ყველა ბიზნესს სჭირდება ვებ გვერდი, ჰოსტინგი კი საკმაოდ მოთხოვნადია დღეს. ვებ ჰოსტინგის ინდუსტრია ბუმშია, ბიზნეს მფლობელები და მეწარმეები კი ამ პოპულარულობას იყენებენ საკუთარი რესელერ (Reseller) ჰოსტინგის ბიზნესის წამოსაწყებად.
ჩვენი გამოცდილებისა და სერვისების გათვალისწინებით, გვსურს გაგაცნოთ რესელერ ჰოსტინგის გარკვეულ დეტალებს, რომლებიც თქვენთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.
რა არის რესელერ ჰოსტინგი?
Bandwidth & hard drive-ის სივრცის მიქირავება ისეთი კომპანიისთვის, რომელიც თვითონაც ორივეს აქირავებს რესელერ ჰოსტინგია. იმისთვის რომ ეს სერვისი თქვენთვის სასურველად მუშაობდეს საჭიროა საბაზრო კვლევის ჩატარება ისევე როგორც ჰოსტინგ კომპანიის არჩევა. შექმენით თქვენი ბრენდირებული ჰოსტინგ პაკეტები და გადაწყვიტეთ რა ღირებულებას აირჩევთ.
იმისთვის კი, რომ მომხმარებლები იპოვოთ საჭიროა პირველ რიგში გაარკვიოთ რომელი ბაზარია თქვენთვის პრიორიტეტული.
და ბოლოს პირდაპირ შეგიძლიათ მათ შესთავაზოთ სერვისები და პასიური შემოსავალი მიიღოთ სანაცვლოდ.
რესელერ ჰოსტინგის უპირატესობანი
პოტენციური მინუსები
განსაკუთრებული რეკომენდაცია
რესელერ ჰოსტინგი ზედგამოჭრილია ისეთი ადამიანებისთვის რომლებიც დამატებით, პასიურ შემოსავალს ეძებენ. ის იდეალურია თუ უკვე გაქვთ ისეთი სერვისები, როგორებიცაა: ვებ დიზაინი ან დეველოპმენტი. რადგან თქვენ უკვე გყავთ პოტენციური მომხმარებლები ამ სფეროდან
როგორ მივხვდეთ სანდოა თუ არა ჰოსტინგ პროვაიდერი?
ამის გასაგებად აუცილებელია შემდეგ ფაქტორებს მიაქციოთ ყურადღება:
მხარდაჭერა
როცა ტექნიკურ პრობლემებს შეხვდებით აუცილებელი იქნება პროვაიდერის მხრიდან მხარდაჭერა. ამიტომ 24/7 მხარდაჭერა ნებისმიერი კარგი ჰოსტინგ პროვაიდერის სტანდარტად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ჩვენც ბუნებრივია ასეთი ტიპის სერვისები გვაქვს.
სარეზერვო ასლები
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ჰოსტინგის ბიზნესთან მიმართებაში არის რეზერვის საკითხი. აუცილებელია პაკეტში მითითებული იყოს რომ კომპანია გთავაზობთ სარეზერვო ასლების შემუშავებას.
უსაფრთხოება
ნებისმიერი ჰოსტინგ პროვაიდერი უნდა გთავაზობდეთ უსაფრთხოების სერვისებს (მაგ: ანტივირუსს). თქვენი მომხმარებლის მიხედვით შეგიძლიათ გადაამოწმოთ როგორი ტიპის დაცვა გესაჭიროებათ.
Bandwidth
Bandwidth არის მონაცემების და ტრაფიკის ხარისხი. სხვადასხვა ტიპის კომპანიების სხვადასხვა bandwidth გთავაზობენ. ეს ერთგვარი სიგნალია იმის თუ რომელ ჰოსტინგ კომპანიას აქვს საუკეთესო სისტემა & ნეთვორქი. თუმცა თუ პატარა ბიზნესი გაქვთ და ცოტა მომხმარებელი გყავთ ამაზე ფიქრი არაა საჭირო
Server1 ბუნებრივია ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
მოკლედ: ღირს თუ არა რესელერ ჰოსტინგი?
რომ შევაჯამოთ, თუ თქვენ გსურთ ვებ ჰოსტინგის ბიზნესში შემოსვლა რესლერ ჰოსტინგი საინტერესო ვარინატია. თუმცა ეს ბიზნესი წარმატებული რომ იყოს აუცილებელია ჰოსტინგ პროვაიდერის გამოკვლევა და იმის დადასტურება რომ გაწყობთ მათი სერვისები.