ჩემი გვერდი

ერთ-გვერდიანი ვებსაიტები

17 მარტს 2022
ერთ-გვერდიანი ვებსაიტები

პირველ რიგში, საჭიროა ხაზი გავუსვათ თუ რა დროს შესაძლოა გახდეს მნიშნელოვანი ერთ-გვერდიანი ვებსაიტის გაკეთება.

თუ თქვენი მიზანია გარკვეულ პროდუქტზე, კამპანიაზე ან ივენთზე ყურადღების გამახვილება, შესაძლოა ეს არჩევანი საკმაოდ გონივრული გამოდგეს. 

ბუნებრივია რომ მხოლოდ ერთი გვერდის ქონა ძალიან აადვილებს ნავიგაციას, განსაკუთრებით მობილურზე. მითუმეტეს რომ რთულია ერთ-გვერდიანი ვებსაიტი ნელი იყოს. 

იმის გათვალისწინებით რომ მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მობილურით შემოდის თქვენ საიტზე ეფექტური ერთ-გვერდიანი ვებსაიტები პოტენციურად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კომპანიის გაუმჯობესებაში.  

ნავიგაციის სქემის დასახვა ბევრად მარტივი ხდება თუ თქვენ სამიზნო აუდიტორიას უკვე სმენია ამ პროდუქტის, სერვისის ან ივენთის შესახებ.

 

საიტის სტრუქტურა

 

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ყურადღება პირდაპირ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე გაამახვილოთ, შემდეგ კი  CTA ღილაკები გადაანაწილოთ ისე როგორც საჭიროა.


დამზადება

ერთ-გვერდიანი ვებსაიტების ძირითადი პლიუსი არის სისწრაფე (როგორც დამზადების ასევე თვითონ საიტის) და სიმარტივე; სტრუქტურულად არ გიწევთ იმდენ ელემენტზე ფიქრი, დიზაინიც ბევრად მარტივი შესადგენია. კრეატიული აზროვნებაც უფრო დიდი ფაქტორია რადგან დიზაინერს არ უწევს უამრავ სხვა გვერდთან თანხვედრაზე ფიქრი. 

რადგან საზრუნავი მხოლოდ 1 გვერდია ნავიგაციის დეტალური პერსონალიზაცია არც ისე რთული ხდება. როდესაც სხვადასხვა ვებ-გვერდებზე შესაძლოა გადაკეთებული template-ები გქონდეთ, აქ უკეთესია მთელი გვერდი ოპტიმიზირებული იყოს ნავიგაციის სქემის კუთხით. 

პროექტის დასრულების შემდეგაც მსგავსი ვებსაიტის შენახვა ბევრად იოლია. ხარჯები, რესურსები, დრო ნაკლებია საჭირო. ანუ ზოგადად რისკი დაბალია, თუმცა თუ საიტი სწორადაა შედგენილი ის მნიშვნელოვნად ეხმარება ორგანიზაციის პოპულარიზაციას. 

 

ნავიგაცია

 

მაგრამ ამავდროულად უნდა ავღნიშნოთ რომ საიტის სკალირება საკმაოდ რთული ან შეუძლებელია. ამიტომ უკეთესია მსგავსი საიტები მოკლე ვადისთვის იყოს გათვლილი.


SEO

ზოგადად SEO ითვლება ერთ-გვერდიანი ვებსაიტების მინუსად. თუმცა ერთ-გვერდიანი ვებსაიტებით შესაძლოა domain და page authority-ს გაზრდა, რაც ერთგვარი პროგნოზირებაა იმისი თუ რამდენად ეფექტურად დაირანკება საიტი Google-ში. 

როდესაც სხვები ლინკავენ თქვენს ვებ-გვერდებს ისინი უფრო პოპულარულები ხდებიან საძიებო სისტემებში. ერთ-გვერდიანი საიტის შემთხვევაში დასალინკი მხოლოდ 1 გვერდია, შესაბამისად უფრო ადვილია domain & page authoruty-ს გაზრდა. ანუ აღარ გიწევთ ფიქრი დამატებით რეკლამირების საშუალებებზე ამ საკითხში. 

ასეთი საიტის შემთხვევაშიც არ იქმნება ისეთი დიდი პრობლემები როგორიც გხვდება როდესაც მომხმარებელი მალე ტოვებს რამდენიმე გვერდიან საიტს.  

თუმცა, ასევე უნდა იცოდეთ ის მინუსები რომლებიც SEO-ს კუთხით ნათელია ერთი-გვერდის გამოყენებისას. პირველ რიგში, საკვანძო ფრაზების გამოყენება ბევრად გართულებულია იმის გამო რომ ზედმეტი ტექსტი საკმაოდ ცუდი იდეაა 1 გვერდზე. 

 

საიტის რეკლამა

 

URL-იც მხოლოდ ერთია. ანუ იმის მაგივრად რომ მომხმარებელს შეეძლოს რამდენიმე გზით თქვენი საიტისთვის მოგნება, მას მხოლოდ 1 ვარიანტი აქვს. თქვენც რეკლამები სწორედ ამის გათვლით უნდა მოარგოთ საიტს.


შეჯამება

თუ თქვენ გაქვთ გააზრებული მარკეტინგ გეგმა და საკმარისად კარგად იცნობთ სამიზნო აუდიტორიას, მაშინ მოკლე ვადებში ერთ-გვერდიანი საიტების გაკეთება შესაძლოა თქვენთვის ძალიან საინტერესო ხელსაწყო აღმოჩნდეს.

განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც უკვე იცით რომ მომხმარებელს აინტერესებს ან თქვენი სერვისი ან პროდუქტი ან ენდობა თქვენ ორგანიზაციას - ეს ვარიანტი საკმაოდ დამაინტრიგებელი ხდება.

გაითვალისწინეთ რომ თქვენი მარკეტინგ და SEO სტრატეგია, თვითონ ვებსაიტთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმისთვის რომ თანხვედრა იყოს თქვენს მცდელობებსა და ერთ-გვერდიანი ვებსატის მახასიათებლებს შორის. 

მთავარია თქვენი მიზანი იყოს იმდენად კონკრეტული რამ რომ ერთადერთ გვერდზე შეგეძლოთ ინფორმაციის ისე პრეზენტირება რომ დააინტერესოთ მომხმარებელი.