ჩემი გვერდი

Plesk-ის ინტერფეისის მიმოხილვა

31 მაისს 2022
Plesk-ის ინტერფეისის მიმოხილვა

პლესკი ვებ ჰოსტინგის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად შესასრულონ მრავალფუნქციური დავალებები. იგი მოიცავს ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვებ საიტისთვის, ელ.ფოსტებისთვის, მონაცემთა ბაზებისთვის და ა.შ.

დაწვრილებით ინსტრუმენტების აღწერა იხილეთ სურათზე:

  1. 1. განყოფილებაში ჩანს მომხმარებლის ინფორმაცია, რომელიც იყენებს პლესკის სამართავ პანელს, განყფილების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მართოს საკუთარი ანგარიში.
  2. 2. ეს განყოფილება მოიცავს დახმარების მენიუს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ონლაინ სახლემძღვანელო და უყურონ ვიდეო გაკვეთილებს.
  3. 3. საძიებო ველი.
  4. 4. ეს განყოფილება მოიცავს ნავიგაციას სხვა და სხვა ელემენტებით, რომელიც ხელს უწყობს Plesk-ის ინტერფეისის ორგანიზებას.

 ინსტრუმენტები დაჯგუფებულია ფუნქციების მიხედვით, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მართონ ვებ ჰოსტინგის პარამეტრები, გვხვდება ვებსაიტების და დომენების გვერდზე, ხოლო ის, რაც საშუალებას აძლევს ფოსტის ანგარიშების მართვას, გვხვდება ფოსტის გვერდზე.

მოკლე აღწერა ყველა გვერდისა და ფუნქციების შესახებ:

  1. 4.1. ვებ საიტები და დომენები: არსებული ხელსაწყოები მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაამატონ და წაშალონ დომენები, ქვედომეინები. მართონ ვებ ჰოსტინგის სხვადასხვა პარამეტრები, შექმნან და მართონ მონაცემთა ბაზები, შეცვალონ DNS პარამეტრები და დაიცვან თავიანთი ვებსაიტები SSL/TLS სერთიფიკატებით.
  2. 4.2. ელ.ფოსტა: ხელსაწყოები მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაამატონ და წაშალონ ფოსტის ანგარიშები, ასევე მართონ ფოსტის სერვერის პარამეტრები.
  3. 4.3. აპლიკაციები: წარმოდგენილი ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მარტივად დააინსტალირონ და მართონ ვებ აპლიკაციების ფართო სპექტრი.
  4. 4.4. ფაილები: ამ გვერდს აქვს ვებ ფაილების მენეჯერი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ ფაილები ვებსაიტზე, ასევე მართონ ფაილები უკვე არსებული ფაილურ სისტემაში.
  5. 4.5. მონაცემთა ბაზები: გვერდი საშუალებას აძლევს მომხმარებელს შექმნას ახალი და მართოს არსებული მონაცემთა ბაზები.
  6. 4.6. სტატისტიკა: გვერდი შეიცავს ინფორმაციას დისკის და ტრაფიკის გამოყენების შესახებ, ასევე ვებ სტატისტიკის ბმულს, რომელიც წარმოადგენს საიტის ვიზიტორების დეტალურ მიმოხილვას.
  7. 4.7. მომხმარებლები: წარმოდგენილი ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაამატონ და წაშალონ მომხმარებლის ანგარიშები, რომლებიც საშუალებას აძლევს სხვა ადამიანებს შევიდნენ Plesk-ში.
  8. 4.8. ანგარიში: ეს გვერდი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ჰოსტინგ მომსახურების პაკეტის დეტალების შესახებ, აძლევს შესაძლებლობას შექმნან სარეზერვო ასლები და განაახლონ საკონტაქტო ინფორმაცია.
  1. 5. ეს განყოფილება გვიჩვენებს აქტიურ ნავიგაციას ვებ საიტების და დომენების შესახებ.ამ ინსტუმენტების საშუალებით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, სრულად მართოს ვებ ჰოსტინგი.
  1. 6. ეს განყოფილება მოიცავს სხვადასხვა კონტროლისა და ინფორმაციის ჩვენების ნაზავს, რომლებიც მარტივად აღსაქმელია მომხმარებელთათვის.