ჩემი გვერდი

Imunify360: უკეთ უზრუნველყავით თქვენი ვებ გვერდის უსაფრთხოება

15 ოქტომბერს 2021
Imunify360: უკეთ უზრუნველყავით თქვენი ვებ გვერდის უსაფრთხოება

ახალ ბიზნეს სეზონს საკმაოდ ძლიერი სტარტი აქვს. ჩვენი კომპანია მუდმივად ეძებს ახალ უფრო ინოვაციურ და კრეატიულ გზებს რომ გავაუმჯობესოთ ვებ გვერდების სტაბილურობა, უსაფრთხოების დონე და მუშაობის ხარისხი. Imunify - კი ზუსტად ჯდება ამ მისიის ფარგლებში. 

Imunify-ს მთავარი ფუნქციები ითვალისწინებს ყალბი ექაუნთების/ბოტების გაფილტვრას, malware traffic-ის შემცირებას, და ზოგადად უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს მსგავს დეტალებში. რაც გვაძლევს სერვერული რესურსების ეკონომიის საშუალებას. დამატებით კი მომხმარებლს ნაკლები დრო ეხარჯება არაპროდუქტიულ აქტივობებზე. 
გარდა იმისა რომ Imunify360-s აქვს malware-ის ძალიან კარგი სკანერი, შემოსული შეტყობინებებიც/მოთხოვნებიც განსხვავებულად იბლოკება, ე.ი უფრო მეტად ერგება ჩვენს გარემოს და საჭიროებებს. სანამ Imunify360 firewall იცავს სერვერს შეტევებისგან, თავდაცვის სისტემა ასევე სკანავს ყველა ცვლილებას სერვერების ფაილების სისტემაზე. თუ რაიმე ტიპის ვირუსს შეამჩნევს სისტემა ის იმწამსვე კარანტინს უკეთებს მას რომ არ გავრცელდეს. იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი აიტვირთა რაიმე საშუალებით, Web აპლიკაციის firewall  მაინც არ მისცემს მას აქტივირების საშუალებას. აღმოჩენის შემდეგ კი ანტივირუსი საერთოდ შლის მას სერვერიდან. 

BitNinja - კი ისევ ხელმისაწვდომია Dedicated CPU სერვერების მომხმარებლებისთვის. 

აღმოაჩინე Imunify360

Imunify360 მიზანმიმართულია მყისიერულ რეაგირებაზე და თავდაცვაზე Linux-ის ვებ სერვერებზე. მისი ფუნქციები არ მოიცავს მხოლოდ ტიპურ ანტივირუსს ან WAF-ს. ის იყენებს 6 ფენიან მიდგომას რომელიც აბსოლუტურ დაცვას გვთავაზობს ნებისმიერი საშიშროებისგან, მაგალითად brute force & zero-day.  ასევე იყენებს: Intrusion Prevention and Detection system, ვებ აპლიკაციის Firewall-ს, Real-time Antivirus protection, a Network Firewall, and Patch Management components

Imunify360 უსაფრთხოება თქვენი ვებ გვერდისთვის

უსაფრთხოება ჰოსთინგის მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც ჩვენ ყველა გზას ვიყენებთ რომ დავიცვათ თქვენი გვერდი და ინფორმაცია. ზუსტად ესაა იმის მიზეზი თუ რატომ ირჩევს მომხმარებელი ზუსტად ჩვენს სერვისებს და არა კონკურენტებისას. Imunify360 გამოირჩევა თავისი ავტომატური ფუნქციებით და სხვადასხვა უსაფრთხოების საშუალების ერთ სისტემაში თავმოყრით. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ Imunify360 მთელ სერვერზე გვიზიარებს შემტევის IP მისამართს რაც იმას ნიშნავს რომ წინასწარ შეგვიძლია მათგან თავდაცვა.

დაცვა სპამისგან და ბოტებისგან 

Imunify360 ბლოკავს ყველა უსარგებლო ბოტს, არ აძლევთ მათ საშუალებას თქვენი პაროლი გამოიცნონ, ან გაარკვიონ სისტემის სუსტი წერტილები. ის ასევე ბლოკავს ბოტების რეგისტრაციას და სპამ-კომენტარებს თქვენს ვებ გვერდებზე. 

სკანები ვირუსული ფაილებისთვის

ბევრი მიზეზი არსებობს რის გამოც თქვენი ვებსაიტი შეიძლება დავირუსდეს. ყველაზე ხშირებია:


•    ძველი სქრიფთები (scripts) - თავისთავად ცხადია რომ მოძველებულ სქრიფთებს უფრო დიდი შანსია ქონდეთ სუსტი წერტილები, რის გამოც აუცილებელი ხდება მათი განახლება. მაგ: WordPress-ის შემთხვევაში core, plugins & themes. 
•    არასანდო და დაპირატებული სქრიფთები - ამგვარი ტიპის სქრიფთები თითქმის ყოველთვის შეიცავენ ვირუსებს. როდესაც მათ ვიყენებთ ისინი იმწამსვე ვრცელდებიან სხვადასხვა ვებსაიტებზე და ჰოსთინგ ექაუნთებზე. FastGuard ზუსტად ამ პრობლემის აღმოფხვრაში გვეხმარება მომხმარებლის იზოლაციით სხვებისგან.
•    ცუდად დაწერილი სქრიფთები - ყოველთვის გადაამოწმეთ სქრიფთების, პლაგინების, თემების და მოდულების შეფასებები სანამ მათ გამოიყენებთ თქვენს ვებსაიტზე. ასევე გაითვალისწინეთ რომ ზოგი სქრიფტი შესაძლოა კერძო ჰოსთინგ პროვაიდერისთვის იყოს განკუთვნილი და სხვაგან არ მუშაობდეს.

ვირუსის სკანერი იპოვის და ფრთხილად მოაგვარებს ვირუსების პრობლემას. ერთი ღილაკით შეგიძლიათ რე-ინფექციისგან დაიცვათ თავი, ისევე როგორც მიიღოთ დეტალური ანგარიში.

რეპუტაციის კონტროლი

Imunify360 ამოწმებს სხვადასხვა წყაროებს იმისთვის რომ გადაამოწმოდეს არის თუარა თქვენი ვებსაიტები ან IP-ები დაბლოკილი ან გაშავებული. თუ თქვენ არ ამოწმებთ მუდამ თქვენი ვებსაიტის რეპუტაციას შესაძლოა გაშავების შესახებ კვირების ან თვეების შემდეგ გაიგოთ, რაც ცხადია ხელს შეუშლის ბიზნეს აქტივობებს. Google-ი აშავებს ვებსაიტებს, რომლებიც ვირუსებს შეიცავენ და ყრის მათ პოვნის ინდექსიდან. Imunify360-ს კი შეუძლია ამის შესახებ შეტყობინება.

ყალბი განგაშები

ადმინისტრატორები, რომლებიც ხმარობენ მონიტორულ software-ს ენდობიან მათ, ამ უკანასკნელებს კი ეკისრებათ სწორი ინფორმაციის მიწოდება. ასეთი software-ების მთავარი მიზანია რომ შეამცირონ ყალბი განგაშის ალბათობა. ნებისმიერი მსგავსი software-ი, რომელიც ვერ სთავაზობს მომხმარებელს ამგვარ სიზუსტეს, ზედმეტ რესურსებს ართმევს ადმინისტრატორებს.
Imunify360 ყველაფერს აკეთებს რომ მინიმალური მოთხოვნები წაუყენოს ადმინისტრატორს. იგი მუდამ ოპტიმიზაციის პროცესშია და განსაკუთრებით აკვირდება ყალბი განგაშების ალბათობას რომ უკეთესად გააკონტროლოს ეს პრობლემა.


როგორ გამოვიყენოთ Imunify360

Imunify360 უკვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ და როგორც მომხმარებლებს არანაირი დამატებითი ვალდებულება არ გეკისრებათ. სისტემა ისე მუშაობს როგორც საჭიროა. პლიუს, ყველა მოდულიც, რომელიც მოყვება, თქვენი უზრუნველყოფისთვისაა.

დასკვნა

CloudLinux-მა ჰოსთინგის მენეჯმენტში რევოლუცია მოახდინა და ჩვენ, პირადად, აბსოლუტურად ვენდობით Imunify360-ს ისევე როგორც იმ გუნდს რომელიც მის უკან დგას. ავტომატური უსაფრთხოების გარანტი და მუდმივი განვითარების კომპონენტი, რომელიც თან ახლავს Imunify360-ს (რაც განპირობებულია მსოფლიო სერვერებიდან მიღებული ინფორმაციით) მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებლის უსაფრთხოების დონეს. ამ ყველაფერს კი გარკვეული სიმშვიდე მოყვება იმის ცოდნით რომ ჩვენი აპლიკაციები ძლიერად დაცულია და ჰოსთინგ გამოცდილება გაუმჯობესებული.