ჩემი გვერდი

ჰოსტინგი & ფორუმების სერვისი

8 ნოემბერს 2021
ჰოსტინგი & ფორუმების სერვისი

ფორუმები ძალიან კარგი წყაროა იმისთვის რომ ინფორმაცია მოვიძიოთ ამა თუ იმ პრობლემაზე. ისინი გვთავაზობენ როგორც ახალ, რელევანტურ კონტენტს ასევე გვაწვდიან დიდი ტრაფიკს და აახლოვებენ ადამიანებს. მომხმარებლებს მოსწონთ ინფორმაციის გაზიარება და ერთმანეთთან დაკავშირება, მფლობელებს კი ადგებათ ისეთი ხელსაწყო რომელიც აძლევთ მათ საშუალებას რომ მალევე უპასუხონ მკითხველების კითხვებს.

იმისთვის რომ ფორუმი შექმნათ საჭიროა გყავდეთ ვებ ჰოსტინგის პროვაიდერი რომელიც სანდოა, ხელმისაწვდომი და გთავაზობთ სასიამოვნო სერვისებს.

ჩვენ შევეცდებით დაგანახოთ სხვადასხვა ასპექტები რომლებიც რელევანტურია ჰოსტინგის მხრივ ფორუმების პროექტის წამოწყებაში.

 


უფასო და ფასიანი ჰოსტინგი ფორუმებისთვის

თქვენ დაგჭირდებათ ისეთი ჰოსტინგ სერვისი რომელიც მოგცემთ საშუალებას რომ მაღალი ტევადობის ინფორმაცია შეინახოთ; ასევე ყურადღება გასამახვილებელია bandwidth-ზეც. რაც უფრო პოპულარული გახდება თქვენი ფორუმი მით უფრო ძლიერი ინფრასტრუქტურა გახდება საჭირო ეფექტური საქმიანობისთვის


ეს იმას ნიშნვას რომ უფასო ჰოსტინგზე ჯობს უარი თქვათ, რამდენიმე მიზეზის გამო, რომლებსაც ბრუნო მირცევსკი გთავაზობთ:

მომხმარებელთა დახმარება
იმის მიუხედავად რომ თვითონ საიტის აწყობა მარტივი შეიძლება ჩანდეს, რეალურად ბევრად უფრო რთულია თუ ამ საქმეში ჩახედული არ ხართ. უფასო ვებ გვერდებს იშვიათად აქვთ მომხმარებელთა დახმარების ფუნქცია (Customer support). თუ რაიმე პრობლემა არის თქვენ ვებ გვერდთან დაკავაშირებით თქვენვე გიწევთ მასთან სრულიად გამკლავება. 


სისწრაფე და bandwidth

უფასო ჰოსტინგ სერვისებს დაბალი მონაცემების ტრანსფერის და bandwidth სისწრაფე აქვთ. ასევე შეზღუდულია დისკზე სივრცე ამიტომ არ გექნებათ იმდენი გვერდი რამდენიც რეკომენდირებულია ფორუმებისთვის. ასევე სურვილისამებრ ვერ შეძლებთ საიტის მასშტაბის გაზრდას და ზოგი ხელსაწყო და plugin-ი არ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი.

 

 

დომეინი

უფასო ვებ ჰოსტინგის შემთხვევაში არ გექნებათ ბრენდირებული დომეინი ან იმეილ ადრესი, შესაბამისად რთული იქნება ბრენდის ცნობადობის გაზრდა. ვებ ჰოსტინგის პროვაიდერის სახელი კი თქვენი ბრენდის გვერდით იქნება მიწერილი.

უსაფრთხოება


დადგენილებები და პირობები  (terms and conditions) აძლევთ პროვაიდერებს საშუალებას რომ იურიდიულად ყველა შემთხვევაში დაცულები იყვნენ თუ თქვენს პირად ინფორმაციას (სახელს, იმეილს) გადასცემენ მესამე პირს. ასეთი პრობლემა შეიძლება ჰაკერულ რისკთანაც კავშირდებოდეს. 

თუ მსგავსი რამ მოხდება დაგჭირდებათ დიდი დრო რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღიდგინოთ ვებ გვერდისთვის, რასაც რეპუტაციის გაფუჭებაც მოყვება.

უხარისხო დიზაინი

უფასო ჰოსტინგის შემთხვევაში დიზაინის არჩევა მხოლოდ რამდენიმე დაყენებული შაბლონებიდან შეგეძლებათ, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან გაგიჭირდებათ კონკურენტებისგან გამოყოფა. 

 


შეჯამება

როცა ონლაინ კომუნიკაციასთან გვაქვს საქმე სოც-მედიის აპლიკაციებს ყველაზე მეტად აქებენ, თუმცა ფორუმები წარმოადგენენ ალტერნატივას რომლის საშუალებითაც ხალხი უკავშირდება ერთმანეთს, აზიარებს ინფორმაციას მათთვის საერთო საინტერესო თემებზე და ჭრის სხვადასხვა ტიპის პრობლემებს 

თქვენი ფორუმის შექმნა კარგი ვებ ჰოსტინგის მეშვეობით საკმაოდ დიდ უპირატესობებთანაა დაკავშირებული. იმედი გვაქვს ეს სტატია დაგეხმარათ უკეთ დაგენახათ ჰოსტინგის როლი თქვენი ფორუმის წარმატებაში.