთვის საჭირო ყურადღების დათმობაა.

 

 


WordPress ჰოსტინგი - Wordpress ჰოსტინგი უსაფრთხოა თუ ვებსაიტის მფლობელები ყურადღებით უდგებიან ამ თემას და სტანდარტულ პრაქტიკას მიყვებიან. მაგ: რეგულარულ განახლებას, უსაფრთხოების plugin-ების გამოყენებას მონიტორინგისთვის და უსაფრთხო თემების და plugin-ების გამოყენებას.

გამოყოფილი ჰოსტინგი - ამ შემთხვევაში იშვიათია რომ რაიმე უსაფრთხოების პრობლემა შეგექმნათ საიტზე თუმცა თუ გადაწყვეტთ რომ თქვენ ხელში უნდა იყოს სადავეები ბუნებრივია დამატებითი ძალისხმევა გესაჭიროებათ. 


შეჯამება

როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ჰოსტინგის, საზიაროს დაჰაკვაც შეიძლება. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ უსაფრთხო ნაბიჯების გადადგმა არ შეგიძლიათ. პირველ რიგში აუცილებელია იმის გათავისება რომ საიტის ყველა ელემენტის უსაფრთხოება ასე თუ ისე მნიშვნელოვანია.

იმედია ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ დარჩეთ უფრო დაცულები და გააუმჯობესოთ თქვენი საიტის უსაფრთხოება. თქვენზე და თქვენ თანამშრომლებზეა დამოკიდებული როგორი ტიპის პროვაიდერს აირჩევთ. ჩვენ, Server1, კი ვცდილობთ რაც შეიძლება კარგი სერვისები შემოგთავაზოთ.